ლუდი მსუბუქად ალკოჰოლური, არომატული სასმელია, რომელიც მეგობრულ შეკრებებსა და ხალხმრავალ საღამოებს განსაკუთრებით უხდება. თუ მსგავსი მომენტები შენთვის ნაცნობია ან უბრალოდ ძალიან გიყვარს მსუბუქი ალაოს გემო, შენთვის სასურველი სასმლის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, VELI.store-ის ციფრულ დახლებზე შეძლებ.
ლუდი ველიზე ძირითადად გაფილტრული და გაუფილტრავი ლუდის ქვეკატეგორიებში ნაწილდება, თუმცა ამასთან შეხვდები ქართული ლუდის, შავი ლუდისა და უალკოჰოლო ლუდის კატეგორიებს. აქვე აღმოაჩენ ზედაზენის სასაჩუქრე შეფუთვებსა და უამრავ საინტერესო შეთავაზებას, როგორც ლუდის, ისე მრავალი სახეობის რომისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების კატეგორიებში.
როგორ შევარჩიოთ ლუდი ონლაინ ?
მათთვის, ვინც პროდუქტის შეძენისას ბრენდსა და ხარისხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, VELI.store აერთიანებს ყველაზე პოპულარულ, ჩვენთვის კარგად ცნობილ მწარმოებლებს, როგორებიცაა :
- Corona
- Staropramen
- Efes
- Estrella Damm
- Heineken
- Krombacher
- Krusovice
- Löwenbräu
- Mongozo
და სხვ.
ასევე ქართული ლუდის სხვადასხვა ბრენდები :
- აისი
- ზედაზენი
- კაიაკი
- კასრი
- ნატახტარი
- ქარვა
და სხვ.
მეტად ალკოჰოლური ლუდის მოყვარულებისთვის
თუ ლუდში ალკოჰოლის მაღალი შემცველობა შენთვის მნიშვნელოვანია, სასმელები, როგორებიცაა : Brewdog MR President 9.2% ალკოჰოლით ან ქართული ლუდი ნატახტარი Extra 8%-იანი ალკოჰოლით შესანიშნავი ვარიანტი უნდა იყოს.
ნაკლებად ალკოჰოლური ლუდის მოყვარულებისთვის
მათთვის, ვისთვისაც სულ მცირედი ალკოჰოლიც საკმარისია, Mongozo-ს ბანანის ან ქოქოსის ლუდი შესანიშნავი აღმოჩენა იქნება. მას მხოლოდ 3,6%-იანი ალკოჰოლის შემცველობა და უნიკალური არომატები აქვს, რომელიც დღის პირველ ნახევარში განსაკუთრებით სასიამოვნოა მისართმევად.
თუ შენს სასმელში საერთოდ არ გინდა ალკოჰოლი, თუმცა ლუდის სიყვარულს მაინც ვერ თმობ, ბრენდები, როგორებიცაა: Kalnapilis, Fever Tree და Warsteiner ველიზე ყველაზე გემრიელ და გამორჩეულ უალკოჰოლო ლუდებს უყრიან თავს.
ყევლაზე პოპულარული ლუდის ტიპები VELI.store-ზე
რეალურად ლუდის 100-ზე მეტ არსებობს, აქედან დიდი ნაწილი ელი, დანარჩენი კი ლაგერი, არომატიზებული ან ზოგი ჰიბრიდული ტიპისაა. ელის დანარჩენი სახეობებისგან ფერმენტაციის პროცესი გამოარჩევს. მას სითბო და სითბომოყვარული საფუარი ესაჭიროება ფერმენტაციისთვის, ამის შემდგომ კი ელისთვის განკუთვნილი საფუარი ქაფის სახით იწევს მაღლა.
ველიზე პოპულარულია ღია ფერის და ასევე ხორბლის ელები, რომლებიც გურმანებს განსაკუთრებით უყვართ. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია სვია, WIT, ხორბლის გაუფილტრავი ლუდი, რომელიც ტრადიციულ ბელგიურ ხასიათსა და ხილის გამაგრილებელ არომატს ატარებს. რაც შეეხება ღია ფერის ელის კატეგორიას, 9 მთა-ს წარმოების ინდური ღია ელი (IPA) ტექნოლოგიით შექმნილი სასმელი ნამდვილად იდეალური უნდა იყოს.
ლაგერები
მიუხედავად იმისა, რომ ლაგერი ბევრად უფრო ახალია ვიდრე ელი, ბოლო დროს მან გაცილებით მეტი პოპულარობა მოიპოვა. ლაგერი გარდა ფერმენტაციის პროცესისა, ელისგან იმითაც განსხვავდება, რომ იგი ვიზუალურად უფრო სუფთაა, ვიდრე სხვა სახეობები, რასაც განსაკუთრებული საფუარი განაპირობებს. ველიზე ყველაზე ცნობილი ლაგერია პილსნერი, რომელსაც Staropramen, Stella Artois, Efes და სხვა ბრენდები აწარმოებს.
გარდა ლუდისა, VELI.store-ზე ამერიკული, ირლანდიური და შოტლანდიური ვისკი და ასევე სხვადასხვა სახეობის ტეკილაა წარმოდგენილი.
შეიძინე ლუდი ონლაინ
თუ ლუდის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების ონლაინ შეძენა გსურს ველიზე უამრავ ფასდაკლებასა და საინტერესო შეთავაზებებს აღმოაჩენ. შეარჩიე სასურველი ლუდი გამოძახებითVeli-ზე, გამოიძახე მარტივად და მიიღე სამ საათში, ნებისმიერ მისამართზე. მიტანა უფასოა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც.