Opalescence უკვე 30 წელია ლიდერია კბილების გათეთრების სფეროში. კომპანია ქმნის პროდუქტებს როგორც სტომატოლოგიური კლინიკებისთვის, ასევე სახლის პირობებში გამოყენებისთვის. მათ შორის არის, კბილის პასტები თუ სავლებები. VELI.store-ზე პირის ღრუს მოვლის კატეგორიაში შეძლებ შეარჩიო ყველა ის ნივთი, რომელიც პირის ღრუს ჰიგიენისთვის არის საჭირო.
ოპალასენსის მათეთრებელი კბილის პასტა
ემალის დაცვას უზრუნველყოფს Opalescence, მათეთრებელი კბილის პასტა, რომელიც აცილებს ზედაპირულ ლაქებს და ათეთრებს კბილებს 2 ტონით. პროდუქტი ხელს უშლის ნადების წარმოქმნას და იცავს კბილებს კარიესისგან. კბილის პასტას გრილი პიტნის არომატი აქვს, რაც მთელი დღის განმავლობაში სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნებას უზრუნველყოფს.
მგრძნობიარე კბილებისთვის არის განკუთვნილი Opalescence, მგრძნობელობის დამაქვეითებელი კბილის პასტა. პროდუქტი აქვეითებს კბილის მინანქრის მომატებულ მგრძნობელობას და უზრუნველყოფს ემალის დაცვას.
კბილთაშორის არეების ეფექტური წმენდისთვის კარგი ვარიანტია Opalescence, კბილების ფლოსი. პროდუქტი ერთჯერადი გამოყენებისაა, აშორებს ნადებსა და საკვების ნარჩენებს.
შეარჩიე მათეთრებელი კაპები
სახლის პირობებში კბილების გათეთრებისთვის მოსახერხებელი ვარიანტია Opalescence Go მათეთრებელი კაპები. შეფუთვაში მოთავსებული ერთჯერადი 10 მათეთრებელი კაპი წინასწარ შევსებულია მათეთრებელი გელით. კაპები ნებისმიერ თანკბილვას ერგება. შეიცავს კალიუმის ნიტრატს და ფტორს კბილების გასაძლიერებლად. კომპლექტში ერთიანდება 10 ზედა ყბის და 10 ქვედა ტბის კაპი.
შეარჩიე Opalescence-ის ბრენდის პროდუქტები ველიზე, აღმოაჩინე კბილების მათეთრებელი გელი, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად ნივთები და მიიღე შენაძენი საკურიერო მომსახურებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.