ეზოს განათება ის მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომელიც ღამის საათებში სივრცის კომფორტულ და უსაფრთხო სარგებლობას უზრუნველყოფს. VELI.store-ზე ეზოს განათების მრავალფეროვანი ბრენდები მარტივად შეგიძლია აღმოაჩინო. მათ შორის არის:
- Atmosphera
- Ilitek
- Koopman
- Lumineo
შეარჩიე ეზოს დეკორატიული განათება, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
ეზოს განათება ველიზე
ბაღის, აივნისა თუ ტერასის განათებისთვის მოსახერხებელი ვარიანტია Koopman-ის ეზოს განათება. მოწყობილობა ენერგოეფექტურია, რაც ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯებსა და გარემოზე ზემოქმედებას. განათებას თოკის სახელური აქვს, ეს კი საშუალებას იძლევა მარტივად გადააადგილო და დაკიდო ნივთი ნებისმიერ ადგილას. მოწყობილობა ავტომატურად ირთვება სიბნელეში და ითიშება დღის შუქზე.
ელექტრო გაყვანილობა არ სჭირდება Koopman-ის ეზოს ლამფას, რომლის ჩადება მიწაშიც შეიძლება. მოწყობილობა ამინდის მიმართ მდგრადი მასალისგან არის დამზადებული (პოლიპროპილენი), რაც ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს. ამ ტიპის ეზოს განათება სასურველია გამოიყენო ბილიკის, ბაღის კუთხეებისა თუ ტერასის გასანათებლად.
ეზოს დეკორატიული განათება
ეზოში დახვეწილი ვიზუალის შექმნაში დაგეხმარება ლამფა რატანის დაწნული დეტალებით. ეს მასალა ქმნის თბილ და მყუდრო ატმოსფეროს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეშიც. ლამფის გამოყენება შესაძლებელია როგორც სანთლით, ასევე LED განათების ნათურით.
საინტერესო დეკორაციული ელემენტებით ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო ეზოს განათება მზის ენერგიაზე. მოწყობილობას IP44 რეიტინგი აქვს, რაც წყლის შეღწევისგან დაცვას უზრუნველყოფს. სანათი სრულად მინის მასალისგან არის დამზადებული და ვიზუალურად აერთიანებს მწვანე, შავ და თეთრ ფერებს.
შეარჩიე ნივთები ეზოს & ვერანდის მოწყობის კატეგორიიდან, აღმოაჩინე სასურველი ტიპის განათება შენი ბაღისთვის, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.