Weleda შვეიცარიული ბრენდია, რომელიც 1921 წელს დაარსდა. კომპანია აწარმოებს ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ კოსმეტიკურ და ჰომეოპათიურ მედიკამენტებს. VELI.store-ზე კატეგორიაში სილამაზე & მოვლა, მარტივად აღმოაჩენ Weleda-ს ბრენდის პროდუქტებს, შეარჩიე სასურველი და შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად.
ველედას დამატენიანებელი
კანში კოლაგენის გამომუშავებას ასტიმულირებს Weleda, დამატენიანებელი დღის კრემი. პროდუქტი ინტენსიურად ატენიანებს კანს და აძლიერებს დამცავ ბარიერს. კრემი ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნის პროცესს და ანიჭებს კანს სირბილესა თუ ელასტიურობას. პროდუქტი აბალანსებს ეპიდერმისის პიგმენტაციას და ამკვრივებს კანს.
კანს გამოშრობის გარეშე ასუფთავებს Weleda, სახის გამწმენდი რძე. კრემის კონსისტენციის პროდუქტი წმენდს კანის ფორებს და აღადგენს ლიპიდურ ბალანსს. ლოსიონი დამზადებულია ჟოჟობას ზეთით, ირისის ფესვისა და თხილის ექსტრაქტით.
დამატენიანებლებთან ერთად ველიზე შეგხვდება Weleda-ს ბამბის ხელთათმანი, რომელიც დამზადებულია ორგანული ბამბისგან. ხელთათმანი წმენდს კანს და აშორებს მკვდარ უჯრედებს.
ველედა სტრიების საწინააღმდეგო კარაქი
მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს Weleda, სტრიების საწინააღმდეგო სხეულის კარაქი. პროდუქტი ინტენსიურად კვებავს, ამშვიდებს და არბილებს კანს. კარაქი განკუთვნილია ორსულობის პერიოდში და მის შემდეგ სტრიების პრევენციისა თუ შემცირებისთვის. გამოიყენება მუცლის, ბარძაყების, თეძოებისა და მკერდის კანის ელასტიურობის გასაუმჯობესებლად.
ბუნებრივი ინგრედიენტებით არის დამზადებული Weleda, ანტიცელულიტური ზეთი, რომელიც სხეულის კანის ტონუსის გასაუმჯობესებლად და ცელულიტის შესამცირებლად გამოიყენება. პროდუქტის ფორმულაში ერთიანდება თეთრი არყის ექსტრაქტი, აბრეშუმის ფოთოლი, როზმარინის ექსტრაქტი, ჯოჯობას, გარგარის და ქოქოსის ზეთები.
შეარჩიე Weleda-ს პროდუქტები ველიზე, აღმოაჩინე სხეულის ლოსიონი თუ დაზიანებული თმის კონდიციონერი, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საკურიერო მომსახურებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.