კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
სმარტ საათები & ფიტნეს ტრეკერები
ფილტრაცია
სმარტ საათები & ფიტნეს ტრეკერები
დალაგება:

სმარტ საათები & ფიტნეს ტრეკერები

Apple Watch Series 9 GPS 45mm Starlight Aluminium Case with Starlight Sport Band M/L
Apple Watch Series 9 GPS 41mm Pink Aluminium Case with Light Pink Sport Band S/M
Apple Watch Series 9 GPS 45mm Midnight Aluminium Case with Midnight Sport Band M/L
Apple Watch Series 9 GPS 41mm Midnight Aluminium Case with Midnight Sport Band S/M
Apple Watch Series 8 GPS 41mm Silver Aluminium Case with White Sport Band-24%
1059.001399.00
Apple Watch Series 8 GPS 41mm Silver Aluminium Case with White Sport Band
Apple Watch Ultra 2 GPS + Cellular 49mm Titanium Case with Orange/Beige Trail Loop M/L
Apple Watch SE GPS 44mm Gen 2 Starlight Aluminium Case with Starlight Sport Band S/M
Apple Watch SE GPS 44mm Gen 2 Midnight Aluminium Case Midnight Sport Band
Realme R100 Smart Watch Black
139.00
Realme R100 Smart Watch Black
Apple Watch Ultra 2 GPS + Cellular 49mm Titanium Case with Indigo Alpine Loop
Holdit Silicone Watchband Apple Watch 42/44/45 Taupe-43%
Holdit Silicone Watchband Apple Watch 42/44/45 Bright Pink-43%
Holdit Silicone Watchband Apple Watch 38/40/41 Taupe-43%
Holdit Silicone Watchband Apple Watch 38/40/41 Lavender-43%
Holdit Silicone Watchband Apple Watch 38/40/41 Bright Pink-43%
Holdit Silicone Watchband Apple Watch 38/40/41 Black-43%
20 პროდუქტის ჩვენება

სმარტ საათები შთაგონებულია სამეცნიერო ფანტასტიკით


1950-იან წლებში ჭკვიანი საათების კონცეფცია, მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკური რომანების ნაწილი იყო. ბევრი ავტორი, მაშინ თავის პერსონაჟებს მაჯაზე ჭკვიან მოწყობილობას ამაგრებდა, რომელიც მინიკომპიუტერის ფუნქციას ასრულებდა. ასეთი სმარტ საათები გმირების დიდებული სამკაული და თავგადასავლების ერთგული თანამგზავრი იყო . სმარტ საათების იდეა იმდენად განუხორციელებელი ჩანდა, რომ მხატვრული ლიტერატურა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ისინი არსებობდა. 

 

თუმცა, ცხადია, ასე აღარ არის და ახლა ბევრი წარმატებული ბრენდის სმარტ საათები იაფად შეგიძლია შეიძინო. პროგრესის ეს განუყრელი დეტალი, მხატვრული ლიტერატურიდან ერთ თვალის დახამხამებაში რეალურ ტექნოლოგიად იქცა და წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

ყველაფერი Seiko TV Watch-ის მოდელით დაიწყო, 1982 წელს. ხოლო პირველი, შედარებით სრულფასოვანი სმარტ საათი კანადელმა გამომგონებელმა სტივ მანმა შექმნა 1998 წელს. მანის ნაწარმის დებიუტი 2000 წელს შედგა. მას შემდეგ სმარტ საათები სულ უფრო რთულები და ჭკვიანები ხდებიან, ისინი აღიჭურვნენ ინტერნეტით, დაუკავშირდნენ სმარტფონებს, აქვთ კამერა და ნავიგაციის ფუნქცია.

 

ჩვენთვის ნაცნობი ფუნქციებით, ერთგვარად პირველი ნამდვილი სმარტ საათი Microsoft SPOT (Smart Personal Object Technology) იყო, რომელიც ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა. SPOT მფლობელს აწვდიდა ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის ამინდის პროგნოზი, სიახლეები, აქციების ფასები და შეეძლოთ FM რადიოს მოსმენა. აქ, ასევე მოგივიდოდა შეტყობინებები და ელექტრონული ფოსტის წერილები, მაგრამ პასუხს ვერ შეძლებდი. სმარტფონების განვითარებასთან ერთად გაჩნდა ისეთი ჭკვიანი საათები, როგორიცაა Sony Ericsson LiveView (2010), Pebble (2013) და Apple Watch (2015), რომლებიც ტელეფონიდან იღებდნენ მონაცემებს. 2014 წელს Google-მა შეიმუშავა Android Wear — მისი მობილური ოპერაციული სისტემის, Android-ის ვერსია, რომელიც სპეციალურ ჭკვიანი საათებისთვის არის განკუთვნილი. ადრეულ სმარტ საათებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუსიკას, რადგანაც მას ფლეიერის ფუნქციაც უნდა შეესრულებინა. განცხრომისთვის, მართლაც იდეალური ვარიანტი შეიძლება იყოს ჰამაკი, ყურსასმენები, წიგნები და იმისთვის რომ ყავა არასდროს გაგვითავდეს - ყავის აპარატი

 

დღეს, როდესაც სმარტ საათებზე საუბრობენ, პირველ რიგში, Apple Watch და Samsung Galaxy Watch გვახსენდება. თუმცა იმ ინდუსტრიაში, რომელსაც ჭკვიანი საათები მოიცავს, ბოლო დროს, სულ უფრო იზრდება Xiaomi-ის მოდელების პოპულარობა. 

 

როგორი სმარტ საათები არსებობს

 

  • ფიტნეს თრექერები;
  • ყოველდღიური სმარტ საათები, რომლებიც ყველა ძირითადი ფუნქციით არის აღჭურვილი, აქვთ მოკრძალებული დიზაინი და გამძლეობით გამოირჩევიან;
  • პრემიუმ გაჯეტები დახვეწილი დიზაინის ძვირადღირებული მოწყობილობებია გაფართოებული ფუნქციონალით.


რით განსხვავდებიან სმარტ საათები & ფიტნეს თრექერები


ერთი შეხედვით, ბევრი საერთო თვისებით გამოირჩევიან სმარტ საათები & ფიტნეს თრექერები. ორივე მოწყობილობა პოპულარულია ისეთ მომხმარებელს შორის, რომლისთვისაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. თუმცა, ფინტნეს თრექერები შედარებით იაფი ღირს. 

 

უმთავრესი განსხვავება მათ შორის ოპერაციული სისტემაა. სმარტ საათები საშუალებას გაძლევს გადმოწერო და ისარგებლო დამატებით აპლიკაციებით.

 

ფიტნეს ტრექერი, ერთგვარად მისი გამარტივებული ვერსიაა. ისინი ფიზიკური აქტივობის გასაკონტროლებლადაა შექმნილი. შეგიძლია დაუკავშირო სმარტფონს და ტელეფონში ნახო მონაცემები.

 

სმარტ საათები, ხშირად, აღჭურვილია სიმ ბარათის პორტით, რაც საშუალებას გვაძლევს დავრეკოთ, ვუპასუხოთ ზარებს და სმარტფონის გარეშე ვისარგებლოთ ინტერნეტით. 

 

ყოველდღიური სმარტ საათები და პრემიუმ მოდელები


ისინი, ძირითადად ფასის მიხედვით შეგვიძლია დავყოთ. ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ მოდელებს ფაქტობრივად, ერთი და იგივე ფუნქციონალი აქვთ. გარდა ამისა, ყოველწლიურად სულ უფრო უმჯობესდება მათი სისტემა და ყოველ წელს შეგიძლია, შენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, შეიძინო სულ უფრო უკეთესი სმარტ საათები იაფად. აქ მხოლოდ ის გექნება გადასაწყვეტი, როგორი დიზაინით აირჩიო და რომელი ოპერაციული სისტემა გირჩევნია.

 

ჭკვიანი საათები შესანიშნავი საშუალებაა მარტივად მივიღოთ შეტყობინებები და თვალყური ვადევნოთ ჯანმრთელობას. დღეს, ყველაზე თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებულ მოწყობილობებს შორის, Samsung-ის და Apple-ის მოდელები ლიდერობენ:

 

1. Samsung Galaxy Watch 4 Classic – შენს საჭიროებებზე საუკეთესოდ მორგებული.


Samsung Galaxy Watch-ის ხაზი აქამდეც მოიაზრებოდა Apple Watch-ის საუკეთესო ანალოგად. 2021 წლის Galaxy Watch 4-ის ვერსია, ასევე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო დ ამ მოწყობილობებს უფრო ფართო სპექტრით წარმოაჩენდა. 

 

Watch 4 Classic ვიზუალურად Galaxy Watch 3-ს ჰგავს, თუმცა Samsung-ის პარტნიორობა Tizen OS-თან დასრულდა და ის ახლა Google-თან თანამშრომლობს. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა 2022 წლის მოდელი, ბევრი ახალი შესაძლებლობით აღჭურვილიყო.

 

აქ ჯანმრთელობაზე უფრო ფართო სპექტრით იზრუნებ. Watch 4 Classic გულის რითმის დარღვევის მუდმივ შემოწმებას და სხეულის მდგომარეობის ანალიზს გთავაზობს. 

 

ეს მოდელი საუკეთესო იქნება Samsung Galaxy-ის მომხმარებლებისთვის, მით უფრო მათთვის, ვინც ფასიანი სერვისებით სარგებლობს. თუმცა ის, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთი საუკეთესო Android მოწყობილობაა და ამ სისტემის ერთგული, ყველა მომხმარებლის ინტერესებს დააკმაყოფილებს. 

 

2. Apple Watch Series 7 – საუკეთესო iPhone-ის მომხმარებლებისთვის.


მიუხედავად იმისა, რომ მე-7 სერია, 2020 წლის სერიის, მხოლოდ გაუმჯობესებული ვერსიაა, ეს არ გვაძლევს უფლებას Apple Watch Series 7 საუკეთესო სმარტ საათად არ მივიჩნიოთ, იმ შემთხვევაში თუ iPhone-ის მომხმარებელი ხარ.

 

იმის გარდა, რომ ის წინა წლის Apple Watch-თან შედარებით ყველაფრით გაუმჯობესდა, მას ახლა მუდმივად ექნება ჩართული ალტიმეტრი და უწყვეტ რეჟიმში გაგიზომავთ სისხლში ჟანგბადის მოცულობას. ის კიდევ უფრო სწრაფად იმუხტება და სრულად დატენისთვის, წინა მოდელთან შედარებით 33%-ით ნაკლები დრო სჭირდება. აქვს ახალი, 20%-ით უფრო დიდი ეკრანი, ამას ემატება 40%-ით უფრო თხელი ჩარჩოც, რაც მოწყობილობას ულტრათანამედროვე და დახვეწილ გარეგნობას ანიჭებს. 

 

ახალი Apple Watch უკეთ მოემსახურება მათ, ვისი გატაცებაც არის პილატესი და უსაფრთხოების ფუნქციებით ველოსიპედისტებს, რომლებსაც ვარდნის საფრთხის შესახებ წინასწარ მიაწვდის ინფორმაციას. 

 

Apple Watch ასევე, საუკეთესოა მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მუდმივად აკონტროლოს ჯანმრთელობა და სამედიცინო მომსახურებებზე დაზოგოს თანხა. 

 

3. Samsung Galaxy Watch 4 – შესანიშნავი ალტერნატივა.


თუ Samsung Galaxy Watch 4 Classic-მა თქვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, Samsung Galaxy Watch 4 მისი შესანიშნავი ალტერნატივაა განსხვავებული დიზაინით და ფუნქციებით. დიზაინის მხრივ, მას ბევრად თანამედროვე იერი აქვს და ფერების უფრო ფართო არჩევანს გთავაზობს. 

 

Samsung Galaxy Watch 4 იმავე ფუნქციებით არის აღჭურვილი, რითაც Classic მოდელი, თუმცა ეს საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ სმარტ საათები იაფად და მივიღოთ იგივე შესაძლებლობები. ამ მოდელშიც Classic-ის მსგავსად ხელმისაწვდომია ელექტროკარდიოგრამა, რითაც Samsung-ის მოდელები გამორჩეულია სხვა ჭკვიან საათებს შორის და აქ ასევე დაგხვდება სხვა ისეთი აპლიკაციები, რომლებით სარგებლობაც მხოლოდ Samsung Galaxy Watch-ის მომხმარებლებს შეუძლიათ.

 

შეიძინე სმარტ საათები იაფად

 

იმისთვის, რომ შეარჩიო საუკეთესო სმარტ საათები იაფად, რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა გაითვალისწინო, ერთ-ერთი ეკრანის ზომაა. ასევე, საყურადღებოა ელემენტის გამძლეობა, ოპერაციული სისტემა, აპლიკაციების ჩამონათვალი და ფიტნესისთვის განკუთვნილი ფუნქციები. დღეს შეგიძლია სმარტ საათები ონლაინ მოძებნო და მიიღო შეკვეთა პირდაპირ შენს მაჯაზე უმოკლეს დროში. შეიძინე სმარტ საათები იაფად, Veli.store-ზე და მიიღე შეკვეთა 3 საათში, სასურველ მისამართზე.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.