ფანჯრების წმენდის პროცესი ტრადიციულად შედგება ორი ეტაპისგან - მინის წინასწარ დასველებით და შემდგომ მინის საწმენდი ჯოხით დელიკატურად გაწმენდით.
ადრე ფანჯრების დასანამად უამრავი კუსტარული მეთოდის მოფიქრება უწევდათ, თუმცა ახლა ბაზარზე უამრავი სპეციალური საშუალებაა წარმოდგენილი, რომლებიც ეფექტურად უმკლავდებიან რთულად მოსაშორებელ ნადებს. ლაქების ეფექტურად ამოსაყვანად სპეციალური ფორმულით შექმნილი ლაქების ამომყვანი საშუალებები შეგიძლია გამოიყენო.
ხოლო, იმისთვის რომ ლაქების ამომყვანი საშუალებები თანაბრად გაანაწილო უნივერსალური საწმენდი ტილოები გამოგადგება.
ფანჯრების საწმენდი საშუალებების დიდი არჩევანის და ასევე, უნივერსალური საშუალებების მრავალფეროვნების გარდა შეგიძლია ნახო ონკანის საწმენდი საშუალებები, რომლებიც სამზარეულოს სიკაშკაშეს დაუბრუნებენ.
როგორი მინის საწმენდი ჯოხები არსებობს
მინის საწმენდი ჯოხები რამდენიმე ტიპისაა: ტელესკოპური საწმენდი ჯოხები, რაკელი, მიკროფიბრის ტილოთი, ასევე მნიშვნელოვანია სახელურის ზომა, იმის მიხედვით რამდენად დიდია მინა.
მინის საწმენდი ტელესკოპური ჯოხი ყველაზე პოპულარული ტიპია უკანასკნელ პერიოდში. მასზე ასეთი მოთხოვნა განპირობებულია საწმენდის ტელესკოპური სახელურით, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს იდეალურად სუფთად გაწმინდო ფანჯრები გარედან. ასევე, მიწვდები ყველაზე შორ კუთხეებს, სხვა საშუალებების დაუხმარებლად. მათი სიგრძე ხშირად 2 მეტრს აღწევს, ასევე მოდელების უმეტესობა აღჭურვილია თავით, რომელიც ირგვლივ ტრიალდება და საუკეთესოდ წმენდს მიუდგომელ ადგილებში.
ასეთი ტიპის მინის საწმენდ ჯოხებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება Kleaner-ის მინის საწმენდი ჯოხი ტელესკოპური სახელურით. ეს მინის საწმენდი ჯოხი შენილის ტილო ეფექტურად აშორებს ჭუჭყსა და ლაქებს ნებისმიერი ზედაპირიდან. გამოიყენება ყველა ტიპის ზედაპირების დასუფთავებისთვის. აშორებს მტვერს, შთანთქავს სითხესა და იდეალურად ასუფთავებს კუთხეებს.
რაკელი დაგეხმარება მიწის წმენდის შემდეგ ის იდეალურად გაასუფთაო ზედმეტი სისველისგან. რაკელის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ჩამოსმისას წყლის ნაღვენთების ზოლები არ ჩნდება და უკვალოდ ასუფთავებს ზედაპირს.
რაკელი მარტივი მოწყობილობაა, რომელიც სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება სისველეს. ის როგორც წესი შედგება რეზინის თავისა და სახელურისგან, რომელიც რაკელის მართვას გიადვილებს.
კარგი არჩევანი იქნება York Bacteria Stop. მინის საწმენდი ჯოხის რეზინიანი თავი გამოიყენება წყლისა და ორთქლის მოსაშორებლად. York-ის მინის საწმენდი ჯოხი ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად. პროდუქტი იდეალურია საშხაპეების, ფანჯრების, მინისა და სარკის ზედაპირების გასაწმენდად.
მიკროფიბრის საწმენდი ტილოები თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს საჩუქარია დასუფთავებისთვის. ეს არის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის პოლიამორფული და პოლიესტერის ბოჭკოებისგან.
ასეთ საწმენდ საშუალებებს შორის Koopman-ის ფანჯრის საწმენდი ნაკრები უალტერნატივოა. ნაკრებში გვხვდება მინის საწმენდი და ორი მიკროფიბრის ტილო, რომელიც ჯოხს უერთდება.
როგორ შევიძინოთ მინის საწმენდი ჯოხები ონლაინ
იმისთვის, რომ მინის საწმენდი ჯოხები ან სულაც, მაგიდის საწმენდი ტილოები შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების მინის საწმენდი ჯოხები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.