Neutraderm ფრანგული დერმოკოსმეტიკური ბრენდია, რომელიც შექმნილია Laboratoires Gilbert-ის მიერ 1904 წელს. VELI.store-ზე კატეგორიაში სილამაზე & მოვლა ადვილად შეძლებ შეარჩიო ბრენდის შენი სახის კანზე მორგებული პროდუქტები. მათ შორის აღმდგენი ბალზამი თუ დასაბანი კრემი.
შეარჩიე Neutraderm-ის სახის მოვლის პროდუქტები
სახისა და სხეულის კანს 24 საათის განმავლობაში ატენიანებს Neutraderm Relipid აღმდგენი ბალზამი. პროდუქტი ხსნის ქავილის შეგრძნებას და გაღიზიანებას. ბალზამი დაფუძნებულია ოთხ ძირითად აქტიურ ინგრედიენტზე. მაგალითად, ოლიგო კანის კომპლექსი გამდიდრებული მინერალებითა და მიკროელემენტებით. ალანტოინი, შიის კარაქი და E ვიტამინი უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
კანს ამშვიდებს და აღადგენს Neutraderm ბავშვის გამწმენდი გელი 3-1, რომელიც გაჯერებულია მინერალებით და მიკროელემენტებით. პროდუქტის ნაზი ფორმულა მარტივად ქაფდება და ჩამოიბანება. გელი უზრუნველყოფს ბავშვის სკალპის ნაზ დაცვას. პროდუქტი ასუფთავებს, ატენიანებს კანს და არბილებს თმას, რაც უფრო ამარტივებს მის დავარცხნას. გელი ტესტირებულია პედიატრების მიერ.