ხშირად პირველ შთაბეჭდილებას, სწორედ სურნელი ახდენს და სურნელითვე იქმნება მოგონებები. არსებობს ბევრი შეხედულება, თუ როგორი უნდა იყოს ქალის სუნამო ყველა ამ მოსაზრებისთვის კი იდეალური პროდუქტი VELI.store-ზე მოიძებნება. ველიზე შეძლებ მარტივად დაათვალიერო სუნამოები და შეარჩიო სასურველი პროდუქტი. შენაძენი შენს ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით იქნება.
აღმოაჩინე ქალის სუნამოები ველიზე
არსებობს მარტივი თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა სუნამო იყოფა მხოლოდ ოთხ ტიპად, მათ შორის არის ნორჩი ბალახი, ხილის და ყვავილოვანი ნოტები, ხის სურნელი და აღმოსავლური სანელებლები. ოთხივე მათგანის დათვალიერებას კი ველიზე აუცილებლად შეძლებ.
Carner Barcelona
ნორჩი ბალახი ეს არომატები ახლად მოჭრილი ბალახის, კიტრის, ფოთლებისა და მინდვრის მცენარეების სურნელით ხასიათდება. მათ ირჩევენ ძლიერი, ჯანმრთელი, მიზანდასახული ქალები. იგრძნობა მკაფიოდ, მაგრამ არა შემაწუხებლად. ველიზე შეძლებ აღმოაჩინო Carner Barcelona Rima, რომელშიც პიკანტური ყვავილოვანი არომატი ნაზად შერწყმულია გვატემალას კარდამონს, მადაგასკანის შავ წიწაკა, მაროკოს პიტნას და ზაფრანას. ნოტები გრძელდება დარიჩინით და ჟასმინით, რომელიც ეყრდნობა ვირჯინიის კედარის ხის, ავსტრალიის სანდლის ხის, ვანილის და მუშკის სურნელს.
Laboratorio Olfattivo
ხილის და ყვავილოვანი ნოტები დაკავშირებულია ხილისა და ყვავილების არომატებთან. ასეთი სუნამოები უნივერსალურია და შესაფერისია ნებისმიერი გარემოსთვის. ველიზე შეხვდები Laboratorio Olfattivo Nun edp 100 ml, რომელიც ციტრუსოვანი ტონებით არის წარმოდგენილი. ის შედგება მსხლის ტკბილი არომატის ინგრედიენტებისგან, რომელსაც ჟასმინის და ლოტოსის ნაზი არომატები უერთდება.
Philly & Phill
ხის სურნელი - ეს არომატი თბილ და დახვეწილ არომატად მიიჩნევა. კომპოზიცია იქმნება სანდლის ხის, ქარვის, კედრის ზეთის გამოყენებით. გამოდგება ირგვლივ სიმყუდროვისა და რომანტიკული გარემოს შესაქმნელად. ხის ძლიერი სურნელით გამორჩეული სუნამოა Philly & Phill Easy for Ecstasy, რომელიც ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო. მთავარი ნოტი სუნამოში მუშკია, რომელსაც ერწყმის ქარვის და კედრის ხე, რაც მას ნათელ და სასიყვარულო სიღრმეს აძლევს.
Histoires de Parfums
აღმოსავლური სანელებლები - პიკანტური სურნელი ხის და ყვავილოვანი ნოტების ტკბილი კომბინაციაა. იგრძნობა ორქიდეის, ფორთოხლის, სანელებლების, მუშკის, ვანილის ჩრდილები. აღმოსავლური ტონები უმჯობესია საღამოს გამოიყენო. ველიზე დაათვალიერებ Histoires de Parfums 1969 სუნამოს, რომლის მთავარი ნოტებია შოკოლადი, მზის ხილი და თეთრი ყვავილები.
იშოპინგე ონლაინ VELI.store-ზე
იმისთვის, რომ შეარჩიო სუნამოები, ან სულაც სახლის არომატები, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. აღმოაჩინე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების სუნამოები და ტანის ლოსიონები, რომლებიც დაგეხმარება ყოველთვის სასიამოვნო არომატებით იყო გარშემორტყმული. შეარჩიე ქალის სუნამოები იაფად ველიზე და შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე საკურიერო მიწოდებით იქნება.