სუნამოს ტარება მამაკაცის საერთო ვიზუალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, იგი მეტყველებს შენს ხასიათსა და შინაგან სამყაროს. ესაა პირადი სტილის უხილავი ნაწილი, რომელიც დაგეხმარება იყო თავდაჯერებული და ამასთან დასამახსოვრებელიც გარშემომყოფებისთვის.
როცა კარგი სუნი გაქვს თავს უბრალოდ უკეთ გრძნობ. ეს თეორია რამდენადაც მარტივია, იმდენად ძალიან რეალური პრაქტიკაში. შესაფერისი სუნამოს ტარებამ შესაძლოა მეგობარი ან პარტნიორიც გაპოვნინოს, რადგან იგი იზიდავს საერო გემოვნების მქონე ადამიანებს.
თუ გსურს აღმოაჩინო ის ერთადერთი სურნელი, რომელსაც აქამდე ეძებდი, VELI.store-ის ციფრულ დახლებზე აუცილებლად შეძლებ მის პოვნას. აქ შეხვდები იმ ბრენდების მამაკაცის სუნამოები , რომლებიცაა:
- Carner Barcelona
- Histoires de Parfums
- MAP OF THE HEART
- Yves Rocher
- Laboratorio Olfattivo
- Lilien
და სხვ.
სუნამოების გრძელ ჩამონათვალში ფავორიტის შერჩევის შემდეგ, ველი შენაძენს სასურველ მისამართზე, სრულიად უფასოდ მოგიტანს.
სუნამოების სიცოცხლის ციკლი
სუნამოებს სამ ნაწილიანი სასიცოცხლო ციკლი აქვთ. წარმოიდგინე აორთქლებადი კიბე, რომლის საფეხურები ნელ-ნელა ქრება, სანამ სათავეს არ მიაღწევ. თითოეული საფეხური კი შეიცავს ინდივიდუალურ სურნელს ანუ ნოტებს, რომლებსაც აერთიანებს მამაკაცის სუნამოები .
არსებობს სამი განსხვავებული ტიპის ნოტები, ესენია : ზედა, საშუალო და საბაზისო.
ზედა ნოტები - არომატის ზედა ნოტები პირველ შთაბეჭდილებაზე ზრუნავენ. მათი მთავარი მიზანი ყურადღების მიქცევაა. როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს მამაკაცის სუნამოები დაპკურების მომენტში, ეს სურნელო მხოლოდ 5-დან 30 წუთამდე ნარჩუნდება.
პარფიუმერები ზედა ნოტებისთვის შედარებით უფრო მსუბუქ ეთერზეთებს იყენებენ, რომლები სწრაფად ორთქლდებიან.
საშუალო ნოტები - სუნამოს ფუნდამენტი შუა ნოტებია, რომლებიც არომატის 40-80%-ს შეადგენენ. როცა ზედა ნოტების პირველადი ეფექტი ქრება, მათ ადგილს შუა ნოტები იკავებენ. სურნელი შედარებით დიდხანს - 2-დან 4 საათამდე ნარჩუნდება. მათ უფრო მდიდარი და მძაფრი არომატის მქონე ინგრედიენტებისგან ამზადებენ.
საბაზისო ნოტები - შუა და საბაზისო სუნამოს ნოტები შეთანხმებულად მოქმედებენ და სურნელის გაღრმავებაზე ზრუნავენ. საბაზისო ნოტები არომატული ეთერზეთების 10-25% მოიცავს. მათი მთავარი მიზანი სურნელის გახანგრძლივებაა. ბაზის შესაქმნელად ყველაზე მძაფრი და მდიდარი არომატის მქონე ინგრედიენტები გამოიყენება.
ახლა კი, როცა სუნამოებზე საბაზისო ინფორმაცია გაქვს, კარგი იქნებოდა, თუ ერთ-ერთ მათგანს თავად გამოცდიდი.
იმისათვის, რომ შეარჩიო იდეალური მამაკაცის სუნამოები , შენ მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნება დაგჭირდება. VELI.store-ზე იპოვი ყველაზე ცნობილ და გამოცდილ ბრენდებს, რომელთა სურნელიც აუცილებლად გახდება საყვარელი შენთვის.აქ ასევე შეძლებ შეიძინო, არა მხოლოდ მამაკაცის სუნამოები, არამედ ქალის სუნამოები, არომატული სანთლები და წვერის ზეთიც კი. იშოპინგე ველიზე და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.