კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ჯამები
ფილტრაცია
დალაგება:

ჯამები

Flamingo, საკვებისა და წყლის ჯამი-40%
155.40259.00
Flamingo, საკვებისა და წყლის ჯამი
Yamazaki, ფოლადის ჯამი ცხოველებისთვის-30%
Yamazaki, Tower, ფოლადის ჯამი ცხოველებისთვის-30%
სტაფილო ჯამი
20 პროდუქტის ჩვენება

კვებასთან ერთად მნიშვნელოვანია თუ როგორ მიაწოდებ მას შენს შინაურ ცხოველს. სწორად შერჩეული საკვები ჯამით იგი სწრაფი, მარტივი და მეტად სახალისოა. 
 

დაამატე საკვები ჯამი კატისთვის შინაური ცხოველის აქსესუარებს და აქციე მისთვის კვება დღის საყვარელ აქტივობად. ველიზე ცხოველების მოვლის კატეგორიაში ორმაგი ფუნქციის (საჭმლის და წყლის), განსხვავებული სტილის და ზომის ჯამებია, რომლებიც გამძლეობით ხასიათდება. თითოეული პროდუქტი შექმნილია კატის კვებითი მოთხოვნილებების შესაბამისად. 

 

როგორ შევარჩიო საკვები ჯამი კატისთვის?

 

დღეს ბაზარზე ცხოველების მოვლისთვის საჭირო პროდუქტებიდან უამრავი ზომის, ფორმისა და მასალის საკვები ჯამები არსებობს. თასის შერჩევითა და მისი სისუფთავის შენარჩუნებით შეგიძლია კატის ჯანმრთელობასა და ბედნიერებას შეუწყო ხელი.

შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინო წონა, სიმყარე და მასალა. საუკეთესო ჯამი გამძლე და ადვილად გასაწმენდია, თანაც შინაური ცხოველისთვის მარტივად მისაწვდომი. გარდა ამისა, კატებისთვის ულვაში, სხეულის ძალიან მგრძნობიარე ნაწილია და ურჩევნიათ, თუ საკვების მირთმევისას ჯამს არ შეახებენ. შესაბამისად, რაც უფრო ბრტყელძირიანია ჯამი, მით უფრო კომფორტულია ის მათთვის. 


მასალა

 

ველიზე შენი შინაური ცხოველისთვის საკვები ჯამების მრავალფეროვნებაა. თითოეული დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან, როგორებიცაა უჟანგავი ფოლადი, მეტალი, მინა, პლასტმასი და კერამიკა. თითოეულ მათგან ისეთი სასარგებლო მახასიათებელი აქვს, რომლის ცოდნაც მის შერჩევაში აუცილებლად გაგიმარტიდება: 

 

კერამიკული - ასეთი ჯამი კარგი არჩევანია, თუ კატა ჭამის დროს თასს გადაადგილებს. იგი ესთეტიურად სასიამოვნო და მძიმეა, რაც უზრუნველყოფს მეტ სტაბილურობას და ხელს უშლის საჭმლის ან საკვების ძირს გადმოვარდნას.  ასევე,  უსაფრთხოა მუდმივი მოხმარებისთვის. 

 

პლასტმასის - უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია ვიდრე სხვა მასალის ჭურჭელი. საჭიროა მათი რეგულარულად გაწმენდა და გამოცვლა, როგორც კი ცვეთის ნიშნებს შეამჩნევ. 

 

უჟანგავი ფოლადის - ამ ტიპის ჯამი პოპულარულა მისი გამძლეობის, გაწმენდის სიმარტივისა და გამოყენების მხრივ. ასევე ნაკლებად იწვევს ალერგიულიულ რეაქციას მგრძნობიარე კანის მქონე კატებში. 


არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტიპის კატის საკვებ ჯამს აირჩევ, მნიშვნელოვანია ყოველდღიური, რეგულარული რეცხვა თბილი წყლით ან საპნით, რათა საჭმლის ნარჩენებისა და ბაქტერიებისგან გათავისუფლდეს.

 

ზომა

 

როდესაც უნდა შეარჩიო საკვები ჯამი კატისთვის, მასალასთან ერთად ზომის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. ჭურჭელი საკმარისად დიდი უნდა იყოს, რათა კატის ზომისა და დიეტური საჭიროებების შესაბამისი რაოდენობის საკვები ან წყალი მოთავსდეს. თანაც, არ დაგჭირდეს მისი გამუდმებით შევსება. 

 

ფუნქციები

 

ზოგიერთი ჯამი შექმნილია სპეციალური ფუნქციებით კვების პროცესის გასაუმჯობესებლად. აწეული ან ამაღლებული ფორმით სასარგებლოა ართრიტის ან სახსრების სხვა პრობლემების მქონე კატებისთვის, რადგან ჭამის დროს მათ მოხრა და სხეულის დაჭიმვა არ მოუწევთ. მოცურების საწინააღმდეგო ძირით კი, უსაფრთხოა კატებისთვის, რომლებიც ჭამისას თათებს ჯამზე აწყობენ. 

ჯამი ნელი კვებისთვის ამობურცული ადგილებით ან დაბრკოლებებით, კატებს ნელი ტემპით ჭამას უბიძგებს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ჭარბი წონის კონტროლს.

ჯამი დისპენსერთან ერთად ოპტიმალური და კომფორტული საშუალებაა შინაურმა ცხოველმა საკვები და წყალი ერთდროულად მიიღოს. ასეთი ჭურჭლით შეგიძლია დარწმუნდე, რომ შენს არყოფნისას მთელი დღის განმავლობაში მიიღებს საჭირო საკვებსა და წყალს.

 

იზრუნე შენს შინაურ ცხოველზე ონლაინ, ერთ სივრცეში

 

შეარჩიე სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა აქსესუარი, კატის ჰიგიენური საშუალებები, საკვების ფართო არჩევანი და სათამაშოები კატისთვის. კატის საწოლი და სახლები საშუალებას მოგცემს მშვიდი და კომფორტული გარემო შეუქმნა მას. სხვა უამრავ ნივთთან ერთად იზრუნე შინაური ცხოველის ტრანსპორტირებაზე და შეარჩიე გადამზიდი ჩანთები. მიიღე ველიდან შეკვეთა თბილისში იმავე დღეს 01:00 საათამდე და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.