ველიზე შენი სამზარეულოსათვის სამზარეულოს ტექნიკასთან და ტექსტილთან ერთად, ტაფები & ქვაბები შეგიძლია შეარჩიო. ველიზე ქვაბების აღმოჩენა სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით შეგიძლია, მათ შორის:
- ფასის
- ბრენდის
- მასალის
- მოცულობის
შეძენილი ნივთის მიღება თბილისში 3 საათში, მიტანის საფასურის გარეშე შეგიძლია.
შეარჩიე ქვაბები ველიზე შენი საჭიროებების მიხედვით
თუკი სამზარეულოში ხშირად ტრიალებ, შესაძლოა შენთვის ქვაბის შერჩევისას მასალა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.
სხვადასხვა მასალის ქვაბები ველიზე
ალუმინის ქვაბი
ალუმინის ქვაბი საკვების სწრაფად მომზადებისთვის იდეალური ვარიანტია, რადგან ალუმინი სწრაფად ხურდება და მარტივად ინარჩუნებს ტემპერატურას. ალუმინს სხვა უპირატესობებთან ერთად, მსუბუქი წონაც აქვს. ველიზე Cecotec, Fantasy, ალუმინის ქვაბი შეგხვდება, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი ტიპის ქურაზე შეგიძლია.
გრანიტის ქვაბი
თუკი მდგრადი მასალის ქვაბს ეძებ, გრანიტი იდეალური ვარიანტია, რადგან მასალა ნაკაწრების მიმართ მდგრადია და რთულად იკაწრება. ამასათან ერთად გრანიტი არ იკრავს საკვებს და იოლად უძლებს მაღალ ტემპერატურას. ველის ციფრულ თაროებზე Berllong, გრანიტის ქვაბი, შეგიძლია აღმოაჩინო, რომელსაც გრებლონის საფარი და ინდუქციური ძირი აქვს.
ემალის ქვაბი
ფუნქციურობასთან ერთად, თუ შენთვის ქვაბის ვიზუალიც მნიშვნელოვანია, ემალის ქვაბები შესაძლოა იდეალური არჩევანი აღმოჩნდეს. ველიზე იისფერი ემალის ქვაბი დაგხვდება, მტკიცე ზედაპირით. ემალი არ იკრავს საკვებს მომზადებისას და იოლია გასასუფთავებლად.
თუჯის ქვაბი
იმ შემთხვევაში, თუ შენთვის გამძლეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუჯის ქვაბი გამოგადგება. თუჯი ძლიერი მასალით გამოირჩევა, კარგად ანაწილებს და დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას. კარგი არჩევანია Lodge, თუჯის ქვაბი, რომელსაც VELI.store-ზე ონლაინ შეხვდები.
ტეფლონის ქვაბი
ყოველდღიური გამოყენებისათვის, ტეფლონის ქვაბები შეიძლება იდეალური ვარიანტი აღმოჩნდეს. ტეფლონი იოლად იწმინდება და არ საჭიროებს დიდი რაოდენობით ცხიმს საჭმლის მოსამზადებლად. ველიზე Xiaomi, HuoHou, ტეფლონის ქვაბი თავსახურით დაგხვდება, რომელიც ტეფლონის გარდა უჟნგავი ფოლადის, მინის, პლასტმასისა და ბაკელიტისგან არის დამზადებული.
შეარჩიე ქვაბი ბრენდის მიხედვით
VELI.store-ზე წამყვანი ბრენდების ქვაბების აღმოჩენა შეგიძლია, მათ შორის:
თურქული ბრენდის, Karaca-ს დაბალი ქვაბი მაღალი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. დაბალი ქვაბის გამოყენება ტაფის ფუნქციითაც შეგიძლია. ქვაბს აქვს ორმაგი ანტიბაქტერიული ფენა, რომელიც ხელს უშლის ტოქსიკურ ნივთიერებების წარმოქმნას და საკვების ზედაპირზე მიკრობას.
უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული Tescoma, Home Profi ქვაბიც, რომელსაც თავსახურიც მოჰყვება. ქვაბს აქვს სქელი ძირი და ფართო სახელურები, რაც მის გამოყენებას კომფორტულს ხდის.
თუ სპილენძის ქვაბს Eva Solo-ს სპილენძის ქვაბი გამოგადგება. ქვაბს აქვს მაღალი გამტარობა და გამოიყენება ნებისმიერი ტიპის გაზქურაზე. სპილენძს გარდა ქვაბს ალუმინისა და უჟანგავი ფოლადის ფენებიც აქვს.
შეარჩიე შენთვის სასურველი ქვაბი ველიზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. შენაძენს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილს უფასოდ მიიღებ.