VELI.store-ზე უამრავ ფიტნეს და იოგა აქსესუარს აღმოაჩენ, რომლებიც ვარჯიშისას სხეულის სასურველ პოზიციაში მოყვანაში დაგეხმარება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარი ველიზე იოგას კუბია, რომელიც საუკეთესო დამხმარეა ბალანსირებაში, იგი იოგას პოზების ხანგრძლივად შესანარჩუნებლად გამოგადგება.
გარდა ამისა, იოგას კუბი:
- საჭირო აქსესუარია მათთვის ვინც განიცდის ტრავმას ან ფიზიკურ შეზღუდვებს.
- შესანიშნავი დამხმარეა ახალბედებისთვის, რათა მარტივად შეძლონ სხვადასხვა პოზის მიღება.
- თუ მხრებისა და თეძოს არეში ვარჯიშის წინ დაძაბულობას გრძნობ, შეგიძლია იოგას კუბი სხეულის გაჭიმვისა და გახურებისთვის გამოიყენო.
ექსკლუზიურად ველიზე GAIAM-ის იოგას კუბს შეიძენ, რომელიც კომპაქტური და მარტივი საშუალებაა ბალანსის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად. ამ და სხვა ბრენდის კოლექციებში შეგიძლია აარჩიო საჭირო აქსესუარები იოგასა და სხვა ფიტნეს აქტივობისთვის. აქ იოგას მატს როგორც კომპლექტში, ისე ცალკე შეარჩევ.
როგორ შევარჩიოთ იოგას კუბი
ტრადიციული იოგას კუბს მართკუთხა აგურის ფორმა აქვს, თუმცა VELI.store-ზე ასევე შეხვდები განსხვავებული პროპორციებისა და კუთხეების კუბებს, რომელიც სხვადასხვა ზომის ან წონის ადამიანებისთვისა და განსხვავებული პოზებისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, მოხრილი, მომრგვალებული ან კვერცხის ფორმის იოგას კუბები მწოლიარე პოზებისთვის გამოდგება, ხოლო შედარებით პატარა ზომის კუბებს მსუბუქი წონის, მოქნილი პრაქტიკოსები იყენებენ.
თუ იოგას კუბთან ერთად,სხვა ახალი სპორტული ნივთებიც გჭირდება, აქ ფიტნეს ტრეკერებისა და სპორტული ფეხსაცმლის დიდი არჩევანი დაგხვდება.
იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ და შეიძინე სხვადასხვა ფიტნეს აქსესუარები და საკვები დანამატები ყველაზე მარტივად და სწრაფად. ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას აქ უფასო სასაჩუქრე შეფუთვისა და მიტანის სერვისით ისარგებლებ. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.