Beka გერმანული ბრენდია, რომელიც 1899 წლიდან ქმნის სამზარეულოს მრავალფეროვან ინვენტარს. მათ შორის არის ქვაბები, ტაფები თუ სხვა აქსესუარები. VELI.store-ზე კატეგორიაში სახლი & ეზო, მარტივად შეძლებ შეარჩიო Beka-ს პროდუქტები. შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
აღმოაჩინე Beka-ს ქვაბები ველიზე
ყოველდღიური და პროფესიონალური გამოყენებისთვის პასტის, ბოსტნეულისა თუ წვნიანის მოსამზადებლად მოსახერხებელია Beka, ქვაბი, 5 ლ მოცულობით. ფოლადი არ იჟანგება და უზრუნველყოფს სითბოს თანაბარ გადანაწილებას.
შედარებით დიდი ტევადობისთვის შეგიძლია შეარჩიო Beka, ქვაბი. ინდუქციური ზედაპირის წყალობით ქვაბი სწრაფად ცხელდება, რაც იძლევა ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას. ქვაბის დახმარებით ნებისმიერი ტიპის კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ნივთი ასევე თავსდება მიკროტალღურ ღუმელშიც. ველიზე გემრიელი სოუსების მომზადებისთვის შეგიძლია შეარჩიო Beka, სასოუსე ქვაბი.
შეარჩიე ტაფები
სტეიკის, ბურგერების, ბოსტნეულისა თუ ზღვის პროდუქტების მოსამზადებლად გამოგადგება Beka, არაწებოვანი გრილის ტაფა, რომელიც უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული. ტაფა უზრუნველყოფს სითბოს სწრაფ, ეფექტურ და თანაბარ გადანაწილებას. ნივთის გამოყენება ნებისმიერი ტიპის ქურაზე თუ ღუმელში შეგიძლია. ტაფის გარეცხვა მხოლოდ ხელით არის შესაძლებელი.
ომლეტისა თუ ფანქეიქების მომზადებისთვის კარგი ვარიანტია Beka, ტაფა, რომელიც ალუმინის მასალისგან არის შექმნილი. ტაფას არაწებოვანი ზედაპირი აქვს და მზადებისას შეგიძლია სულ ცოტა ცხიმიც გამოიყენო.
შეარჩიე Beka-ს ბრენდის სამზარეულოს აქსესუარები ველიზე, შეუკვეთე ნივთები და მიიღე შენაძენი საკურიერო მომსახურებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.