Bloody ტექნოლოგიური ბრენდია, რომელიც გეიმინგ აქსესუარებს ქმნის, მათ შორის არის მაუსები, კლავიატურები, ყურსასმენები და სხვა დამხმარე მოწყობილობები. VELI.store-ის ტექნიკის კატეგორიაში შეძლებ შეარჩიო Bloody-ის გეიმინგ პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად. შეუკვეთე ნივთები და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე გეიმინგ მაუსი ველიზე
თამაშის დროს მაქსიმალურ სისწრაფეზეა ორიენტირებული A4Tech Bloody A90 გეიმინგ მაუსი, რომელსაც მსუბუქი კონსტრუქცია აქვს. სენსორის მაქსიმალური რეზოლუცია მოწყობილობის შემთხვევაში არის 6200 dpi. მაუსს 8 პროგრამირებადი ღილაკი და 20 მილიონ კლიკზე მეტი გამძლეობა აქვს. პროდუქტი თავსებადია Windows 7, 8, 10, XP, Vista 7, 8, Linux და MAC-თან.
მსუბუქი კონსტრუქცია და RGB განათება აქვს Bloody V7m გეიმინგ მაუსს, რომლის სენსორის მაქსიმალური რეზოლუცია არის 3200 dpi. მაუსი გამძლეობით გამოირჩევა და შეუფერხებლად მუშაობს 100 მილიონ კლიკამდე. 8 პროგრამირებადი ღილაკი კი საშუალებას იძლევა თამაშის დროს მოწყობილობა შენ საკუთარ სტილს მოარგო. გეიმინგ სივრცის კომფორტულად მოწყობისთვის ველიზე ასევე დაგხვდება მაუს პედები.
Bloody-ის გეიმინგ კლავიატურა
თამაშის დროს სხარტი რეაგირებისთვის მოსახერხებელი ვარიანტია A4tech Bloody WS98 გეიმერული კლავიატურა. მოწყობილობა Bluetooth 5.1 კავშირით მარტივად უერთდება სხვადასხვა ტექნიკას. 16.8 მილიონი ფერის RGB განათება სიბნელეშიც კი უზრუნველყოფს კლავიატურის მარტივ გამოყენებას. Anti-ghosting ფუნქციის დახმარებით შეგიძლია კლავიატურაზე რამდენიმე ღილაკს ერთდროულად შეუფერხებლად დააჭირო.
მაუსებისა და ყურსასმენების გარდა, ველიზე ასევე შეგიძლია შეარჩიო Bloody-ის გეიმინგ ყურსასმენები და სადგამი, შეუკვეთე სასურველი ტექნიკა და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.