Vestfrost-ი დანიური ბრენდია, რომელიც აწარმოებს ისეთ ტექნიკას, როგორიცაა: მაცივრები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები თუ სამზარეულოს მოწყობისთვის საჭირო სხვა ნივთები. VELI.store-ზე Vestfrost-ის კატეგორიაში ბრენდის ყველაზე ცნობილი პროდუქტები შეგიძლია აღმოაჩინო.
Vestfrost-ის ისტორია
Vestfrost-ი დანიაში, 1963 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მისი ხედვა დაკავშირებული იყო მსოფლიოში საუკეთესო მაცივრების შექმნასთან. ამ ეტაპისთვის ბრენდი მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის პროდუქტებს მომხმარებლებისთვის მისაღებ ფასად აწარმოებს.
შეარჩიე Vestfrost-ის სარეცხის მანქანა
დიდი ოჯახისთვის არის მოსახერხებელი Vestfrost, სარეცხი მანქანა, რომელიც 8 კგ ტევადობისაა. მოწყობილობას სწრაფი რეცხვისა და Eco რეცხვის რეჟიმები აქვს. ამ სარეცხის მანქანის უპირატესობას წარმოადგენს ენერგოეფექტურობა და მოსახერხებელი რეცხვის პროგრამები. მაქსიმალური გაწურვის სიჩქარე ამ შემთხვევაში 1000 ბრ/წთ-ია, ხოლო მანქანა საშუალოდ 51 ლიტრ წყალს მოიხმარს.
Vestfrost-ის მაცივრები ველიზე
მაცივრის შერჩევისას მისი ტევადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. თუ დიდი მოცულობის მაცივარს ეძებ, მაშინ Vestfrost GN263S მაცივარი საინტერესო ვარიანტია. სამაცივრე განყოფილების ტევადობა 171 ლიტრია, ხოლო საყინულის - 42 ლიტრი. მაცივარს მშრალი გაციების რეჟიმი, 3 თარო, კარის სათავსო და ბოსტნეულისთვის საჭირო სივრცე აქვს.
ენერგოეფექტურობით გამოირჩევა Vestfrost GN 263 (A+) მაცივარი, რომელსაც კომბინირებული მაცივარი და საყინულე აქვს. მაცივრის მთლიანი მოცულობა 213 ლიტრია ზედა საყინულის ჩათვლით.
შეარჩიე Vestfort-ის ბრენდის ტექნიკა ველიზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.