თუ წვერს ატარებ, შენთვის წვერის მოვლა ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ცივ სეზონებზე, წვერი შეიძლება სიმშრალისგან გაუხეშდეს, ხოლო ცხელ სეზონებზე ზედმეტმა ტენიანობამ დისკომფორტი შექმნას. დაათვალიერე და შეარჩიე წვერის მოვლის ნაკრები ველიზე, რომ წვერის სისუფთავე და წესრიგი უზრუნველყო.
წვერის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებები
წვერის მოვლის პროცესი რომ გაიმარტივო, ველის კატეგორიაში წვერის მოვლა სხვადასხვა პროდუქტს აღმოაჩენ. შენთვის სასურველის შერჩევას კი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებ. თუკი წვერის გაგიუხეშდა და მისი დატენიანება გჭირდება, რეკომენებულია, ყოველდღიურად წვერის ზეთი გამოიყენო. ზეთი არბილებს და ატენიანებს წვერს, აქვს სასიამოვნო სურნელი და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას. კარგი არჩევანია ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული Proraso Refreshing წვერის ზეთი ევკალპიტის, ბერგამოტისა და როზმარინის ეთერზეთებით.
წვერის დასატენიანებლად ასევე შეგიძლია წვერის დამარბილებლის გამოყენება. დარბილებასთან და დატენიანებასთან ერთად, დამარბილებელი ანიჭებს წვერს ბზინვარებას, სასიამოვნო სურნელს და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. საინტერესო ვარიანტია Depot Men Leather & Wood გარგრის, აბუსალათინისა და ჟოჟობას ზეთით.
წვერსაპარსები და ტრიმერები ველიზე
წვერის მოვლა წარმოუდგენელია პარსვის გარეშე. წვერის ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია მისი პერიოდულად შემოკლება. ველიზე შეძლებ წვერსაპარსები და ტრიმერები აღმოაჩინო, რომ პარსვის პროცესი მარტივი და სასიამოვნო გახდეს.
თუ წვერსაპარსს ეძებ, კარგი ვარიანტია საპარსი Philips S3143/00 Series 3000 მშრალი და სველი პარსვისათვის. ელექტრო საპარსს აქვს მოცურების საწინააღმდეგო სახელური უსაფრთხო გაპარსვისთვის და მარტივად იწმინდება გამოყენების შემდეგ.
მრავალფუნქციური გამოყენებისაა ტრიმერი Braun BT3242 Beard Trimmer Gillette Fusion 5 ProGlide-ის საპარსით. ტრიმერი წყალგაუმტარია და გამოიყენება თმისთვის, წვერისა და სხეულისთვის. აქვს მძლავრი ბატარეა და სრულად დატენვის შემთხვევაში, მუშაობს უწყვეტად 80 წუთის განმავლობაში.
უსაფრთხო პარსვისათვის, სასურველია კანი წვერის საპარსი საშუალებებით დაიტენიანო. პოპულარული არჩევანია Nivea Ultra Men საპარსი გელი ანტიბაქტერიული თვისებებით. გელი აადვილებს პარსვის პროცესს, ატენიანებს, არბილებს და იცავს კანს გაღიზიანებისგან. პარსვის შემდეგ სასურველია კანი დაიტენიანო. ველიზე Yves Rocher Aloe Vera & Camomile პარსვის შემდგომ ბალმს აღმოაჩენ. ბალმი ამშვიდებს კანს და მყისიერად ამცირებს წვის შეგრძნებას.
VELI.store-ზე შეძენილ პროდუქტებს, თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.