ინტერაქციული ვიდეო თამაშის საუკეთესო გამოცდილებისთვის VELI.store-ზე კატეგორიაში კონსოლები & აქსესურები მარტივად შეგიძლია შეარჩიო როგორც Playstation 5, ასევე Playstation 5 Pro.
აღმოაჩინე Playstation 5 ველიზე
ახალი თაობის პრემიუმ კონსოლია Sony PlayStation 5 Pro, რომელიც გაუმჯობესებული წარმადობით, ვიზუალური ხარისხით და დიდი მეხსიერებით გამოირჩევა. 2 TB მაღალი სიჩქარის NVMe SSD ორჯერ მეტია სტანდარტულ PS5-თან შედარებით. კონსოლი მხარს უჭერს 4K რეზოლუციას 60 ან 120 კადრით წამში და იყენებს მოწინავე Ray Tracing‑ისა და PSSR ტექნოლოგიას, რაც უფრო რეალისტურ გრაფიკას უზრუნველყოფს. PS5 Pro‑ს GPU კიდევ უფრო ძლიერია, რაც იძლევა გაუმჯობესებულ სათამაშო გამოცდილებას ძველი PS4 თამაშებისთვისაც კი. შედეგად, მათი ჩატვირთვა და შესრულება უფრო სწრაფი და მარტივია. მოწყობილობა სრულად თავსებადია როგორც PS4, ასევე PS5 თამაშებთან.
ველიზე მომხმარებლის რჩეულ პროდუქტებს შორის არის Sony PlayStation 5 კონსოლი. ეს მოდელი ძველთან შედარებით თხელი და ელეგანტურია. მოწყობილობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პროცესორსა და GPU-ს, რაც თამაშებს საოცრად რეალისტურ გრაფიკასა და სწრაფ ჩატვირთვას უზრუნველყოფს. კონსოლს აქვს 1 TB მაღალი სიჩქარის SSD მეხსიერება, რაც საკმარისია რამდენიმე დიდი AAA თამაშისა და მედია ფაილების შესანახად. მოწყობილობა მუშაობს 4K რეზოლუციაზე და მხარს უჭერს 60‑დან 120 კადრამდე წამში, ასევე Ray Tracing ტექნოლოგიას, რაც თამაშებს კიდევ უფრო რეალისტურს ხდის.
შეარჩიე Playstation 5-ის კონტროლერები
უახლესი თაობის ვირტუალური რეალობის მოწყობილობაა Sony PlayStation VR2 კონტროლერი. მოწყობილობას ორი 2000 x 2040 OLED ეკრანი და 4K HDR გარჩევადობა აქვს. 110 გრადუსიანი ხედვის კუთხე და რეგულირებადი ლინზები კიდევ უფრო ცოცხალს აქცევს თამაშის გამოცდილებას. კონტროლერში ჩაშენებულია 3D აუდიო სისტემა და მიკროფონები. მოწყობილობა თავსებადია PlayStation 5-თან.
PS5 კონსოლისთვის არის შექმნილი Sony PlayStation 5 კონტროლერი, რომელიც 9 განსხვავებული ფერის მიხედვით დაგხვდება ველიზე. DualSense-ის მთავარი უპირატესობაა ჰაპტიკური უკუკავშირი, რომელიც დეტალურად გადმოსცემს თამაშში არსებულ შეგრძნებებს. მაგალითად, იარაღის გასროლის ვიბრაციას ან მანქანის გზაზე სრიალს. კონტროლერი მუშაობს Bluetooth-ის მეშვეობით, ამიტომ შეგიძლია PS5-ს დაუკავშირო უკაბელოდ ან USB-C კაბელით დატენო. მისი ბატარეა ენერგოეფექტურია და ხანგრძლივ გეიმინგ სესიებს მარტივად უძლებს.
შეარჩიე PlayStation 5 ველიზე, ასევე გადახედე გეიმინგის კატეგორიას, აღმოაჩინე გეიმინგ ავეჯი თუ ლეპტოპები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.