კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ფირსაკრავები
ფილტრაცია
დალაგება:

ფირსაკრავები

ფირსაკრავი Audio-Technica AT-LP3 Fully Automatic Belt-Drive Turntable Black-6%
ფირსაკრავი Pro-Ject Debut E Carbon Turntable Wood-6%
1499.001599.00
ფირსაკრავი Pro-Ject Debut E Carbon Turntable Wood
ფირსაკრავი Pro-Ject Debut E Carbon Turntable Black-6%
1499.001599.00
ფირსაკრავი Pro-Ject Debut E Carbon Turntable Black
ფირსაკრავი Pro-Ject E1 Phono Fully-Automatic Belt-Drive Turntable High Gloss Black-5%
ფირსაკრავი Pro-Ject E1 Phono Fully-Automatic Belt-Drive Turntable Walnut
ფირსაკრავი Pro-Ject E1 Phono Fully-Automatic Belt-Drive Turntable White
ფირსაკრავი Pro-Ject T1 EVO Phono Piano Turntable Black-3%
1449.001499.00
ფირსაკრავი Pro-Ject T1 EVO Phono Piano Turntable Black
ფირსაკრავი Triangle Lunar 1 Vinyl Turntable Black-14%
1029.001199.00
ფირსაკრავი Triangle Lunar 1 Vinyl Turntable Black
ფირსაკრავი Triangle Lunar 1 Vinyl Turntable Dark Blue-14%
1029.001199.00
ფირსაკრავი Triangle Lunar 1 Vinyl Turntable Dark Blue
ფირსაკრავი Triangle Lunar 1 Vinyl Turntable White-14%
1029.001199.00
ფირსაკრავი Triangle Lunar 1 Vinyl Turntable White
ფირსაკრავი Lenco LS-430BK Turntable With 4 Built-In Speakers Black-13%
ფირსაკრავი Lenco LS-440GY Turntable With 4 Built-In Speakers Gray-20%
ფირსაკრავი Lenco LS-300WD Turntable With Bluetooth And Two Separate Speakers Wood-17%
ფირსაკრავი Lenco L-3810WH Diect-Drive Turntable With USB/PC Encoding White-10%
ფირსაკრავი Lenco L-3810GY Diect-Drive Turntable With USB/PC Encoding Gray-10%
ფირსაკრავი Lenco LS-480WD Turntable With Built-In Amplifier And Bluetooth Wood-11%
ფირსაკრავი Lenco LS-470WA Turntable With Built-In Speakers And Bluetooth Walnut-14%
ფირსაკრავი Lenco LS-301BK Turntable With Bluetooth External Speakers Black-17%
20 პროდუქტის ჩვენება

ფირსაკრავის დანიშნულება მუსიკალური მაგიის გავრცელებაა ყველგან, სადაც ადამიანები დადებით ემოციებს ეძებენ. თუ ვინილის სიამოვნება ჯერ არ გამოგიცდია, ახლა სწორი დროა. შენი სახლის ცარიელი ადგილები დაუვიწყარ მელოდიებს მოუთმენლად ელიან.

 

მუსიკის ბევრ ენთუზიასტს სურს განიცადოს მუსიკა ფირფიტებზე, თუმცა ყოველდღიურ რომანტიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფირსაკრავები ატარებდნენ თანამედროვე ფუნქციებს, რათა მათი გამოყენება კომფორტული და მარტივი იყოს.

 

ფირსაკრავი სტანდარტულად შედგება ბაზის (მთლიანი ძრავის შემნახველი ყუთი), თეფშისა (ფირფიტის ჩასადები დისკო) და ტონარმისგან (ნემსიანი ჯოხი, რომელიც ფირფიტას კითხულობს). ფირსაკრავები ასევე შეიძლება დამატებითი თავსახურით და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინით ხასიათდებოდნენ. ველიზე ფირსაკრავები წარმოდგენილია: Bluetooth, USB, RCA და AUX ფუნქციებით, სხვადასხვა ბრენდითა და მონაცემით.


ისიამოვნე შოპინგით ჩვენთან და ისარგებლე ველის უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში. აირიდე თავიდან ზედმეტი ძალისხმევა და ხარჯი, ველი სასურველ ნივთს სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.


ფირსაკრავები ველიზე

 

ველიზე შეხვდები მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ Pro-Ject-ის A1 მოდელის ფირსაკრავს, რომელიც სრულად ავტომატურია და აწყობილია ევროპაში. ფირსაკრავი გაწყობილია მაღალი ხარისხის კარტრიჯით Ortofon OM10 და მყარი ხის დაფით, რომლის სტრუქტურაც მინიმალურ რეზონანსს და კრისტალურ სუფთა ხმას უზრუნველყოფს. 
ველიზე ასევე შეხვდები Audio-Technica-ს ყველაზე თანამედროვე AT-LP140XPBKEUK მოდელის ფირსაკრავს, რომელიც სრულად მექანიკურია და შესაძლებელია მისი ყველა ოპერაციის ხელით მართვა, ხმის ტონალობის და ტემპის კონტროლი. მოწყობილობას ჩაშენებული აქვს პრეამპლიფაიერი და შესაძლებელია ფირსაკრავის დაკავშირება სხვა აუდიო სისტემებთან, ლეპტოპთან ან პერსონალურ კომპიუტერთან. 
ველიზე ასევე შეხვდები აუდიო ტექნიკის ფართო არჩევანს, რომელზეც საინტერესო ფასდაკლებები მოქმედებს.


როგორ შევარჩიოთ ვინილის ფირსაკრავები

 

არ აქვს მნიშვნელობა ეს შენთვის პირველი ფირსაკრავია თუ ძველი საკრავის ახლით ჩანაცვლება გადაწყვიტე, მნიშვნელოვანია დრო დაუთმო შერჩევის პროცესს, რადგან შეძენისთანავე ფირსაკრავები სახლის ყველაზე უნიკალური წევრები ხდებიან.

 

განვიხილოთ შერჩევის პროცესის რამდენიმე ძირითადი კომპონენტი:


 

  • რისთვის გჭირდება ფირსაკრავი?


ჟღერადი და ლამაზი მუსიკა გიყვარს, ნამდვილი კლასიკები. შეყვარებულისთვის განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებ ან სულაც შეთანხმდით, რომ თქვენს მომავალ სახლში ფირსაკრავი აუცილებლად იცხოვრებს. მშობლების ქორწინების იუბილე მოახლოვდა, შენ კი ხშირად შეგიმჩნევია როგორ უყვარს დედას ცეკვა, მამას - დედა. 

 

საჭიროების მიხედვით ორი ტიპის ფირსაკრავს შორის გააკეთებ არჩევანს. არსებობს ღვედით მართული და პირდაპირ მართული ფირსაკრავები. ღვედით მართული ფირსაკრავი იდეალურია შენთვის თუ უბრალოდ მუსიკის მოსმენით სიამოვნების მიღება გინდა. მსგავსი ფირსაკრავები მაღალი ბრუნვადობითა და გამძლეობით გამოირჩევიან. პირდაპირ მართული ფირსაკრავი ელექტრონული მუსიკის შესაქმნელად გამოიყენება და ვიზუალითაც იგი სრულიად განსხვავდება ღვედით მართული ფირსაკრავისგან.
 

  • კლასიკური გირჩევნია თუ გათანამედროვებული?


ვინილის ყველაზე კლასიკური ვარიანტი მექანიკურია და ხელით იმართება. იგი ნამდვილად ძველებურ ემოციებს ატარებს, თუმცა შენი დახმარება უთუოდ დასჭირდება ახალი სიმღერის დაკვრისთვის.

 

ფირსაკრავების ახალი თაობა კი ავტომატურია, მათი მოხმარებისას შენ მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა და სავარძელში კარგად მოკალათება დაგჭირდება ლამაზი მელოდიების მოსასმენად. ავტომატური ფირსაკრავები ნამდვილად ატარებენ ვინტაჟურ სურნელს, ესაა სინთეზი ძველსა და ახალს შორის.
 

  • კარტრიჯი


ეს პაწაწინა ნემსი, რომელიც ფირფიტას აამღერებს ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიო. მას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ფირსაკრავის ფუნქციონირებაში და დიდწილად განსაზღვრავს მის საერთო ხარისხს.

 

კარტრიჯი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან შეცვლადი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში შეგიძლია ნემსი შეცვალო მარტივად, რამდენჯერაც გინდა თუ კი დროთა განმავლობაში დაზიანდება. ველიზე წარმოდგენილი ფირსაკრავები საერთაშორისო ბრენდების მიერაა წარმოებული, შესაბამისად როგორც ნემსის, ისე ყველა სხვა ნაწილის ხარისხის გარანტია უთუოდ გაქვს.

 

  • დიზაინი


ვიზუალური მხარე ტექნიკის შერჩევისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ველიზე კი ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანია. შეარჩიე შენი სახლის ინტერიერისთვის იდეალური, მინიმალისტური, ვინტაჟური ან თანამედროვე მოდელის ფირსაკრავები მსოფლიო დონის ბრენდებისგან ველიზე.

 

თუ შენ მუსიკა გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა ფირსაკრავები გჭირდება თუ უბრალოდ დინამიკებს ეძებ, ველიზე ყველა სახეობისა და მახასიათებლის მუსიკალურ ტექნიკას აღმოაჩენ, პროდუქტის შეძენა კი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.