Oral-B ამერიკულია ბრენდია, რომელიც პირის ღრუს ჰიგიენისთვის განკუთვნილ პროდუქტებს აწარმოებს. მათ შორის არის კბილის პასტა, ჩვეულებრივი ან ელექტრო კბილის ჯაგრისი და პირის ღრუს სავლები.
ჩამოთვლილთაგან VELI.store-ზე Oral-B-ის კატეგორიაში აღმოაჩენ ბრენდის ელექტრო კბილის ჯაგრისებს, როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
Oral-B-ის ისტორია
ბრენდის ისტორია 1950 წელს ამერიკაში, რობერტ ჰათსონის მიერ კბილის ჯაგრისის გაუმჯობესებული ვერსიის გამოგონებით, იწყება და დღემდე გრძელდება. ჰათსონმა აღმოაჩინა იდეალური კომბინაცია. შექმნა ჯაგრისი, რომელსაც ჰქონდა თხელი, მრგვალთავიანი ნეილონის ძაფები. ისინი ნაზად ეხებოდა ღრძილებს და ეფექტურად წმენდდა პირის ღრუს.
ინოვაციურობა Oral-B-ის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ბრენდი თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობით აქტიურად ქმნის მომხმარებლისთვის მოსახერხებელ და კომფორტულ კბილის ჯაგრისებს.
Oral-B-ის ელექტრო კბილის ჯაგრისი
ელექტრო კბილის ჯაგრისები 1950-იანი წლებიდან არსებობს და დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. მაგალითად, კლინიკურად დამტკიცებულია, რომ Oral-B-ის IO სერიის ელექრტო ჯაგრისი უფრო ეფექტურად წმენდს პირის ღრუს ვიდრე ჩვეულებრივი კბილის ჩაგრისი. მარტივად აშორებს ნადებს კბილებიდან და იცავს ღრძილებს დაზიანებისგან.
კბილების ეფექტური და სწორი გასუფთავებისთვის იდეალური ვარიანტია Oral-B-ის ჭკვიანი ელექტრო ჯაგრისი. მასში მოთავსებული ტაიმერის დახმარებით იგი ყოველ 30 წამში შეგატყობინებს, რომ დასუფთავების უბანი უნდა შეცვალო. შეარჩიე სასურველი პროდუქტი ონლაინ, დაამატე კალათაში და Oral-B-ის სასურველი ნივთი ზუსტად 3 საათში შენს სახლში იქნება.
Oral-B-ის ელექტრო კბილის ჯაგრისი ბავშვებისთვის
ბრენდის ასორტიმენტში საბავშვო კბილის ჯაგრისებსაც შეხვდები. Oral-B-ის D100 სერიის ელექტრო კბილის ჯაგრისს ბავშვებისთვის აქვს kid-friendly sensitive რეჟიმი, რომელიც ბავშვების ღრძილებს გაღიზიანებისგან იცავს. მას სიჩქარის 2 რეჟიმი აქვს და ერთი დამუხტვით 8 დღემდე ძლებს.
Oral-B-ის ელექტრო ჯაგრისის სათადარიგო თავები
ელექტრო კბილის ჯაგრისის სრულფასოვანი გამოყენებისთვის სათადარიგო თავები მნიშვნელოვანია. VELI.store-ზე შეგიძლია აღმოაჩინო Oral-B-ის EB18-12 მოდელის ჯაგრისის 12 სათადარიგო თავი, რომელიც ბრენდის ყველა ელექტრო ჯაგრისთან თავსებადია, გარდა Pulsonic და IO ხაზისა. შეიძინე Oral-B-ის პროდუქტები და გადაიხადე თანხა სასურველი ბანკის შენზე მორგებული პირობებით.
ბატარეები
ელექტრო კბილის ჯაგრისს ფუნქციონირებისთვის სჭირდება ენერგიის წყარო. კვების წყარო შეიძლება იყოს ჩაშენებული ან მოძრავი ბატარეა, დამოკიდებულია კონკრეტულ კბილის ჯაგრისზე. VELI.store-ზე შეგიძლია აღმოაჩინო ბატარეების ფართო არჩევანი და შეარჩიო შენთვის სასურველი.