ვერანდაზე არსებულ ავეჯს სივრცის ფუნქციური გადანაწილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა ბრენდისა და სტილის ვერანდის ავეჯი ველიზე, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეარჩიო. გადახედე კატეგორიას სახლი & ეზო, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
ვერანდის ავეჯი ველიზე
ვერანდის მოწყობა შეგიძლია Koopman-ის დასაკეცი მაგიდა-სკამებით დაიწყო. მაგიდაც და ორივე სკამიც დამზადებულია მეტალის მასალისაგან, რაც გამძლეობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. სივრცის ეფექტური გამოყენებისთვის ნივთები იკეცება და მარტივად ინახება სასურველ ადგილას. თეთრი ფერი კი ვერანდის ნებისმიერი ტიპის ინტერიერთან ავეჯის თავსებადობას განაპირობებს.
თუ შენი ვერანდა ნახევრადღია ან ღია ტიპის არის, მზისგან თავდაცვა აუცილებლად დაგჭირდება. ამისთვის ველიზე Outdoor essentials-ის სერიიდან შეარჩიე Koopman-ის ეზოს მზისგან დამცავი. ნივთის ზომა 3 მეტრია, რაც დიდ ტერიტორიაზე ფართო ჩრდილს ქმნის. პროდუქტი პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული და უზრუნველყოფს UV სხივებისგან დაცვას.
ვერანდას ზაფხულში და გაზაფხულზე ხშირად სტუმრობენ ფრინველები. ამ სივრცის საინტერესოდ მოწყობისთვის შეგიძლია შეარჩიო ჩიტის სახლი, რომელსაც მეტალის საკიდი აქვს. მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს განათებისთვის კი Koopman-ის ეზოს განათება კარგი ვარიანტი იქნება.
აღმოაჩინე რბილი ავეჯი ვერანდის მოწყობისთვის
ვერანდაზე სხვა ნივთებთან ერთად კომფორტული გარემო შეგიძლია In The Mood-ის პუფით შექმნა. ნივთი პოლიესტერის რბილი და ნაზი მასალისგან არის შექმნილი, ამიტომ გამძლე და მოსავლელადაც მარტივია. მოსახერხებელი დიზაინი კი მარტივად ერგება სხეულს და ქმნის დამატებით კომფორტს.
პუფთან ერთად ველიზე შეგხვდება Kaemingk-ის მბრუნავი სავარძელი, რომელსაც დამატებითი მდგრადობისთვის ფოლადის კორპუსი აქვს. სავარძლის გადაადგილება, აწყობა და გასუფთავება მარტივია. ბალიშები კი პოლიესტერის და აბრეშუმის ძაფით არის დამზადებული.