კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბავშვისთვის
დალაგება:

ბავშვისთვის

Topicrem PH5 შამპუნი-15%
სამაგიდო თამაში Gorgasali Battle Royale-10%
161.10179.00
სამაგიდო თამაში Gorgasali Battle Royale
Breezyrollers, KIDS, კედი, ზომა - 27, Breezy Light
Miqilong,  მწვანე საბავშვო თვითგორიალა
სამაგიდო თამაში Avalon-30%
სამაგიდო თამაში, Coup-40%
20 პროდუქტის ჩვენება

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვენთვის შესაფერის საჩუქარს გვჩუქნიან, თითოეული ასეთი შემთხვევა, ძალიან სასიამოვნოდ გასახსენებელია, რადგან ეს ნიშნავს რომ საჩუქრის შერჩევისას შენზე იფიქრეს და კარგად გიცნობენ. იმის გარდა, რომ ადამიანმა ამისთვის ფინანსები გაიღო, შესაძლოა საკმაოდ დიდი თანხაც, მან საჩუქრად პრაქტიკული ან ლამაზი ნივთი მოგიტანა, სამკაული, რომლის ტარებაც ხშირად გაგახსენებს მის თავს, ან ისეთი საგანი, რომელსაც შენს საყვარელ ოთახში სამუდამოდ მიუჩენ ბინას და ყოველ ჯერზე სასიანმოვნო ემოციებით აგავსებს. ახლა წარმოიდგინე რამდენად მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ეს ბავშვისთვის, მათ ხომ საჩუქრები ყველაზე მეტად უხარიათ.
 

ყველას უნდა რომ ბავშვი გაახაროს, მაგრამ დიდ ნაწილს მისი არსი არ ესმის და ეს არ ეხება მხოლოდ საყვარელ სათამაშოებს და სახალისო ნივთებს, რომლებსაც ბავშვის გართობა შეუძლიათ. საჩუქარი, ასევე შესანიშნავი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს სამყაროს შესაცნობად. თუმცა, საჩუქრის ფუნქციები ამით მაინც არ შემოიფარგლება.
 

საჩუქრები ბავშვის ასაკის მიხედვით


ცნობილია, რომ ბავშვებისთვის საჩუქრების შერჩევა აუცილებელია მათი ასაკის მიხედვით. საჩუქრები ჩვილისთვის, ძალზედ სპეციფიკურია. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო ფუნქციურად რთული და ღრმა მნიშვნელობით შეიძლება იყოს დატვირთული საჩუქარი. ასე რომ, ყველაზე პატარებისთვის მარტივი დიზაინის სხვადასხვა ფერის და ფორმის სათამაშოები შესანიშნავი არჩევანი იქნება.

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის უმჯობესია უფრო საინტერესო საჩუქრები შეიძინო, რომლებიც ხელს შეუწყობს გარკვეული უნარების განვითარებას და ინტერესების წახალისებას. საჩუქრები თინეიჯერისთვის, ასევე შეიძლება რაიმე სათამაშო იყოს, მაგრამ ასევე, შეიძლება უფრო სერიოზული ნივთების ჩუქებაც, მაგალითად, უსადენო ყურსასმენების, როგორიც არის Happy Plugs Joy True Wireless Headphones Blue. Happy Plugs არის შვედური ბრენდის ყველაზე პოპულარული ყურსასმენი, Bluetooth 5.2 უსადენო ინტერფეისით შეუფერხებელი კავშირისთვის. მას აქვს მუშაობის 12 საათიანი შესაძლებლობა, მხოლოდ 1.5 საათიანი დამუხტვით და სრული კონტროლი ზარებსა და ხმაზე მხოლოდ ერთი შეხებით. ასევე, ეკო-მეგობრული და 100% გადამუშავებადი შეფუთვა. Happy Plugs-ს გამოარჩევს ბრენდისთვის დამახასიათებელი უნიკალური დიზაინი. 
 

Star Wars-ის მოყვარული ახალგაზრდებისთვის განუმეორებელი საჩუქარი იქნება Mattel-ის რბილი სათამაშო Yoda. Mattel-ის ეს პლუშის სათამაშო შექმნილია ვარსკვლავური ომების თემატიკაზე. ახლა შენს პატარას შეუძლია რეალურ ცხოვრებაშიც შეიყვაროს Yoda და ახლოდან გაიცნოს საყვარელი პერსონაჟი. 
 

მელომანი გოგონებისთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება, Happy Plugs Play Youth Headphones Pink Gold. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პროდუქტი და შექმნილია ბავშვის ფაქიზი სმენის დაცვისთვის. აქვს ხმის დაბალი დიაპაზონი, შექმნილია 99.99% ანტიბაქტერიული ტექნოლოგიით და ვეგანური ტყავის ელემენტებით. ის ასევე შესანიშნავი იქნება, როგორც საჩუქარი ქალისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგია და ვარდისფერს ანიჭებს უპირატესობას.
 

ბიჭებს და არამხოლოდ მათ, გეიმერ გოგონებსაც ძალიან გაახარებ Lexibook, კონსოლით Disney Cars, 150 თამაშით. ასევე, ამ კონსოლით ისიამოვნებენ ზრდასრულებიც და შესანიშნავი იქნება, როგორც საჩუქარი მამაკაცებისთვის.
 

უნდა ითქვას, რომ ორიგინალური საჩუქრები ბავშვებისთვის, პირველ რიგში, ნათელი შთაბეჭდილებებისა და ემოციების ზღვაა. და აღსანიშნავია, რომ არ არის აუცილებელი დაველოდოთ რაიმე დასამახსოვრებელ თარიღს: დაბადების დღეს ან ახალ წელს. შესაძლებელია და ზოგჯერ აუცილებელიც კი, ბავშვი ყველაზე ჩვეულებრივ დღესაც გავაოცოთ. ასე, საჩუქარი განსაკუთრებით ღირებული იქნება. 
 

როგორ შევიძინოთ საჩუქრები ბავშვებისთვის ონლაინ
 

იმისთვის, რომ შეარჩიო ორიგინალური საჩუქარი ბავშვისთვის, მაგალითად დაბადების დღის საჩუქარი ბავშვისთვის, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების მიერ შექმნილი საჩუქრები ბავშვებისთვის და გაახარე პატარა თვალისმომჭრელი ფერებით.

VELI.store შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევს მარტივად აჩუქო საყვარელი ნივთი ულამაზესი სასაჩუქრე შეფუთვით, რისთვისაც მხოლოდ ვებგვერდზე ღილაკის მონიშვნა დაგჭირდება, ეს უამრავი დროის დაზოგვის საშუალებას მოგცემს და საჩუქრის გახსნამდე სასიამოვნო განწყობას შეუქმნი პატარას. გარდა ამისა, შენ შეგიძლია ვებგვერდზე წერილიც დაწერო და სასაჩუქრე ყუთს გაატანო, რაზეც ასევე VELI.store იზრუნებს. ნახე საუკეთესო საჩუქრები ბავშვისთვის ახლავე, შენაძენი 3 საათში, თბილისში შენს კართან იქნება, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.