თუ თავის მოვლა შენი ყოველდღიურობის განუყოფელი რუტინაა, შეარჩიე სასურველი თმის ფენი ველიზე და მოიწესრიგე თმა უსწრაფესად, მინიმალური ძალისხმევით. ველიზე შეხვდები მრავალი სახეობის საშრობს ყოველდღიური გამოყენებისთვის, სხვადასხვა ტიპის თმისა და გარემოსთვის.
გააკეთე არჩევანი ველიზე ისეთ ბრენდებს შორის, როგორებიც არიან:
და სხვ.
თმის საშრობი ფენი ველიზე
სანამ გადაწყვეტ, რომ თმის საშრობი ფენი შეიძინო, აუცილებლად დაგჭირდება ინფორმაცია მის მახასიათებლებსა და ფუნქციებზე. ველი თმის საშრობების ფართო არჩევანს გთავაზობს, რათა არჩევანის მარტივად გაკეთება შეძლო და რაც მთავარია, შეიძინო კარგი ხარისხის პროდუქტი შენთვის მისაღებ ფასად. თმის ბუნებრივი და ბზინვარე ეფექტისთვის ველიზე შეგიძლია შეარჩიო Dyson HD07 მოდელის ფენი, რომელიც აღადგენს და არბილებს თმის ღერებს, იცავს მათ გამოშრობისგან. ფენი უზრუნველყოფს მძლავრ, ფოკუსირებულ ჰაერის ნაკადს, ციფრული კონტროლირებადი ძრავით. მოწყობილობის ძრავის მოდელი V9, 6-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე სხვა თმის საშრობების ძრავები. ტემპერატურის განაწილების ჭკვიანი ტექნოლოგიითა და იონური კონდიცირების წყალობით ფენი ანიჭებს თმას ბუნებრივ და ბზინვარე ეფექტს.
თმის სწრაფი გაშრობისთვის შეგიძლია Babyliss-ის ბრენდის 6714E მოდელის ფენი გამოიყენო. მოწყობილობა შესაძლებლობას იძლევა აირჩიო ოპტიმალური ჰაერის ტემპერატურა წინასწარ დადგენილი რეჟიმებიდან და მიიღო შენთვის სასურველი ვარცხნილობა. კერამიკისა და იონური ტექნოლოგიის წყალობით თმა დაცული იქნება დაწვისა და დაზიანებისგან. ფენი არ აშრობს თმას და უნარჩუნებს მას ბუნებრივ ტენიანობის დონეს, ანიჭებს ბზინვარებას და ჯანმრთელ იერს.
თმის მოვლისთვის ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო თმის სახვევები და გასასწორებლები, შეძლებ შეარჩიო შენთვის სასურველი, ხოლო შენაძენი 3 საათში უფასო მიწოდებით იქნება თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
სტაილერები ველიზე
მრავალფეროვანი ვარცხნილობებისთვისა და დაუვიწყარი საღამოებისთვის თმის სტაილერის ქონა აუცილებელი პირობაა. ველიზე მარტივად შეძლებ აღმოაჩინო შენი თმის სტრუქტურისთვის შესაბამის სტაილერი.
თმის სასურველი ფორმისთვის საინტერესო ვარიანტია Remington AS98990 მოდელის სტაილერი, რომელიც აღჭურვილია StyleAdapt ტექნოლოგიითა და გაუმჯობესებული Diamond Ceramic ზედაპირით. მოწყობილობის გამოყენებით მარტივად შეძლებ მრავალფეროვანი, სალონური ვარცხნილობის გაკეთებას უმოკლეს დროში. მძლავრი, 1000 ვატიანი სტაილერი ტემპერატურის/სიჩქარის 3 რეგულირებადი პარამეტრით დაგეხმარება გაიშრო თმა, დაიხვიო და მიანიჭო მას მოცულობა. Babyliss AS965E მოდელის სტაილერს მოყვება 4 მოხსნადი თავაკი. იონური კონდიცირების საშუალებით თმა დაცულია გადახურებისა და გამოშრობისგან. ხშირი და ხუჭუჭა თმის დამორჩილებისთვის ველიზე ასევე შეგიძლია აღმოაჩინო პროდუქტები თმის ფიქსაციისთვის.
ველიზე შეხვდები dyson-ის ცნობილ თმის გასასწორებელსაც, რომელიც გამოირჩევა ხარისხითა და სიმძლავრით. მისი გამოყენება შეგიძლია, როგორც სწორი ისე ტალღოვანი ვარცხნილობის მისაღებად.
შეარჩიე ტექნიკა თმის მოვლისთვის ველიზე ისარგებლე განვადებით და უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში.