კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ამინომჟავები
ფილტრაცია
დალაგება:

ამინომჟავები

20 პროდუქტის ჩვენება

ამინომჟავების კომპლექსი არის დანამატი, რომელიც არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის არის განკუთვნილი, არამედ ყველასთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამინომჟავების კომპლექსების შეძენის მიზანშეწონილობაზე და რა განასხვავებს კომპლექსს, BCAA-სა და პროტეინს.
 

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ნებისმიერ ადამიანს სჭირდება 20 ამინომჟავა, რომელთა შორის არის არსებითი და არაარსებითი ამინომჟავები. ამინომჟავების კომპლექსები შეიძლება იყოს როგორც არსებითი ამინომჟავების ნაკრები (EAA), ასევე არაარსებითი ამინომჟავების კომბინაცია, ან ყველა ერთდროულად. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანია ასევე, ვიტამინები. გარდა ამისა, VELI.store-ზე ასევე ნახავ, ვიტამინებს ნერვული სისტემისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვის ვინც ვარჯიშობს, შეგიძლია შეიძინო საკვები დანამატები ძვლების და სახსრებისთვის, შენაძენს ადგილზე უფასო მიწოდებით მიიღებ სამ საათში თბილისში ან მის გარშემო.
 

ამინომჟავების უმეტესობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ამიტომ მათი დეფიციტი ძალიან სწრაფად აისახება ჩვენს ზოგად მდგომარეობაზე: 
 

  • უარესდება ტონუსი, ჩნდება მუდმივი დაღლილობა და მოთენთილობა;
  • სუსტდება იმუნიტეტი, რაც სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების აქტივობაში გამოიხატება;
  • ჭრილობები ცუდად ხორცდება, ჩნდება შეშუპება ქვედა კიდურებში, უარესდება კანისა და თმის მდგომარეობა.
     

ამინომჟავების კომპლექსების მახასიათებლები
 

მრავალფეროვანი სპორტული დანამატები შეიძლება დამაბნეველი იყოს: რომელი უნდა შეარჩიო და რა იქნება უფრო ეფექტური? რომელი პროდუქტია შენთვის შესაფერისი? პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული სიტუაციიდან, საწყისი მონაცემებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. გავაანალიზოთ ისეთი პროდუქტების ძირითადი მახასიათებლები და განსხვავებები, როგორიცაა: ცილა, BCAA და ამინომჟავების კომპლექსი. 
 

ამინომჟავები თუ პროტეინი
 

ხშირად, კომპლექსური ამინომჟავები ცილის ნაცვლად გამოიყენება მათი აშკარა უპირატესობის გამო:
 

 

  • არ შეიცავს ლაქტოზას, რომელიც ხშირად იწვევს დისკომფორტს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში;
  • უფრო სწრაფად და მარტივად მოსანელებელია, რადგან ის სხეულში მზა ფორმით შედის;
  • აქვს უფრო დაბალანსებული შემადგენლობა, რაც საშუალებას გაძლევს შეარჩიო დანამატი კონკრეტული მიზნებისთვის.
     

ვარჯიშისთვის ამინომჟავების შერჩევისას ერთ-ერთი საუკეთესო იქნება Weider-ის ამინომჟავები. Weider L-Glutamine არის 100% სუფთა, მაღალი ხარისხის გლუტამინის ფხვნილის სასმლის ფორმულა, რომელიც ძირითადად გამოიყენება ვარჯიშებს შორის აღდგენის პერიოდის შესამცირებლად. ეს გაძლევს საშუალებას ივარჯიშო უფრო ინტენსიურად მოკლე დროში და სწრაფად მიიღო შედეგი.
 

Weider L-Glutamine აუმჯობესებს კუნთების რეგენერაციას და შესაბამისად, უფრო რთული და ინტენსიური ვარჯიშების შესრულების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, L-გლუტამინი არის ენერგიის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იმუნური სისტემისთვის და ცილების მეტაბოლიზმისთვის არის მნიშვნელოვანი.
 

ასევე, შესანიშნავი არჩევანი იქნება WEIDER, ამინომჟავა ალუბალი-ქოქოსის არომატით. BCAA  (Branched Chain Amino Acids) წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს უმაღლესი ხარისხის ამინომჟავებს. მის შემადგენლობაში შედის შემდეგი ამინომჟავები: L-Leucine, L-Isoleucine, L-Valine, L-Glutamine and vitamin B6 ამ ამინომჟავებს გადამწყვეტი როლი ეკისრებათ, რადგან მიეკუთვნებიან ეგზოგენურ შეუცვლელ ამინომჟავებს. რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს.
 

ამინომჟავების კომპლექსი თუ BCAA
 

თუ შევადარებთ ამინოკომპლექსს და BCAA-ს, მაშინ პირველი უფრო მრავალმხრივი დანამატია, ხოლო მეორე უფრო მეტად არის შესაფერისი პროფესიონალი სპორტსმენებისთვის.
 

BCAA ასრულებს აღდგენით და მატონიზირებელ ფუნქციას, ხოლო კომპლექსს აქვს მოქმედებების უფრო ფართო სპექტრი:
 

  • არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს;
  • მოქმედებს როგორც კატალიზატორი მრავალი ბიოქიმიური რეაქციისთვის;
  • მონაწილეობს გარკვეული ჰორმონების სინთეზში (მაგალითად, დოფამინი და სეროტონინი);
  • ხელს უწყობს ძლიერი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
     

აშკარაა, რომ ამინომჟავების კომპლექსები არის დანამატი, რომელიც თანაბრად სასარგებლოა როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
 

მძიმე ვარჯიშის დროს იდეალური საკვები დანამატი იქნება OstroVit Beta-Alanine. ის შექმნილია ათლეტებისთვის, ვისაც სურთ გააძლიეროს თავისი შესაძლებლობების პოტენციალი.
 

ბეტა-ალანინი კლასიფიცირებულია, როგორც შრომისუნარიანობის ხელშემწყობი ნივთიერება. ის წარმოადგენს ბუნებაში არსებული ამინომჟავის ალანინის ლაბორატორიულად მოდიფიცირებულ იზომერს. მიღების შემდეგ იგი გამოიყენება კარნოზინის წარმოსაქმნელად, რაც მოქმედებს, როგორც მჟავის ამორტიზატორი. კუნთის უჯრედებში მომარაგებული კარნოზინი თავისუფლდება წყალბადის იონების საპასუხოდ. ე.ი. არეგულირებს მათ მჟავიანობას. რაც უფრო დიდია კარნოზინის რაოდენობა კუნთებში, მით მეტხანს გრძელდება ვარჯიშის პროცესი.
 

როგორ შევიძინოთ ამინომჟავები ონლაინ
 

იმისთვის, რომ შეარჩიო ამინომჟავები თუ სხვა საკვები დანამატები, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების ამინომჟავებს და ძალისმიერი ვარჯიშის აქსესუარებს, რომლებიც დაგეხმარება იყო უფრო ჯანმრთელი და ათლეტური.  შეიძინე ამინომჟავები, შენაძენი 3 საათში, თბილისსა და მის გარშემო შენს კართან იქნება, ადგილზე უფასო მიწოდებით.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.