ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს.  გამოყენების პირობები

კატეგორიები
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ყველა კატეგორია

ძაღლი

banner-bg
banner-bg
banner
banner

ძაღლის გაზრდისა და მოვლის პროცესში, საკვებთან ერთად შეიძლება  სხვადასხვა საშუალება, მაგალითად, ძაღლის აქსესუარები დაგჭირდეს. ველიზე შენი შინაური ცხოველის მოსავლელად სხვადასხვა საშუალებას აღმოაჩენ, რომ მასზე ზრუნვის პროცესი გაიმარტივო. 

 

შეარჩიე ძაღლის სველი და მშრალი საკვები ველიზე
 

ველიზე შენი ძაღლისათვის საკვების შერჩევა ასაკისა და ჯიშის მიხედვითაც შეგიძლია. მაგალითად, Advance, 11.5 კგ. მშრალი საკვები ზრდასრული ლაბრადორისთვის, ქათმით და ბრინჯით უშუალოდ ლაბრადორის ჯიშისთვისაა შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულია კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი საჭიროებები და თავისებურებები. ველიზე ასევე შეგიძლია სპეციალური საკვები გერმანული ნაგაზისათვის, ბულდოგისთვის, იორკშირული ტერიერისთვის და სხვა ჯიშის ძაღლებისთვის შეარჩიო, ძაღლის ასაკის, ზომისა და საჭიროებების მიხედვით. 

 

ველიზე ასევე შეგიძლია იპოვო საკვები ორსული და მეძუძური ძაღლებისთვის, ლეკვებისათვის, დიდი და პატარა ზრდასრული ძაღლებისთვის, საკვები მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის მქონე ძაღლებისთვის, სამკურნალო საკვები და სხვა.

 

თუკი შენი ძაღლისათვის სველ საკვებს ეძებ, შედარებით პატარა მოცულობით, შესაძლოა Morando, Professional, ზრდასრული ძაღლებისთვის, ქათმის ხორცით და ლორით გამოგადგეს. საკვები შექმნილია სპეციალური ნედლეულით და აერთიანებს გემოსა და სპეციფიკური კვების მახასიათებლების დიდ მრავალფეროვნებას, ყველა ზომისა და ასაკის ძაღლისთვის. იმავე მწარმოებლისგან საკვები ყველა ჯიშის ლეკვისათვის, ხბოს ხორცით  შეგიძლია შეარჩიო, სპეციალურად ლეკვებისათვის. 

 

ვიტამინები და საკვები დანამატები ძაღლისთვის

 

იმისათვის, რომ ძაღლი კარგად განვითარდეს და ჯანსაღი იყოს, სწორად შერჩეული საკვების გარდა, სასურველია პერიოდულად ვიტამინები და საკვები დანამატები მიიღოს. კარგი არჩევანია Canvit, ძაღლის საკვები დანამატი 13 სახის ვიტამინის შემადგენლობით, აუმჯობესებს ძაღლის იმუნიტეტს, მეხსიერებას და ზოგად ჯანმრთელობას. თუკი შენს ცუგოს სახსრები აწუხებს, BioPetActive, Optibiomega, სახსრების გასამაგრებელი ვიტამინები გამოგადგება, რომელიც კატებისთვისაც შეგიძლია გამოიყენო. ვიტამინები ასევე გამოიყენება კანისა და ბეწვის პრობლემების სამკურნალოდ და პრევენციისთვის. მკურნალობისათვის, ვიტამინებთან და საკვებ დანამატებთან ერთად, ველიზე ძაღლის მედიკამენტებსაც აღმოაჩენ. 

 

ველიზე შენი ძაღლისთვის სასუსნავებიც შეგიძლია შეარჩიო. სასუსნავებს სახალისო ფორმა აქვთ და ძაღლისთვის საკვებსა და სათამაშოს აერთიანებენ. მაგალითად, Jerky Time, ძაღლის სასუსნაო, იხვით განკუთვნილია ყველა ასაკის ძაღლისათვის და ჩხირების ფორმა აქვს. 

 


ძაღლის ჰიგიენა და საჭირო აქსესუარები

 

საკვებისა და ვიტამინების გარდა, რეკომენდებულია ჰიგიენის საშუალებები და აქსესუარები გამოიყენო, რომ შენს ძაღლს სრულფასოვანი პირობები შეუქმნა. ველიზე შეძლებ შენი ძაღლისათვის სხვადასხვა ტიპის შამპუნი შეარჩიო. ძაღლის შამპუნი შექმნილია სპეციალურად ბეწვისა და მგრძნობიარე კანისათვის, რომ ძაღლის კანზე არსებული ბუნებრივი ცხიმისა და PH ბალანსი არ დაირღვეს. შამპუნთან ერთად ველიზე ძაღლის პირსახოცსაც იპოვი.

 

VELI.store-ზე ძაღლის გრუმინგის საშუალებებს შეხვდები, მაგალითად სავარცხელს, ფრჩხილების საჭრელს, ბეწვის მოსაშორებელ ჯაგრისს. ველიზე წარმოდგენილი პროდუქტები დაგეხმარება შენი ოთხფეხა მეგობარი სახლიდან გაუსვლელად მოაწესრიგო და მისი ჰიგიენა შეინარჩუნო. 

 

იმისათვის, რომ ძაღლს კვებისა და წყლის სმის რუტინა ჩამოუყალიბო, საკვებისა და წყლის ჯამები დაგეხმარება. ხოლო გასართობად და თამაშისათვის, ველიზე შეგიძლია სპეციალური ძაღლის სათამაშოები აღმოაჩინო. თუკი სათამაშოს პატარა და საშუალო ჯიშის ძაღლებისთვის ეძებ,  კარგი ვარიანტია საინტერესო და მხიარული გოჭის ფორმის საღეჭი სათამაშო, რომელიც ხმებს გამოსცემს. შენი ძაღლისათვის ველიზე შერჩეულ ნებისმიერ ნივთს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.
 
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.