რეპროდუქციული ჯანმრთელობისა თუ პირადი ჰიგიენის შენარჩუნებისთვის კონდომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია. პროდუქტი ორი სახის არსებობს: კაცის და ქალის კონდომი. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე სახლიდან გაუსვლელად, კატეგორიაში ინტიმური ჰიგიენა, შეგიძლია შეარჩიო სასურველი ტიპის კონდომი და თბილისის ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით 3 საათში მიიღო.
შეარჩიე კონდომი VELI.store-ზე
თხელი დიზაინით არის გამორჩეული LELO-ს ბრენდის ლატექსისი კონდომი. პროდუქტის ექვსკუთხა სტრუქტურა უზრუნველყოფს მის გამძლეობას და ამცირებს დაზიანების ალბათობას. კონდომი მსუბუქი სამედიცინო ხარისხის ლუბრიკანტით არის დაფარული. არ აქვს სუნი და სრულად ვეგანურია.
გერმანიაში, ევროპული სტნადარტებით არის შექმნილი MY.SIZE PRO კონდომი. გაუმჯობესებული მასალა უზრუნველყოფს სანდო დაცვას. ეს კონდომი ძირითადად რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს ალერგია ჩვეულებრივ ლატექსზე. პროდუქტის შეფუთვაში 36 ცალი კონდომია.
One Touch კონდომი
სამედიცინო სტანდარტების სრული დაცვით არის შექმნილი One Touch კონდომი. პროდუქტი სილიკონის ზეთზე დაფუძნებული ლუბრიკანტით არის დაფარული, რაც მის კომფორტულ გამოყენებას უზრუნველყოფს. კონდომი 100%-ით ნატურალური ლატექსისგან არის დამზადებული. გადახედე ჰიგიენის კატეგორიას, შეარჩიე სასურველი ტიპის კონდომი ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.