კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მიკროტალღური ღუმელები
ფილტრაცია
დალაგება:

მიკროტალღური ღუმელები

მიკროტალღური ღუმელი Franko FMO-1242 Microwave 23L Gray
მიკროტალღური ღუმელი Franko FMO-1158 Microwave 23L Silver
მიკროტალღური ღუმელი Ariete 0953 Digital Microwave 20L Silver-11%
მიკროტალღური ღუმელი Franko FMO-1124 Microwave 20L Black
მიკროტალღური ღუმელი Swan Retro Liverpool FC Digital Microwave 20L Red-32%
მიკროტალღური ღუმელი Swan Retro Liverpool FC Digital Microwave 20L Black-32%
მიკროტალღური ღუმელი Swan Retro SM22030 Digital Microwave 20L Gray-11%
მიკროტალღური ღუმელი Swan Retro SM22130 Manual Microwave Black-11%
მიკროტალღური ღუმელი Swan Retro SM22130 Manual Microwave 20L Gray-11%
მიკროტალღური ღუმელი Melissa 16330109 Microwave Oven Chili Red
მიკროტალღური ღუმელი Electrolux EMZ421MMK Microwave 21L Black
მიკროტალღური ღუმელი Samsung MG23K3515AK/BW Microwave 23L Black-16%
მიკროტალღური ღუმელი Melissa 16330131 Microwave 23L Peppermint-33%
მიკროტალღური ღუმელი Ardesto GO-E865B Microwave 20L Black-25%
მიკროტალღური ღუმელი Franko FMO-1105 Microwave 23L Gray
მიკროტალღური ღუმელი Franko FMO-1241 Microwave 23L Gray
მიკროტალღური ღუმელი Gorenje MO20A4XH Microwave 20L Silver
მიკროტალღური ღუმელი Samsung MG23K3515AS/BW Microwave 23L Black/Silver-16%
მიკროტალღური ღუმელი Panasonic NN-ST34HWZPE Microwave White-10%
20 პროდუქტის ჩვენება

იმისთვის რომ საუკეთესო მიკროტალღური ღუმელი შეარჩიო, მწარმოებლები პროდუქციის ფართო არჩევანს გთავაზობენ, მაგრამ შერჩევის კრიტერიუმები ყველასთვის განსხვავებულია. თუ ახლა აპირებ მიკროტალღური ღუმელი შეიძინო, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციო რამდენიმე ძირითად პარამეტრს:
 

  • საცხობი კამერის მოცულობა;
  • მოწყობილობის სიმძლავრე;
  • პროდუქტების დამუშავების მეთოდი;
  • დამატებითი ფუნქციების ხელმისაწვდომობა.
     

ჩასაშენებელი და დამოუკიდებელი მიკროტალღური ღუმელები
 

ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი მოსახერხებელია, რადგან ის შეიძლება ნებისმიერ ადგილას დაიმალოს, სამზარეულოს ერთგვაროვანი სტილის შენარჩუნებით. ამ შემთხვევაში, თაღი უნდა იყოს 2-3 სმ-ით დიდი, ვიდრე მიკროტალღური ღუმელის ზომაა (სიმაღლით, სიგანით და სიღრმით).
 

თავისუფლად მდგარი მიკროტალღური ღუმელი (სპეციალურ სადგამზე განთავსებული, მაგიდაზე, სამზარეულოს კარადის ზედა უჯრაზე, მაცივარზე ან თაროზე) შეგიძლია ნებისმიერ დროს გადააადგილო. შეცვალო სამზარეულოს ავეჯი და ახალი ნივთები, მაგალითად როგორიც არის აეროგრილი, მოარგო მის მდებარეობას.
 

მიკროტალღური ღუმელების კამერის მოცულობა


მოცულობა მნიშვნელოვანია სამზარეულოს ყველა ტიპის ტექნიკის შემთხვევაში, მაგალითად როდესაც გსურს დეჰიდრადატორი შეარჩიო. მიკროტალღურის კამერის მოცულობა, მის ზომაზე და დანიშნულებაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა მოდელების მოცულობა 17-დან 42 ლიტრამდე მერყეობს. მიკროტალღურ ღუმელს არჩევენ იმის მიხედვით, ძირითადად რისთვის უნდა გამოიყენონ ის, ასევე გასათვალისწინებელია ოჯახის წევრების რაოდენობა.
 

20 ლიტრამდე მოცულობის კომპაქტური მიკროტალღური ღუმელები იდეალურია:
 

  • საკვების გასათბობად; 
  • მარტივი კერძების მაგალითად, სენდვიჩებისთვის მომზადებისთვის;
  • გაყინული საკვების გალღობისთვის.
     

შესანიშნავი არჩევანი იქნება, Swan Retro SM22030. Swan ბრიტანული ბრენდი, რომელიც ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი VELI.store-ზე, 1920 წლიდან მომხმარებლისთვის საოცნებო, მოდურ სამზარეულოებს აქცევს რეალობად.  Swan Retro SM22030 პრაქტიკული და მარტივად სამართავი მიკროტალღური ღუმელია, რომელიც დაგეხმარება სწრაფად მოამზადო საკვები. ღუმელს აქვს გალღობის, სწრაფი გაცხელების, ავტომატური და სწრაფი მომზადების რეჟიმები. ტემპერატურის და დროის მითითება თავადაც შეგიძლია კორპუსზე განთავსებული რეგულატორიდან. 
 

20 ლ მოცულობის ღუმელში მოთავსებულია 27 სმ დიამეტრის მქონე მბრუნავი ლანგარი, რომელიც დამზადებულია თერმულად დამუშავებული მინისგან და უზრუნველყოფს საკვების თანაბარ დონეზე გალღობას ან გაცხელებას. 
 

ღუმელის შიდა ნაწილი და სახელური უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული. სახელური და კორპუსი არ ცხელდება, პრაქტიკულია მოხმარებისთვის. კორპუსზე დატანილი აქვს ტემპერატურის დონისა და მექანიკური ტაიმერის ბრუნვადი მარეგულირებლები. 
 

რა სიმძლავრის უნდა იყოს მიკროტალღური ღუმელი
 

რაც უფრო ძლიერია მიკროტალღური, მით უფრო სწრაფად შეძლებ საჭმლის მომზადებას ან გალღობას.
 

საჭიროებიდან გამომდინარე, მიკროტალღური ღუმელები განსხვავდება სიმძლავრის მიხედვით:
 

  • საკვების თბილად შენახვა: 80-150 W;
  • მცირე რაოდენობის საკვების სწრაფი გალღობა: 400-500 W;
  • ნელი მომზადება ან გაცხელება: 550-700 W;
  • სწრაფი მომზადება ან გაცხელება: 800-900 W;
  • ნახევარფაბრიკატის ხელახალი გაცხელება, გალღობა ან მომზადება: 400-900 W;
  • საკვების სრული მომზადება: 1400 ვატამდე.
     

თუ ხარისხი შენთვის მნიშვნელოვანია, შეგიძლია Swan Nordic SM22036 Digital Microwave Gray შეარჩიო. მიკროტალღური აღჭურვილია:
 

  • 800 W სიმძლავრის მიკროტალღური ღუმელი მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციებით;
  • გალღობის, გაცხელების, ავტომატური და სწრაფი მომზადების რეჟიმებით;
  • LED ეკრანით და ციფრული ტაიმერით;
  • აქვს მინიმალისტური და დახვეწილი, სკანდინავიური დიზაინი. 


როგორ შევიძინოთ მიკროტალღური ღუმელი ონლაინ
 

იმისთვის, რომ შეარჩიო მიკროტალღური ღუმელი, ან სულაც მულტიფუნქციური ღუმელი, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების ტექნიკა. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.