თუ გსურს ჭურჭლის განახლება ან საბავშვო მაგიდა დაბადების დღისთვის გაახალისო - გადახედე საბავშვო ჭურჭლის არჩევანს ველიზე.
ველის ასორტიმენტიდან საუკეთესო საბავშვო თეფშებით, ჭიქებითა და დანა-ჩანგლის ნაკრებით საჭმლის დრო მხიარული და სასიამოვნო გახდება. სხვადასხვა დიზაინის გარდა, თითოეული ფუნქციურია და ბავშვებს ეხმარება ისწავლონ დამოუკიდებლად კვება.
როგორ შევარჩიო საბავშვო ჭურჭელი ველიზე?
ძნელია იპოვო საკვები, რომლის ჭამაც პატარა ბავშვებს მოსწონთ, მაგრამ ჭურჭლის არჩევა გაცილებით ადვილია.
ველის ონლაინ სივრცეში მრავალფეროვანი თეფშები დისნეის საყვარელი პერსონაჟების გამოსახულებით და საბავშვო ჭურჭლის ნაკრები სუპერგმირებითა და ცხოველებით დაგხვდება. ასეთი ჭურჭელი აუცილებლად გაახარებს პატარა მეგობრებს და მოუთმენლად დაელოდებიან საჭმლის დროს.
სპეციალურად შექმნილი საბავშვო ჭურჭელი განკუთვნილია მათი უკეთესი კვებისთვის. იგი არა მხოლოდ გამოირჩევა ფერადი და მხიარული დიზაინითა და ფორმებით, არამედ დამზადებულია მაღალი ხარისხის და გამძლე მასალებისგან, როგორიცაა კერამიკა, მინა, ფაიფური, სილიკონი და პლასტმასი. არ შეიცავს BPA-ს მავნე ნივთიერებებს, რთულად მსხვრევადია და ბავშვებისთვის მარტივად გამოსაყენებელი.
შეისწავლე ველიზე საბავშვო ჭურჭლის ნაკრები. კომპლექტი ერგონომიული, ადვილად დასაჭერი დიზაინითა და მდგრადი ჭურჭლით ყველა გემოვნებისა და სტილისთვის არის შექმნილი. იგი გამძლე, მსუბუქი და ადვილად გასაწმენდია. სახალისო და კრეატიული თემების ჩათვლით, აირჩიე სასურველი. ჭურჭელთან ერთად გამოიყენე თეფშის ფერადოვანი დასაფენი Pylonesis-გან, რომელიც ადვილად იწმინდება და შესანიშნავია ბავშვების სადილის დროს გასართობად.
როდესაც ბავშვს დღის გარკვეულ მონაკვეთში სახლის გარეთ უწევთ ყოფს, მნიშვნელოვანია ჰიდრატირებული იყოს. ამ შემთხვევაში, პორტატული ბოთლების არჩევანი დაგეხმარება, რომლითაც ყოველთვის გექნება სასმელი წყალი. აირჩიე სპორტული ბოთლები, ანიმაციური პერსონაჟების თუ ცხოველების გამოსახულებით, თერმოსი, ან მინის ჭიქები საწრუპით. გარეთ ყოფნისას ან სკოლაში წასაღებად ბოთლთან ერთად საკვები კონტეინერი დაგჭირდება. შეარჩიე ლანჩბოქსები ბავშვებისთვის საყვარელი სუპერ გმირებითა და ფერადი დიზაინით.
როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ჭურჭლის გამოყენება?
ჩვეულებრივ, 18-დან 24 თვემდე, პატარა ბავშვი ნელ-ნელა ეუფლება კოვზის ან ჩანგლის დამოუკიდებლად დაჭერის უნარს. აქციე ჭურჭლის გამოყენების პრაქტიკა ვარჯიში თამაშად. მაგალითად, გამოიყენე კოვზი ან ჩანგალი საჭმლის ერთი თეფშიდან მეორეში გადასატანად, ან მიეცი საშუალება კოვზით თვითონ გამოკვებოს საყვარელი რბილი სათამაშო.
როგორია ყველაზე უსაფრთხო საბავშვო ჭურჭელი?
უსაფრთხოებისთვის თავდაპირევლად დაიწყე სილიკონის ჭურჭლის გამოყენება. სილიკონის, რომელიც არარეაქტიული და არატოქსიკური მასალაა. არ მსხვრევადია და უსაფრთხოა ღუმელში (180°C-მდე), მიკროტალღურ ღუმელში, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და საყინულეში გამოყენება. სილიკონი ძირითადად შედგება ჟანგბადისა და სილიკონისგან, რომელიც მოიპოვება ქვიშასა და მინაში.
შეიძინე საბავშვო ჭურჭელი ონლაინ, შეფუთე და გაუგზავნე
ველიზე საბავშვო ჭურჭლის ასორტიმენტი ყოველდღიურ, თუ დაბადების დღის საბავშვო მაგიდას მხიარულებას ნამდვილად შემატებს. აღმოაჩინე VELI.store-ზე ბავშვთა ჭურჭლის დიდი არჩევანი, მათ შორის თეფშები, ჯამები, კოვზები, დისნეის დალმატინელის მაგი, საშაქრე, თეფშის დასაფენი, ჭიქა სახელურით და სხვა!
ისინი შესანიშნავი სამახსოვრო საჩუქარია ბავშვის დაბადების ან ნათლობისთვის. გახადე მისი დღესასწაული კიდევ უფრო განსაკუთრებული. შეფუთე სხვადასხვა დიზაინის სპეციალური ქაღალდით და გაუგზავნე პატარა ადრესატს უფასოდ, საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. შეკვეთას თბილისსა და მის შემოგარენში, სულ რაღაც 3 საათში მიიღებს.