მაკიაჟისთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარის შერჩევა შეგიძლია VELI.store-ზე კატეგორიაში სილამაზე & მოვლა. აქ აღმოაჩენ ფუნჯებს, სპონჟებსა და თმის მოვლის აქსესუარებს. აღმოაჩინე შენთვის სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე ტონალურის სპონჟი
თხევადი და კრემისებრი ტონალურების დასატანად მოსახერხებელი ვარიანტია Paese, ტონალურის სპონჟი. პროდუქტი თანაბრად ანაწილებს მაკიაჟისთვის განკუთვნილ პროდუქტებს და ეფექტურად ფარავს საჭირო მიდამოებს.
მარტივი და კომპაქტური ფორმა აქვს Titania, გამჭვირვალე სპონჟს, რომელიც შექმნილია მრავალფუნქციური მაკიაჟის, ტონალური საშუალებების, პუდრისა და სხვა კოსმეტიკური პროდუქტების სახეზე თანაბარი დატანისთვის. გამჭვირვალე დიზაინი უზრუნველყოფს სწორი რაოდენობის პროდუქტების შერჩევას. მსუბუქი და ერგონომიული ფორმა სპონჟის სახის ყველა მიდამოში კომფორტულ გამოყენებას განაპირობებს.
კოსმეტიკური სპონჟის ნაკრები ველიზე
ტონალურის, კონსილერების, პუდრისა და ბლაშის სახეზე დასატანად არის განკუთვნილი Blink & Blush კოსმეტიკური სპონჟის ნაკრები. კომპლექტში შემავალი რბილი სპონჟები უზრუნველყოფენ ბუნებრივ, ხავერდოვან დაფარვას და არ ტოვებენ ზოლებს. კომპაქტური ზომის სპონჟები მოსახერხებელია სახის სხვადასხვა მიდამოში გამოყენებისთვის, ასევე იდეალურია პროფესიონალური მაკიაჟისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის.
სპონჟებთან ერთად ველიზე შეარჩიე ლოსიონის წასასმელი ხელთათმანი თუ კოსმეტიკური კოვზი, შეუკვეთე სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.