თმის განსხვავებული ვარცხნილობის შესაქმნელად თმის სახვევები და გასასწორებლები მნიშვნელოვანი ნივთებია. ეს ორივე ხელსაწყო შეგიძლია გამოიყენო როგორც ყოველდღიური მოვლისთვის, ასევე განსაკუთრებული ღონისძიებებისთვისაც. VELI.store-ზე თავის მოვლის კატეგორიაში შეძლებ აღმოაჩინო სხვადასხვა ბრენდების თმის მოვლის ტექნიკა, მათ შორის არის:
შეარჩიე სასურველი ნივთი და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე თმის უთო ველიზე
სალონური ეფექტის მიღებისთვის გამოგადგება Remington CB7480 თმის უთო. მოწყობილობის კერატინითა და ნუშის ზეთით გაჯერებული ტექნოლოგია იცავს თმას დაწვისა და დაზიანებისგან. თმის უთოს 2300C-მდე ტემპერატურის რეგულირების 3 პარამეტრი აქვს.
თმის ბოლოებს გაყოფისგან ThermoShield ტექნოლოგიით იცავს Philips BHS530/00 თმის უთო. არგანის ზეთით გამდიდრებული კერამიკის გლუვი ფირფიტები და დახვეწილი დიზაინი კიდევ უფრო მეტად ამარტივებს თმის გასწორების პროცესს. მოწყობილობას ტემპერატურის კონტროლის 12 პარამეტრი აქვს, რომელიც რეგულირებაც LED ინდიკატორის საშუალებით არის შესაძლებელი.
აღმოაჩინე თმის დასახვევი
თმას მარტივად ახვევს, მოცულობას ანიჭებს და აშრობს, Dyson HS08, თმის სახვევი, რომელსაც ტემპერატურის და გაცხელების 3 დონე აქვს. მოწყობილობა Coanda ეფექტის დახმარებით მუშაობს, რაც აეროდინამიკური ფენომენია და თმის ღერის შესაბამისად გამოყოფს ჰაერის ნაკას. თმის სახვევი აღჭურვილია ტემპერატურის კონტროლის ჭკვიანი ტექნოლოგიით, რომელიც ავტომატურად არეგულირებს სითბოს და ხელს უწყობს თმის დაცვას გადახურებისგან. კომფორტული გამოყენებისთვის მოწყობილობას 2.6 მეტრი სიგრძის მბრუნავი კაბელი აქვს.
შედარებით ბიუჯეტურ ფასად შეგიძლია შეარჩიო Remington CI91AW, თმის სახვევი, რომელსაც ტალღოვანი თმის ფორმირების 4 განსხვავებული რეჟიმი აქვს. ტემპერატურის 5 რეჟიმი კი 1500-დან 2100-ის ჩათვლით სურვილისამებრ შეგიძლია დაარეგულირო. მოწყობილობა სწრაფად, სულ რაღაც 30 წამში ხურდება.
შეარჩიე თმის დასახვევი თუ თმის გასასწორებელი ველიზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.

