Muzen ამერიკული ბრენდია, რომელიც 2018 წლიდან აწარმოებს ისეთ აუდიო ტექნიკას, როგორიცაა: ბლუთუზ დინამიკი, FM რადიო, Sticker Speaker თუ Wild Mini დინამიკი. დაათვალიერე ველიზე აუდიოტექნიკა სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე ყველა ის ნივთი, რომელიც მუსიკის მოყვარულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
Muzen-ის ბლუთუზ დინამიკი
მულტიფუნქციურობით გამოირჩევა Muzen Original ბლუთუზ დინამიკი, რომელიც Bluetooth, AM/FM რადიო და AUX დაკავშირების სისტემებს აერთიანებს. მოწყობილობა სწრაფად უკავშირდება სმარტფონს, პლანშეტსა თუ კომპიუტერს. ჩაშენებული Li-Ion 1000 mAh ელემენტი უზრუნველყოფს 10 საათამდე უწყვეტ მუშაობას. დინამიკს მაღალი ხარისხის 15W სტერეო დრაივერები აქვს. მოწყობილობის ზედაპირი გამძლეა, რადგან დამზადებულია გაბზარვის საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული და ანტიკოროზიული მასალისგან.
სრულიად განსხვავებული დიზაინი აქვს Muzen mini Handbag დინამიკს, რომელიც მინი ჩანთის სტილშია შექმნილი. მოწყობილობის სხვა მახასიათებლებთან ერთად გამორჩეულია ხმის 30 წმ-იანი ჩაწერის ფუნქცია. ეს დინამიკი ერთი დამუხტვით 7 საათზე მეტ ხანს მუშაობს.
Muzen Mini Speaker ველიზე
გარე აქტივობებისთვის, როგორიცაა ლაშქრობა ან პიკნიკი, კარგი ვარიანტია Muzen Mini Speaker, რომელიც წყალგამძლე მასალისგან არის დამზადებული. დინამიკის კორპუსში ჩაშენებულია ფანარი 3 რეჟიმით: მაღალი, დაბალი და SOS განათება. Bluetooth 5.0 ტექნოლოგიის დახმარებით დინამიკი სხვა მოწყობილობებს 10 მეტრის რადიუსშიც უკავშირდება. დინამიკის ელემენტი სრული, 3 საათიანი დამუხტვით, 8 საათამდე მუშაობს.
შეარჩიე Muzen-ის ბრენდის ბლუთუზ დინამიკები ველიზე, დაათვალიერე ტექნიკის კატეგორია, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.