კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დალაგება:

ქეისები & ეკრანის დამცავები

Karl Lagerfeld Phone Case Apple iPhone 13 Pink Hard-58%
Holdit Seethru Phone Case Apple iPhone 14 Bright Pink-43%
Holdit Silicone Phone Case Apple iPhone 14 Pro Max Violet-37%
Spigen EZ FIT Screen Protector Iphone 12 Pro Max 2 Pack-61%
Vmax Triangle Case for Samsung Galaxy A54 Black
Spigen Ultra Hybrid MagSafe Case iPhone 15 Pro Zero One
149.00
Spigen Ultra Hybrid MagSafe Case iPhone 15 Pro Zero One
Spigen Ultra Hybrid MagSafe Case iPhone 15 Pro White
129.00
Spigen Ultra Hybrid MagSafe Case iPhone 15 Pro White
Spigen Ultra Hybrid Phone Case Samsung Galaxy 24 Ultra Zero One Dark Gray
Spigen Rugged Armor AirPods Pro Case Matte Black
20 პროდუქტის ჩვენება

მობილური ტელეფონის ქეისები უზრუნველყოფენ მოწყობილობის დაცვას სხვადასხვა გარემოებაში. თუ მათი შერჩევა გადაწყვიტე, VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხისა და უამრავი განსხვავებული დიზაინის მოდელს აღმოაჩენ, რაც დაგეხმარება მარტივად შეაჩერო არჩევანი შენთვის იდეალურზე.


აქ წარმოდგენილია : Apple , Holdit , Baseus , Ovose და სხვა ბრენდების უმაღლესი ხარისხის ტელეფონის ქეისები, რომლებიც განკუთვნილია მარტივი, ყოველდღიური გამოყენებისთვის.


სანამ გადაწყვეტ საუკეთესო ქეისები ან სხვა მობილურის აქსესუარები შეარჩიო, უმჯობესი იქნება, თუ მათ მახასიათებლებზე ვისაუბრებთ. ძირითადი კომპონენტები, ამ შემთხვევაში, ფასი, დიზაინი, მასალა და შესაძლებლობებია. დაწვრილებით თითოეული ქეისის ტიპზე, თავსებადობადა და ზომაზე ინფორმაციას VELI.store-ის პროდუქტის აღწერაში იპოვი, რაც გაცილებით გაგიადვილებს გადაწყვეტილების მიღებას.


არ აქვს მნიშვნელობა რომელი მობილური ტელეფონის მომხმარებელი ხარ, ველიზე თითქმის ყველა ტიპის სმარტფონისთვის შეგიძლია შეარჩიო პოლიკარბონატის, სილიკონის, თერმოპლასტიკური, გამჭვირვალე თუ ფერადი, ნებისმიერი დიზაინისა და თავსებადობის ქეისები. შენს მიერ შერჩეული პროდუქტის შეძენას, სახლიდან გაუსვლელად, VELI.store-ის ციფრულ დახლებზე შეძლებ.
 


დამცავები


ტელეფონის დამცავი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია მობილურის ეკრანის დასაცავად. მისი გამჭვირვალე პოლიმერული საფარი წებოვანი ნაწილით ეკვრის მინის ზედაპირს და იცავს მას ნაკაწრებისა და მექანიკური დაზიანებისგან. ტელეფონის მყარ ზედაპირზე დაცემის შემთხვევაში დამცავი აგარიდებს ბზარებსა და მძიმე დაზიანებებს ეკრანზე.


ველიზე ეკრანის დამცავების ფართო არჩევანია. ეს შეიძლება იყოს პრიალა, მქრალი, დარტყმის მიმართ მდგრადი მოდელი, უმაღლესი ხარისხითა და შენთვის მოსახერხებელი ფასით.


 
საუკეთესო ტელეფონის ქეისები და დამცავები


რისთვის გვჭირდება ტელეფონის ქეისები და დამცავები? - ყოველდღიურად მობილურის ზედაპირი უამრავ ზედაპირთან და ობიექტთანაა კონტაქტში. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში დაზიანებისგან დაზღვეული ვერ ვიქნებით თუ სმარტფონს ქეისსა და დამცავში არ მოვათავსებთ.


დაზიანების არიდებასთან ერთად, ქეისები საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ ჩვენი სტილი, განწყობა და ხასიათი შერჩეული დიზაინის საშუალებით. ორიგინალური ქეისი შენს ტელეფონს ინდივიდუალურობას შესძენს და ამავდროულად დაიცავს მას.


 
როგორ გავწმინდოთ ქეისები?


თუ ტელეფონის ქეისი აქამდეც გქონდა, მისი დაბინძურების ან ფერის შეცვლის პრობლემასაც ალბათ უკვე აღმოაჩენდი. ველიზე წარმოდგენილი ქეისები მაღალი ხარისხის, გამძლე მასალისგანაა დამზადებული, რაც ფერისა და ფორმის ხანგრძლივად შენარჩუნების გარანტიას გვაძლევს. რაც შეეხება მის დაბინძურებას, თუ საქმე ისეთ ლაქებთან გვაქვს, რისი გაწმენდაც წყლით ან სველი ნაჭრით ვერ ხერხდება, პატარა ხერხი სილიკონის ქეისის გასაწმენდად ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენებაა.


 თუ უკვე აღმოაჩინე შენთვის იდეალური მობილურის აქსესუარები: ქეისები, დამცავები, ყურსასმენები და სხვა, დროა ისინი ონლაინ, VELI.store-ზე შეიძინო. აქ ისარგებლებ უფასო შეფუთვისა და მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.