Samsung Galaxy-ის უახლესი სმარტფონები ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო. აქ შეგხვდება Samsung Galaxy S24, Samsung Galaxy Z Flip, Samsung Galaxy A55. შეარჩიე სასურველი მობილური ტელეფონი, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე უახლესი Samsung Galaxy S25 Ultra
დახვეწილი Galaxy AI-ით, ენერგოეფექტური ბატარეით, სამმაგი კამერით და გაუმჯობესებული გამოსახულებით გამოირჩევა Samsung Galaxy S25 Ultra. 1440 x 3120 გაფართოების მქონე Dynamic LTPO AMOLED 2X 6.9"-იანი ეკრანი ნებისმიერი დახრილობის კუთხიდან მაქსიმალური კონტრასტით აჩვენებს გამოსახულებებს. სმარტფონის კორპუსს IP68 რეიტინგი აქვს, ამიტომ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია წვიმაში, ნესტში და 30 წუთის განმავლობაში, 1.5 მეტრამდე წყალქვეშაც კი. Qualcomm SM8750-AB Snapdragon 8 Elite 8 ბირთვიან პროცესორის დახმარებით კიდევ უფრო სწრაფი ხდება თამაში და სხვა ოპერაციების შესრულება.
შედარებით ბიუჯეტურ ფასად, 289 ლარად შეგიძლია შეიძინო Samsung A065F Galaxy A06. სმარტფონი აღჭურვილია ძლიერი, 5000 mAh მოცულობის ბატარეით. 6.7 ინჩიანი PLS LCD დისპლეი ეფექტურია თამაშებისთვის, ვიდეოებისთვის და სხვა დავალებების შესრულებისთვის. 8 ბირთვიანი მაღალი წარმადობის მქონე MediaTek Helio G85 პროცესორი კი უზრუნველყოფს, რომ ყველა პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
აღმოაჩინე Samsung Galaxy-ის სმარტფონები
ველიზე ასევე დაგხვდება Samsung Galaxy Z Flip 7 ფლაგმანი, რომელსაც 10 ბირთვიანი Exynos 2500 პროცესორი აქვს მაღალი წარმადობით. ტელეფონის გახსნის გარეშე შესაძლებელია ფოტოს გადაღება, მუსიკის მოსმენა, შეტყობინებების შემოწმება. 1080 x 2520 გაფართოების მქონე კეცვადი და დინამიური LTPO AMOLED 2X ეკრანი საუცხოო კონტრასტით აჩვენებს უწყვეტ გამოსახულებას, ნებისმიერი დახრილობის კუთხიდან. AI ფუნქციებისა და ორმაგი კამერის დახმარებით შესაძლებელია მაღალი ხარისხის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება. სმარტფონთან ასევე შეგიძლია დააკავშირო ყურსასმენები და დინამიკები.
მობილური ტელეფონების გარდა ველიზე შეგიძლია შეარჩიო Samsung Galaxy Tab S9+. მოწყობილობას 8 ბირთვიანი პროცესორი აქვს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს პლანშეტის გამართულ მუშაობას. Samsung Galaxy Tab S9 FE-ს აქვს სწრაფი დატენის რეჟიმი და 10090 mAh ბატარეა, რომელიც 18 საათამდე მუშაობს. პლანშეტს მაღალი ხარისხის გამოსახულება აქვს 12.4 ინჩიანი დინამიური AMOLED 2X ეკრანით, 120Hz განახლების სიხშირითა და 2560x1600 გაფართოებით.
აღმოაჩინე Samsung Galaxy-ის სმარტფონები და სხვა ტექნიკა ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.