ინტიმური ლუბრიკანტი, როგორც წესი, ორგანული წარმოშობის ნივთიერებებზე მზადდება და დამატებული აქვს, ასევე ბუნებრივი ან ზოგიერთ შემთხშხვევაში, სინთეტიკური შემადგენლობის ცვილი. გარდა ამისა, ინტიმური ლუბრიკანტი იცავს კანის ლორწოვან გარსს მიკროდაზიანებების გაჩენისა და გაღიზიანებისგან, რაც ხშირად გამხდარა ინფექციების გაჩენის მიზეზი და ასევე, ამცირებს ინფექციების გადადების რისკს. გარდა ამისა, ინტიმური ლუბრიკანტი, გიცავს ტკივილისგან და გიქმნის კომფორტის და სისუფთავის ნაზ შეგრძნებას.
როდის გამოიყენება ინტიმური ლუბრიკანტი
- პირველ რიგში, ინტიმური ლუბრიკანტი შეგიძლია გამოიყენო სექსუალური კავშირისას სიმშრალის შესამცირებლად.
- ინტიმური ლუბრიკანტი, ასევე გამოიყენება პლასტმასისა თუ სილიკონის ნივთებთან კომბინაციაში;
- ინტიმური ლუბრიკანტი, ასევე უზრუნველყოფს, კუნთების ინტიმური ტრენაჟორების, ტამპონების ან მენსტრუაციის ჭიქების გამოყენებისას დატენიანებას.
რა შეამადგენლობის ლუბრიკანტები არსებობს
- წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტი მსუბუქ გელს ან ჟელეს ჰგავს. შემადგენლობითა და ტექსტურით ახლოსაა სასქესო ორგანოების ბუნებრივ ეკოსისტემასთან.
- სილიკონის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა. ასეთი ლუბრიკანტი თხელი ფირის მსგავსად ადევს კანს, არ იშლება, არ შეიწოვება და არ აორთქლდება. აქვს ძალიან სქელი და მკვრივი ტექსტურა.
- ჰიბრიდული საცხები შეიძლება ერთდროულად შეიცავდეს წყალს და სილიკონს, ან ზეთს. ასევე, ის შეიძლება შეიცავდეს არამხოლოდ ბუნებრივ, არამედ მინერალურ ან თუნდაც სინთეტიკურ პროდუქტებს. ის დიდხანს რჩება სხეულზე.
რომელი ბრენდის ლუბრიკანტი ავირჩიოთ
VELI.store-ზე შეხვდები მხოლოდ დროში გამოცდილ, მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდების პროდუქტებს. აქ შეგიძლია ნახო ისეთი სახელოვანი ბრენდების ლუბრიკანტები, როგორებიც არიან MASCULAN და DUREX.
მასკულანის ლუბრიკანტი
მასკულანი არის ბრენდი, რომელსაც სიცოცხლის წყურვილი და ვნებები ამოძრავებს. ის 1989 წელს შეიქმნა კოსმოპოლიტურ, ღამის ბოჰემით ისეთ სახელგანთქმულ ქალაქში, როგორიც არის ჰამბურგი და ამჟამად უზრუნველყოფს დაცვას და უსაფრთხოებას მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.
მომხმარებელზე ზრუნვით განთქმული ბრენდი, ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს, რასაკვირველია არ ეხება მხოლოდ პრეზერვატივებს, ან ლუბრიკანტებს, არამედ ვრცელდება ინტიმური საშუალებების მთელ წყებაზე. მასკულანი მომხმარებელს სთავაზობს ყველა საჭირო სანდო პრუდუქტს და მრავალფეროვან ასორტიმენტს. Masculan-ის ლუბრიკანტი გელები უზრუნველყოფს სირბილეს.
- მასკულანის ლუბრიკანტებს ენდობიან და უყვართ 60-ზე მეტ ქვეყანაში. VELI.store-ზე შეგიძლია შეიძინო მასკულანის წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტები, რომლებიც ადვილად იხსნება წყალში, რაც ამარტივებს გელის ჩამობანას და უკვალოდ ქრება.
- ის კანს კიდევ უფრო მეტ სინაზეს ანიჭებს და უფრო მგრძნობიარე ხდება სიმსუბუქისა და კომფორტის შეგრძნებით.
- ლუბრიკანტი შემოწმებულია დერმატოლოგიურად და არ იწვევს ალერგიებს;
- არ შეიცავს საღებავს, ცხიმებს და პარაბენებს;
- დამზადებულია აპრობირებული გერმანული პრემიუმ ხარისხის სტანდარტების მიხედვით.
Masculan ლუბრიკანტი გელი Silk უზრუნველყოფს სინაზეს და ძლიერ შეგრძნებებს. ის არის არომატიზირებული გელი მოსახერხებელი შეფუთვით და სასიამოვნოა კანზე წასმისას. წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტი Silk ადვილად ჩამოიბანება და არ ტოვებს კვალს კანზე.
Masculan ლუბრიკანტი გელი Strawbarry არის სასიამოვნო და ხავერდოვანი სტრუქტურის საცხი, რომელიც ასევე დაგიცავთ შენ და შენს პარტნიორს ანთებისა და კანის გაღიზიანებისგან.
Masculan ლუბრიკანტი გელი Green Apple არის საცხი სასიამოვნო არომატით, რომელსაც მთელ მსოფლიოში ენდობიან.
Masculan ლუბრიკანტი გელი Warm არის ინოვაციური საცხი გამათბობელი ეფექტით და კანზე დატანისას იწვევს კანის გათბობას.
DUREX-ის ლუბრიკანტი
Durex ინტიმური პროდუქციის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი რეპუტაციის და საიმედო ბრენდია.
Durex ინტიმური გელი Play Feel, რომლის შეძენაც VELI.store-ზე შეგიძლია, არის მსუბუქი და გლუვი, წყლის ბაზაზე დამზადებული საშუალება, რომელიც შექმნილია სიმშრალით გამოწვეული დისკომფორტის შესამცირებლად. რამდენადაც ის არის წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტი, ადვილია მისი ჩამობანა.
რატომ უნდა აირჩიო ონლაინ მაღაზია ინტიმური პროდუქტების შესაძენად
ინტიმური ჰიგიენა და მისი პროდუქტები ჩვენს ცხოვრებას კაშკაშა ფერებს ანიჭებს. ისეთი პროდუქტები, როგორიც არის კონდომი თუ სხვა საშუალებები, მაგალითად შხაპ გელი გამოიყენება სექსუალური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად. ასეთი პროდუქტების შესაძენად, უმჯობესია შეარჩიო ისეთი ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებლის უსაფრთხოება მნიშნელოვანია და მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები იყიდება. VELI.store-ზე შეგიძლია დეტალურად გაეცნო პროდუქტებს და გარდა ამისა აქ დაგხვდება ყველაფერი, რაც გჭირდება, ეს იქნება სველი ხელსახოცი თუ ჰიგიენისთვის აბაზანის აქსესუარები.
ფიზიკურ მაღაზიაში ინტიმური პროდუქტების შერჩევა და შეძენა ხშირად უხერხულობასთან არის დაკავშირებული. აფთიაქებში გამყიდველისგან, ხშირად, შეგხვდება უხერხული მზერა. ასევე, არც ისე იშვიათად, ირგვლივ მყოფი ადამიანებიც გვიქმნიან უხერხულობა. VELI.store, რომელიც არის მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული ონლაინ მაღაზია, ზრუნავს რომ შეძენილი ნივთები მიიღო სახლში ან აგარაკზე, ვინ იცის როდის დაგჭირდება. შეარჩიე ლუბრიკანტი შენი გემოვნებით და მიიღე სამ საათში შენს კართან.