კბილის ძაფი არის თხელი, სპეციალურად შექმნილი ძაფი, რომელიც კბილებს შორის ნადების და საკვების ნარჩენების მოცილებაში გვეხმარება, რისი მიღწევაც ჩვეულებრივი ჯაგრისით შეუძლებელია. VELI.store-ზე შეარჩევ ისეთი ბრენდების კბილის ძაფებს, როგორებიცაა:
გადახედე პირის ღრუს მოვლის კატეგორიას, შეარჩიე სასურველი პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
აღმოაჩინე კბილის ძაფების ფართო არჩევანი ველიზე
კბილთაშორის არეებს უმტკივნეულოდ წმენდს Oral-B კბილის ძაფი, რომელიც შექმნილია კბილებს შორის ღრძილების ხაზის გასწვრივ ძნელად მისადგომი უბნების გასაწმენდად. გაწმენდის პროცესში ძაფის ბოჭკოები ხდება უფრო მოცულობითი, რაც საშუალებას იძლევა საფუძვლიანად გაიწმინდოს კბილები და ღრძილები. პროდუქტს ამასთანავე აქვს ანტიბაქტერიულ მოქმედება.
სპეციალური იმპლანტის მოვლისთვის არის განკუთვნილი Curaprox კბილის ძაფი. ელასტიური მიკროფილური დამცავი ძაფი იმპლანტების გარშემო წმენდს განსაკუთრებით მიუდგომელ ადგილებს. ნივთი 30 ცალ ძაფს აერთიანებს.
საბავშვო კბილის ძაფი
დინოზავრის ფორმის სახელური და მარწყვის არომატი აქვს The Humble Co. საბავშვო კბილის ძაფს. პროდუქტი აფერხებს კბილებზე ქვებისა და კარიესის განვითარებას. სტომატოლოგიური ძაფის რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს ნადების და ბაქტერიების მოცილებას. ძაფი მშობლებს საშუალებას აძლევს ადრეული ასაკიდანვე მარტივად განუვითარონ ბავშვებს ჯანსაღი ჩვევები.