ჰანტელები არის კომპაქტური სპორტული აღჭურვილობა ძალოვანი ვარჯიშისთვის, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს სხეულის გაჯანსაღებაში. როგორ ავირჩიოთ ჰანტელები ისე, რომ თანხა მაქსიმალურად გონივრულად მივმართოთ და ვარჯიშით საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ჰანტელები იდეალური ნივთია სახლში ვარჯიშისთვის, რადგან ის იკავებს მცირე ადგილს და იაფია. ჰანტელებით შეგიძლია:
- კუნთების სხვადასხვა ჯგუფის ვარჯიში;
- მუცლის პრესის გაძლიერება;
- ბიცეფსის ვარჯიში;
- წონის დაკლება.
VELI.store-ზე ნახავ საუკეთესო მწარმოებლების სავარჯიშო ინსტრუმენტებს, ჰანტელებს და სხვა აქსესუარებს, როგორებიც არის თავისუფალი წონით სავარჯიშო ნაკრებები იდეალური შედეგის მისაღწევად. TRX HOME2 SYSTEM-ი ვარჯიშს მეტად კომფორტულს გახდის. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის და გამოცდილების მქონე როგორც სპორტსმენისთვის, ასევე ფიტნესის მოყვარულისთვის. მიუხედავად იმისა, რაზე ხარ ორიენტირებული: ძალისმიერი, კარდიო თუ აღდგენითი ვარჯიშები, რეგულირებადი თოკების და სამაგრების უნიკალური სისტემა არის საუკეთესო სხეულის წონით ვარჯიშისთვის. TRX-ის სისტემებით სახლში შეძლებ პროფესიონალურად ივარჯიშო.
როგორ შევარჩიოთ ჰანტელები
იმის გასაგებად, რომელი ჰანტელები აირჩიო სახლისთვის, განიხილე სხვადასხვა მახასიათებლების მქონე სახეობები. დიზაინის მიხედვით, ჰანტელები არსებობს ჩამოსხმული და დასაშლელი. პირველი არის მუდმივი წონის მქონე სხეული. ხოლო, დასაშლელ ჰანტელებს შეგიძლია წონა სურვილისამებრ უცვალო. არ არის რეკომენდებული ჩამოსხმული ჰანტელების შეძენა, თუ სერიოზულად აპირებ ვარჯიშის დაწყებას. ვინაიდან, როდესაც ერთ წონას ამოწურავ, სავარჯიშოების დამძიმება მოგიწევს. ამიტომ, უმჯობესია შეიძინო მოდელი, რომელიც ცალკეული ნაწილებისგან შედგება.
როგორი წონის ჰანტელები შევარჩიოთ
ყველაზე გავრცელებული შეცდომა, მაქსიმალურად მაღალი წონის ჰანტელების შერჩევაა. თუ დამწყები ხარ, მაშინ მცირე წონით უნდა დაიწყო. ამრიგად, სხეულს არ დაიზიანებ, შეიძლება მყესის დაჭიმვა ან საერთოდ გაწყვეტა. არ გაირთულებ ვარჯიშის სასიამოვნო პროცესს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდები მიზანს.
იმისთვის, რომ განვსაზღვროთ მაქსიმალური აუცილებელი წონა, უნდა გავითვალისწინოთ ვარჯიშის ტიპი. თუ დანიშნულება კუნთების ვარჯიში და განვითარებაა, კაცებმა უნდა დაიწყონ 4-9 კგ-ით, ხოლო ქალებმა 2-4 კგ-ით და თანდათან გაზარდონ. კაცებმა უნდა იყიდონ ჰანტელები მაქსიმალური წონით 20-25 კგ. ეს საკმარისი იქნება სხეულის კარგი ფორმის შესანარჩუნებლად. ქალებს შეუძლიათ 10-15 კგ-ზე გაჩერება. ფიტნეს ვარჯიშის შემთხვევაში კი საჭირო იქნება 1-3 კგ წონის ჰანტელები. გარდა ამისა, ეფექტური ვარჯიშისთვის VELI.store-ზე შეგიძლია შეარჩიო საუკეთესო ხარისხის ფიტნეს როლერები და მიიღო შეკვეთა 3 საათში თბილისაა და მის გარშემო, ადგილზე უფასოდ მიწოდებით ყველგან. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი იქნება GAIAM ფიტნეს როლერი აღდგენისთვის გლუვი ზედაპირით, რომელიც ხსნის დაძაბულობას და დაჭიმულობას, ასევე იდეალურია კუნთების გაწელვებისთვის და რელაქსაციისთვის. გარდა ამისა, შეგიძლია შეიძინო GAIAM ღარებიანი ფიტნეს როლერი აღდგენისთვის. არ დაგავიწყდეს ხერხემალი, რადგან ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია. ნახე VELI.store-ზე GAIAM, ხერხემლის კორექტორი, რომელიც დამზადებულია კომფორტული, რბილი ნეოპრენის ქსოვილისგან. ხელს უწყობს ზურგისა და მხრების გასწორებას. ასევე, ეხმარება კუნთებს სათანადო მუშაობაში და ამცირებს დახრილობას. აქვს რეგულირებადი დიზაინი და შეიძლება ტანსაცმლის ქვეშ ან ზევიდან ტარება.
ვარჯიშის დასაწყებად და სხეულის გაჯანსაღებისთვის VELI.store-ზე შეიძენ TRX ჰანტელებს Hex Rubber Dumbbell, კონტურული კომფორტული სახელურებით და ექვსმხრივი დიზაინით რეზინის გარსით, შეგიძლია შეარჩიო სასურველი წონა. აქ ასევე ნახავ TRX ჰანტელებს Gravity Cast, რომელიც იდეალურია ძალისმიერი და წონებით ვარჯიშისათვის და აქვს გლუვი სახელური კომფორტული ვარჯიშისთვის. ასევე, აქ შეგიძლია შეიძინო TRX ჰანტელი Rubber Coated Gravity Cast, რომელსაც აქვს რეზინით დაფარული გარსი და ფხვნილით დაფარული რკინის სახელური კომფორტული ვარჯიშისთვის.
როგორ შევარჩიოთ საკვები დანამატები
იმისთვის, რომ შეინარჩუნო მხნეობა, იყო ჯანმრთელი და საუკეთესო ფორმაში, ამისთვის მხოლოდ ვარჯიში შეიძლება საკმარისი არ იყოს. შეიძინე ვიტამინები და საკვები დანამატები, რომელიც დაგეხმარება გაჯანსაღებაში. მარადიული სილამაზისთვის Amvilab ბიუთი მულტივიტი გამოგადგება. Amvilab ბიუთი მულტივიტი ბუნებრივი სილამაზის ფორმულაა, რომელიც ხელს უწყობს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებას. უზრუნველყოფს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, კანის თუ თმის ცხიმიანობის დაბალანსებასა და დარეგულირებას. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისათვის. Amvilab აღადგენს, ასევე აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, უბრუნებს მას ბუნებრივ შეფერილობას და ხელს უწყობს ზრდის პროცესს.
წონაში დასაკლებად შეგიძლია OstroVit ცხიმისმწველი eXtreme გამოიყენო, რომელიც ნატურალური ნივთიერებების კომბინაციას წარმოადგენს. შლის და წვავს ცხიმოვან ქსოვილებს, უზრუნველყოფს ორგანიზმის ჯანსაღ წონას და ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, ასევე ეხმარება ფიზიკურ და მენტალურ აქტივობას და დაგეხმარება დაამარცხო მაღალკალორიული სასუსნავების მიღების სურვილი.
იმ შემთხვევაში თუ თინეიჯერი ხარ, ან გსურს ამ ასაკის მოყვარულ სპორტსმენს დაეხმარო გაჯანსაღებაში, Holland & Barrett მეგა ვიტამინები თინეიჯერებისათვის საუკეთესო არჩევანი იქნება. ეს არის მოზარდებისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას. ასევე, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
სავარჯიშო აქსესუარები ბავშვებისთვის
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვა ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. შეიძინე ფიტნესისა და იოგას აქსესუარები ბავშვებისთვის. GAIAM საბავშვო იოგა მატი, 5-8 წლის ასაკისთვის. მას აქვს ფერადი, ბავშვზე ორიენტირებული დიზაინი. არის მსუბუქი და გამძლე, ასევე არ შეიცავს ლატექსს. პატარებისთვის, შესანიშნავი საჩუქარი იქნება Mesuca-ს ლახტი Mickey Mouse-ის გმირების გამოსახულებით. ლახტის გამოყენება შეუძლიათ 9 წელზე უფროს ბავშვებს.
როგორ შევიძინოთ ჰანტელები ონლაინ
იმისთვის, რომ შეარჩიო ჰანტელები, სხვა სავარჯიშო აქსესუარები ან ვიტამინები და საკვები დანამატები ვარჯიშისთვის, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების სავარჯიშო აქსესუარებს, რათა შენი სხეული იყოს მუდმივად ფორმაში და შეინარჩუნო ძვირფასი ჯანმრთელობა. შეიძინე ჰანტელები ახლავე და დაიწყე ვარჯიში დღესვე, შენაძენი 3 საათში, თბილისსა და მის გარშემო შენს კართან იქნება, ადგილზე უფასო მიწოდებით.