ძაღლი შენი ოთხფეხა მეგობარი, ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და საუკეთესო კომპანიონია. იმისთვის, რომ ძაღლებს ზრუნვა არ მოაკლო და სიცოცხლისუნარიანობა გაუხანგრძლივო, მნიშვნელოვანია მის კვების რაციონში საკვები პროდუქტები სწორად შეარჩიო.
ძაღლის საკვები ველიზე
სწორად შერჩეული ძაღლის საკვები პირდაპირ გავლენას ახდენს შინაური ცხოველის ჯანმრთელობაზე. რეკომენდებულია ძაღლის საკვები ინდივიდუალურად, საჭიროების, ასაკის ჯიშისა და ფიზიკური მონაცემების მიხედვით შეარჩიო. არასწორად შერჩეულ ძაღლის საკვებს ახასიათებს ენერგიის დაქვეითება, უხასიათობა, ცხოველის წონაში მატება და გადაჭარბებული ძილიანობა. VELI.store-ზე ძაღლის საკვებს 4 სხვადასხვა ქვე კატეგორიაში აღმოაჩენ. აქ დაგხვდება:
მაგალითად თუ შენი ძაღლისთვის მშრალი საკვები გჭირდება, კატეგორიაში 15-მდე რჩეულ ბრენდს შეხვდები. მათ შორის BonaCibo, Farmina, Kennels' Favourite, Kucho, Monge, Monge Simba და სხვა ბრენდები დაგხვდება. მაგალითად, თუ შენს ოთხფეხა მეგობარს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ან ალერგია აქვს, უმჯობესია შეარჩიო ალერგიის საწინააღმდეგო მშრალი საკვები. ამ მხრივ კარგი ვარიანტია Farmina-ს ძაღლის საკვები, რომელიც სუპერპრემიუმ კლასის სრულფასოვან საკვებს წარმომადგენს მინი ჯიშის, ზრდასრული ძაღლებისთვის. ველიზე ძაღლის მშრალ საკვებს ძაღლის ზომის და ასაკისა მიხედვით ერთ სივრცეში სახლიდან გაუსვლელად აღმოაჩენ.
დანამატები და სასუსნაოები ძაღლებისთვის
საკვები დანამატები და სასუსნაოები დამატებითი კვებითი პროდუქტებია, რომელიც შენი ოთხფეხა მეგობრის ენერგიულობაზე, ვიზუალურ მხარესა და სიჯანსაღეზე ახდენს გავლენას. ამ რანგში მოიაზრება ვიტამინები და სხვადასხვა მედიკამენტოზური პროდუქტები, როგორიცაა სახსრების გასამაგრებელი ვიტამინები, ჯანსაღი კანისა და მბზინავი ბეწვისთვის შესაბამისი დანამატები და სხვა. ველიზე შეხვდები ესპანურ, თურქულ და იტალიურ საკვებ დანამატებს, რომელიც ცხოველის ასაკის მიხედვით შეგიძლია შეარჩიო. პროდუქტები ველიზე ხელმისაწვდომ ფასად დაგხვდება.
ვიდრე შინაურ ცხოველს სასუსნაოებს და დანამატებს მისცემ, უმჯობესია მანამდე კვების რეჟიმი მოუწესრიგო. ველიზე სასუსნაოების დიდი კატეგორია დაგხვდება. ხშრად ხდება, რომ ძაღლები კონკრეტულ სასუსნაოს მარტივად ეჩვევიან და შესაძლოა მთავარი საკვების ჩანაცვლებაც კი მოგთხოვოს, თუმცა დანამატები კვების მხოლოდ დამატებითი კომპონენტია, რომელმაც ძირითადი საკვები პროდუქტი არ უნდა ჩაანაცვლოს.
სასუსნავები უმჯობესია ძაღლს განსაზღვრული სიხშირის მიხედვით ან ჯილდოს სახით მისცე. მაგალითად კონკრეტული ბრძანებების ან ქმედების შესრულების შემდეგ, შეგიძლია ძაღლს ბაგიკოს ბრენდის ქათმის არომატის სასუსნაო მისცე და აგრძნობინო, რომ ჯილდო დაიმსახურა. ეს მიდგომა დაგეხმარება შინაური ცხოველი გარკვეულწილად გაწვრთნა და მარტივი ჩვევები ასწავლო.
პრემიუმ კლასის ძაღლის საკვები
პრემიუმ კლასის ძაღლების კვება, პოპულარულია და სრულად უზრუნველყოფს ცხოველს საჭირო ნუტრიენტებით, მინერალებითა და ვიტამინებით. კომპანიები ასეთ საკვებში ხშირად იყენებენ უფრო მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს, ვიდრე ეკონომიური ან ზოგადი ძაღლების საკვებში. ველიზე დაგხვდება პრემიუმ საკვების ბრენდებიც მათ შორისაა FRENDI-ს საკვები პროდუქტები ზრდასრული ძაღლებისთვის.
VELI.store-ზე ყველაფერია, შენი ერთგული მეგობრის საჭიროებებისა და გემოვნების მიხედვით. ზოგადად, ძაღლის საჭმელი კომპლექსურია. შესაბამისად, ველიზე ძაღლის საკვები ფართო ასორტიმენტითაა. აქ მშრალი და სველი საკვების ნაირსახეობას შეხვდები. არჩევა კი მარტივია, რაშიც სხვადასხვა ფაქტორი გეხმარება როგორებიცაა: ძაღლის ზომა, წონა, ასაკი, საკვებში შემავალი ინგრედიენტები და კვების რეჟიმი. დაათვალიერე და შეარჩიე ძაღლის საკვები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად VELI.store-ზე და მიიღე შენაძენი 3 საათში უფასოდ.