Beper იტალიური ბრენდია, რომელიც ძირითადად პატარა ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ქმნის. VELI.store-ზე ტექნიკის კატეგორიაში მარტივად შეძლებ აღმოაჩნო ბრენდის შენთვის სასურველი ნივთი. მათ შორის არის: მაგიდის ვენტილატორი, ბლენდერი თუ აეროგრილი. შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე Beper-ის ვენტილატორი ველიზე
ზაფხულის ცხელ ამინდებში ბიუჯეტური გაგრილების საუკეთეოს საშუალებაა Beper-ის მაგიდის მინი ვენტილატორი. მოწყობილობა კომპაქტური ზომისაა და დამზადებულია ABS პლასტმასის მასალისგან. ვენტილატორი მუშაობს როგორც ბატარეის, ასევე USB კაბელის მეშვეობით. ველიზე ვენტილატორების კატეგორიაში ასევე შეგიძლია აღმოაჩინო სხვადასხვა ბრენდისა და ზომის მოწყობილობები.
აღმოაჩინე Beper-ის ბრენდის ტექნიკა
სამზარეულოს ტექნიკიდან კარგი არჩევანი იქნება Beper BP.552 მინი ჩოფერი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ბოსტნეულს, თხილსა და მწვანილს მარტივად ჭრის. მოწყობილობას უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ბასრი საჭრელი პირები აქვს. პირები არ ბლაგვდება და არ საჭიროებს გალესვას.
თავის მოვლისთვის ველიზე ასევე დაგხვდება Beper 40.452 თმის უთო, რომელიც ორთქლის ტექნოლოგიის დახმარებით მარტივად და უსაფრთხოდ ასწორებს თმას. Beper 40.452-ს აქვს ორთქლის 3 დონე. მათ შორის, ორთქლის ფუნქცია ატენიანებს თმას, ხელს უშლის მის დაზიანებასა და გაყოფილ ბოლოებს.
გადახედე Beper-ის ტექნიკას ველიზე, შეარჩიე ბრენდის ბოსტნეულის საჭრელი თუ დიფუზორი, შეუკვეთე პროდუქტები და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.