კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ტონიკი
ფილტრაცია
დალაგება:

ტონიკი

20 პროდუქტის ჩვენება

ტონიკი უალკოჰოლო სასმელია, რომლის დალევაც როგორც პირდაპირ (შეუზავებლად), ისე არაყთან ან ჯინთან გაზავებით შეიძლება. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა გაზიანი მატონიზირებელი წყალი ქინინის შემცველობით. რაც უფრო მაღალია ქინინის დონე წყლის შემადგენლობაში, მით უფრო ძლიერი (მომწარო) გემო აქვს ტონიკს.


VELI.store-ზე სხვადასხვა სახეობისა და არომატის ტონიკებია წარმოდგენილი. პოპულარული ბრენდები, როგორებიცაა : Double Dutch, Fentimans, Fever Tree, Moonwalker, Royal Club, Schweppes და სხვ. -  ველიზე, კატეგორიაში „ ბარი & მეტი “ ერთიანდებიან. აქ შეგიძლია შეარჩიო იდეალური ტონიკი ჯინისთვის, ცნობილი ჯინ-ტონიკის მოსამზადებლად, ხოლო ტეკილასა და ცივი ტონიკის შერევით შესანიშნავი კოქტეილების შექმნას შეძლებ.


 
შეარჩიე სხვადასხვა არომატის ტონიკი VELI.store-ზე


თუ ექსპერიმენტები გიყვარს, დააგემოვნე ახალი არომატის ტონიკი ჯინთან, არაყთან ან სხვა სასურველ ალკოჰოლთან გაზავებით. ველიზე ტონიკები: კენკრის, ყვავილების, გრეიფრუტის, ლიმონის, ჯინჯერის, ფორთოხლის და სხვა უამრავი არომატით შეგხვდება. თუ კლასიკური, მძაფრი ქინინის გემო მოგწონს, Schweppes Tonic Water შესანიშნავი, ამავდროულად ბიუჯეტური არჩევანია.


მათთვის, ვინც უშაქრო მატონიზირებელ წყალს ანიჭებს უპირატესობას, Royal Club-ის გაზირებული ტონიკი გამოდგება, რომელსაც ქინინის მკაფიო არომატი და გამყოლი, გამაგრილებელი, მომწარო გემო აქვს.


თუ შენთვის პროდუქტის შეფუთვაც მნიშვნელოვანია, ველიზე შეხვდები ტონიკებს თუნუქისა და შუშის ბოთლებში - 200 მლ, 275 მლ ან 330 მლ-მდე.

 

საუკეთესო ტონიკი ჯინისთვის


ჯინი საკმაოდ ძლიერი ალკოჰოლური სასმელია, იგი კომბინირებულია სანელებლების, ყვავილოვანი ან ხილის გემოებით, მკაფიო არომატისთვის კი Fentimans ელდერფლაუერის შეზავება ნამდვილად შესანიშნავი იდეაა.


კიდევ ერთი გამორჩეული ტონიკი, რომელიც იდეალურია ალკოჰოლური სასმელების, განსაკუთრებით კი ჯინის, ვერმუტის, ვისკის, ბურბონისა და რომის გემოს ნოტების გასაძლიერებლად, Fever Tree Ginger Ale -ია. იგი ჯანჯაფილის ძლიერ არომატს ატარებს, რომელსაც ციტრუსის ნოტების კომპლექსურობა ემატება. მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა სრულყოფილი მიქსერი ალკოჰოლური სასმელებისთვის.


იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ და შეიძინე სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური/უალკოჰოლო სასმელები და ბარის აქსესუარები ყველაზე მარტივად და სწრაფად. ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას აქ უფასო სასაჩუქრე შეფუთვისა და მიტანის სერვისით ისარგებლებ. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.