Lenovo-ს, მომხმარებელი უკვე წლებია იცნობს, როგორც სანდო, ინოვაციურ ბრენდს. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისას, ხარისხის ერთგულება ის მთავარი მახასიათებელია, რითაც ეს მწარმოებელი დღემდე პოპულარობას ინარჩუნებს ბაზარზე, პარალელურად კი საკუთარი პროდუქციის მუდმივ განახლებას გვთავაზობს.
იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ, დაათვალიერე ტექნიკის კატეგორია, შეარჩიე Lenovo-ს ბრენდის პროდუქტები და შეძენისას ისარგებლე მიტანის სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში.
შეიძინე ლენოვოს ლეპტოპები სახლიდან გაუსვლელად
გეიმინგისთვის, 3D გრაფიკისთვის, ვიდეო მონტაჟისა და პროგრამირებისთვის კარგი ვარიანტია Lenovo Legion Pro 5 ლეპტოპი. მოწყობილობას Intel Core Ultra 9 275HX 24-ბირთვიანი პროცესორი და NVIDIA GeForce RTX 5070 გრაფიკული ბარათი აქვს, რაც უზრუნველყოფს მაღალ FPS-ს ახალ თამაშებში და წარმადობას AI-სა თუ პროფესიულ პროგრამებში. 32GB DDR5 RAM და 1TB სწრაფი NVMe SSD, უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას, სწრაფ ჩატვირთვას და დიდი ფაილების დამუშავებას. ლეპტოპი ერთი დამუხტვით 6 საათამდე შეუფერხებლად მუშაობს.
გარდა ლენოვოს ლეპტოპებისა, ველიზე ასევე შეგიძლია შეარჩიო Lenovo Tab M11 პლანშეტი, რომელიც კომფორტულია როგორც ყოველდღიური საქმეებისთვის, ასევე სწავლისა და გართობისთვისაც. ეკრანი 11-დუიმიანი IPS, 90Hz განახლების სიჩქარით უზრუნველყოფს მკვეთრ და მოძრავს სურათს როგორც ვიდეოში, ასევე თამაშებში. პლანშეტი 4 სტერეო დინამიკი Dolby Atmos-ით ქმნის ღრმა და მკვეთრ ხმას. ძლიერი 8 ბირთვიანი პროცესორი სწრაფად და მარტივად ართმევს თავს ყველა ამოცანას.
აღმოაჩინე Lenovo-ს ლეპტოპის დამტენი VELI.store-ზე
იმისთვის, რომ შენი ლეპტოპი მუდამ დამუხტულ მდგომარეობაში იყოს, ველიზე შეგიძლია შეარჩიო Lenovo GX20L29354 დამტენი ადაპტერი. მოწყობილობა 65 W სიმძლავრისაა და აქვს სწრაფი დამუხტვის რეჟიმიც. ადაპტერი ერგება IdeaPad, Flex, V სერიების მრავალი მოდელს. მოწყობილობა 260 გრ-ია და ჩანთით მარტივად სატარებელია.
ერთდროულად ტელეფონის, ლეპტოპის და სხვა მოწყობილობების დამუხტვის შესაძლებლობას იძლევა Lenovo G0A6130WEU დამტენი, რომელიც დატენის სიმძლავრე 130 W-ია. მოწყობილობას აქვს USB type-A და USB Type-C პორტები.
შეარჩიე Lenovo-ს ბრენდის აქსესუარები
Lenovo-ს ბრენდის აქსესუარებიდან ყოველდღიური გამოყენებისთვის შეგიძლია შეარჩიო Lenovo GX40Z50940 13" ლეპტოპის ჩანთა, რომელიც გამოიყენება სმარტფონის, მაუსისა და სხვა მოწყობილობების შესანახად. ჩანთა დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიესტერისგან და წყალგამძლეა.
ძლიერი ხმისთვის და კრისტალურად სუფთა საუბრისთვის კარგი ვარიანტია Lenovo Legion H300 გეიმერული ყურსასმენი, რომელსაც მარტივად კონტროლორებადი ღილაკები და ხმაურის ჩახშობის ფუნქცია აქვს.
შეარჩიე ლენოვოს ლეპტოპები, კლავიატურა თუ კონსოლი ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.