სახლში განათება არა მხოლოდ ვიზუალური საჭიროებაა, არამედ უსაფრთხოებას და ფუნქციურობასაც უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ განათებების ფართო არჩევანი აღმოაჩინო, გადახედე კატეგორიას სახლი & ეზო და შეარჩიე Koopman-ის, Atmosphera-ს თუ REMEMBER-ის განათებები.
შეარჩიე ტორშერი ველიზე
თანამედროვე რეტრო სტილით გამოირჩევა იაპონური ტორშერი, რომელიც ბრინჯის ქაღალდისა და გამძლე მეტალისგან არის დამზადებული. ნივთს ზომით არის 53 x 120 სმ და აქვს 3 სადგამი ფეხი. ტორშერის ნათურის ბუნებრივი განათება უზრუნველყოფს სიმყუდროვეს და ქმნის განტვირთვისთვის იდეალურ გარემოს.
კედლის ბრები
მისაღები ოთახის, საძინებლისა და ოფისისთვის მოსახერხებელი ვერსიაა Avonni, კედლის ბრა. მოწყობილობა ეკონომიურია, რადგან 4 ვატი უზრუნველყოფს ენერგიის მცირე ხარჯებით მოხმარებას. მეტალის მასალა კი კონსტრუქციის ხანგრძლივობას განაპირობებს. ზომა (51 x 18 x 22 სმ) კი კედელზე ბრის კომპაქტურ განთავსებას ამარტივებს.
სამუშაო თუ სამეცადინო მაგიდისთვის კარგი ვარიანტია Koopman, მაგიდის სანათი. მეტალისა და ხის კომბინაცია უზრუნველყოფს გამძლეობას. მოწყობილობას 1.5 მეტრის სიგრძის სადენი აქვს, რაც ამარტივებს ნივთის გადაადგილებას. სანათის სიმძლავრე 25 W-ია.
აღმოაჩინე ეზოს განათება
გარე სივრცის განათებისთვის კომფორტული არჩევანი იქნება Koopman, ეზოს განათება, რომელსაც სრულად ხის ჩარჩო აქვს დახვეწილი ჭრილი ორნამენტებით. განათება მდგრადია ამინდის მიმართ და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის არის შექმნილი.
სამეგობრო თუ საოჯახო შეკრებისთვის მოსახერხებელი ნივთია ეზოს განათება სამაგრით გრილისთვის. პროდუქტი მარტივად მონტაჟდება და აქვს 2 ძლიერი განათება, 10 LED ნათურით. მოწყობილობის რეგულირებადი ფუნქცია კი სინათლის მიმართულების ბალანსის საშუალებას იძლევა.
იშოპინგე ველიზე ონლაინ, შეარჩიე სხვადასხვა ტიპის განათება, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.



