Gorenje სახლის ტექნიკის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ქმნის მრავალფეროვან მოწყობილობებს, როგორებიცაა უთო, პურის საცხობი, მიკროტალღური ღუმელი, ელექტრო ჩაიდანი. VELI.store-ზე Gorenje-ს კატეგორიაში სრულად შეგიძლია აღმოაჩინო ბრენდის პროდუქცია.
Gorenje-ს ისტორია
Gorenje სლოვენიაში 1950 წელს შეიქმნა და ამ ეტაპზე მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სახლის ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა. ბრენდის მთავარი მისიაა სახლის ტექნიკისა და მომსახურების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის კომფორტული დიზაინის მქონე მოწყობილობების შეთავაზება. Gorenje გამოირჩევა ხარისხითა და მომხმარებლებთან დადებითი კომუნიკაციით.
Gorenje-ს ელექტრო ჩაიდანი
გამართული ფუნქციონალი აქვს Gorenje-ს K17DWD მოდელის ელექტრო ჩემოდანს. ეს მოწყობილობა სწრაფად და მარტივად ადუღებს წყალს. ტევადობა (1.7 ლ) სრულიად საკმარისია მთელი ოჯახისთვის ყავის ან ჩაის მოსამზადებლად. ჩაიდანს ავტომატური გათიშვის ფუნქცია აქვს, შესაბამისად, ითიშება მაშინ, როდესაც მასში ან საერთოდ, ან არასაკმარისი ოდენობით არის. ელექტრო ჩაიდანს შესაბამისი რეჟიმის მართვისთვის აქვს LED ეკრანი, რომელიც ამარტივებს მის გამოყენებას. ჩაიდნის სადგამი 3600 -ით ბრუნვის შესაძლებლობას იძლევა და სამზარეულოშიც არ იკავებს დიდ ადგილს. შეიძინე ველიზე ამ მოდელის ელექტრო ჩაიდანი და მიიღე 40%-მდე ფასდაკლება.
Gorenje-ს უთო
დაუთოების პროცესის გამარტივებისთვის იდეალური ვარიანტია Gorenje-ს SIH 2200 TQC მოდელის უთო. ორთქლის ძლიერი ჭავლი და 2200 ვატი უზრუნველყოფს იმას, რომ ტანსაცმელი იოლად გაუთოვდეს. ტურბო რეჟიმის არსებობა კი უხეში ნაკეცების იდეალური გასწორებას გარანტიაა. უთოს თვითწმენდის რეჟიმი აქვს და კომპაქტურად არის მორგებული ხელის ფორმებს. სამმაგი უსაფრთხოების მექანიზმის წყალობით უთო ავტომატურად ითიშება 8 წუთის განმავლობაში, თუ მას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოათავსებ.
Gorenje-ს პურის საცხობი
ცომეულისა და ტკბილეულის მოსამზადებლად მულტიფუნქციური საცხობი აპარატი იდეალური დამხმარეა. VELI.store-ზე აღმოაჩენ Gorenje-ს BM910WII მოდელის პურის საცხობ აპარატს, რომელსაც ცხობის 15 ავტომატური რეჟიმი აქვს. მისი საცხობი პროგრამების დახმარებით შეგიძლია 900 გრამამდე ცომი ფრანგულ, მარცვლოვან პურად ან თუნდაც კექსად გადააქციო. საცხობ აპარატს 13 საათიანი ტაიმერი აქვს, რისი დახმარებითაც ცხობის სასურველ დროს დაწყება შეგიძლია. პროგრამა იმახსოვრებს სვლას მაშინაც კი თუ ელექტროენერგია შეწყდება. საცხობს აქვს ღილაკები მართვისთვის, LCD ეკრანი, ხმოვანი სიგნალები და მოცურებისგან დამცავი რეზინის ფეხები. შეარჩიე სასურველი პროდუქტი ონლაინ, დაამატე კალათაში და Gorenje-ს სასურველი ნივთი ზუსტად 3 საათში შენს სახლში იქნება.