ტანის სკრაბი შესანიშნავი საშუალებაა კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. ეს პროდუქტი ასუფთავებს კანს და ხელს უწყობს აკნეს პრევენციას. ამასთან, ნებისმიერი თავის მოვლის საშუალების შეწოვა გაცილებით სწრაფი და ეფექტურია სკრაბის გამოყენების შემდეგ, სუფთა და მომზადებულ კანზე.
თუ გსურს შენი კანი სინაზით გამოირჩეოდეს, გადახედე კატეგორიას სილამაზე & მოვლა და აქვე შეარჩიე სხეულის სკრაბი სახლიდან გაუსვლელად, შენაძენი კი შენ სახლის კართან იქნება.
შეარჩიე ტანის სკრაბი ველიზე
გარდა იმისა რომ ტანის სკრაბი ღრმად ასუფთავებს კანს, მას აქვს მატონიზირებელი ეფექტი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამქერცლავი ნაწილაკების დახმარებით კი კანის ფერი უკეთესობისკენ იცვლება და მცირდება ნაოჭის ზომაც.
ველიზე დაგხვდება Yves Rocher, სხეულის სკრაბი, რომელიც წმენდს, ნაზად ქერცლავს და აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს. პროდუქტი აუმჯობესებს კანის ტექსტურას და მინდვრის ყვავილების სასიამოვნო სურნელი აქვს. სკრაბი ყველა კანის ტიპისთვის არის რეკომენდებული. სხეულის სკრაბის გარდა, VELI.store-ზე შეძლებ სხეულის ლოსიონისა და დამატენიანებლის შეძენასაც. აქ დაგხვდება უდიდესი არჩევანი თავის მოვლის ნებისმიერ საშუალებაზე.
თუ გსურს საყვარელ ადამიანს საჩუქარი გაუკეთო, L'Occitane-ის სხეულის მოვლის ნაკრები შესანიშნავი არჩევანი იქნება. პროდუქტი აერთიანებს დასაბან ქაფს, სხეულის სკრაბს და აბაზანის შუშხუნა ბომბს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ველიზე საჩუქრის შეფუთვა და სასურველ მისამართზე გაგზავნაც შესაძლებელია.
ზიაიას სხეულის სკრაბი
VELI.store-ზე აღმოაჩენ სხვადასხვა ტიპის, მოცულობისა და ფასის სკრაბებს. აქ შეგხვდება საერთაშორისო დონის ბრენდები, როგორებიცაა: Byredo, Davines, Dr.Organic, Esthetic House, Nuxe, Purederm, Weleda, Yves Rocher, Ziaja და სხვ. ასევე, ექსკლუზიურად ველიზე Mario Badescu-ს უმაღლესი ხარისხის სხეულის სკრაბისა და კანის მოვლის სხვა პროდუქტების შერჩევას შეძლებ.
ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან არის შექმნილი Ziaja, სხეულის სკრაბი 2-1. პროდუქტი ნაზად ქერცლავს კანს, ატენიანებს, კვებავს და არბილებს მას. სკრაბი რეკომენდებულია მშრალი და ნორმალური კანისთვის. პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს და სრულად ვეგანურია.
VELI.store-ზე დაგხვდება სხეულის წმენდასა და გასუფთავებასთან დაკავშირებული უამრავი საშუალება, ეს იქნება ტანის სკრაბი, შხაპ-გელი, ლოსიონი თუ სხვა მაღალი ხარისხის პროდუქტი. ჩვენთან ისარგებლებ მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.