დეოდორანტების გამოყენება თავის მოვლისა და ჰიგიენის დაცვის პროცესში უმნიშვნელოვანესია. დეოდორანტი უზრუნველყოფს სისუფთავის შეგრძნებას, სასიამოვნო სურნელს და გიცავს ნებისმიერ სეზონზე არასასიამოვნო შეგრძნებებისგან. ველიზე დეოდორანტის შერჩევა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.
შეარჩიე სასურველი ტიპის დეოდორანტი ველიზე
ძირითადად დეოდორანტების სამი ტიპი შეგხვდება: მშრალი, ბურთულიანი და სპრეი. თითოეულ მათგანს ჰიგიენის დაცვის პროცესში სხვადასხვა უპირატესობა გააჩნია. შერჩევის პროცესში, საჭიროა განსაზღვრო, თუ რომელი ფაქტორია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
მშრალი დეოდორანტები
თუკი დეოდორანტის შერჩევისას, შენთვის გადამწყვეტი ხანგრძლივი მოქმედება და სიმშრალის შეგრძნებაა - მშრალი დეოდორანტი გამოგადგება. ქალისათვის კარგი ვარიანტია Nivea Pearl & Beauty დეოდორანტი 48 საათიანი დაცვით. იდეალურად იცავს კანს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სისუფთავის შეგრძნებას.
მშრალი დეოდორანტები კაცისთვის
ველიზე მშრალ დეოდორანტებს კაცისთვისაც აღმოაჩენ. იდეალური ვარიანტია Old Spice Nightpanther კაცის დეოდორანტი, რომელიც ხანგრძლივად იცავს კანს უსიამოვნო სუნისგან და ოფლისგან. დეოდორანტი არ ტოვებს ლაქებს ტანსაცმელზე და აქვს სასიამოვნო სურნელი.
ასევე კარგი არჩევანია Rexona Cobalt Dry Men დეოდორანტი, რომელიც ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს და არ ტოვებს ლაქებს ტანსაცმელზე.
ბურთულიანი დეოდორანტები
ბურთულიანი დეოდორანტი საუკეთესო არჩევანია მგრძნობიარე კანისთვის. მაგალითისთვის Vichy Roll-on 48h დეოდორანტი, არამხოლოდ უფრთხილდება კანს, არამედ უზრუნველყოფს ტანსაცმლის დაცვას ყვითელი და თეთრი ლაქებისგან. დეოდორანტი ტესტირებულია დერმატოლოგიურად და არ შეიცავს ალკოჰოლსა და პარაბენებს.
ანტიპერსპირანტისებური მოქმედება აქვს Garnier Mineral Purity დეოდორანტს ჩაის ხის სურნელით. დეოდორანტში შემავალი ფორმულა ებრძვის არასასიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს, აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას და არ ტოვებს ლაქებს ტანსაცმელზე.
ველიზე ასევე შეგიძლია Weleda კაცის ბურთულიანი დეოდორანტი აღმოაჩინო. დეოდორანტს 24 საათიანი მოქმედება გააჩნია და იცავს ოფლისა და არასასიამოვნო სუნისგან.
თუკი სურნელოვან დეოდორანტს ეძებ, NOU Rose Patchouli გამოგადგება. დეოდორანტი გამოირჩევა ხილისებრი, ყვავილოვანი სურნელით. დიდხანს უნარჩუნებს კანს სისუფთავის შეგრძნებას და აქვს მდგრადი პარფიუმის სურნელს.
დეოდორანტები სპრეის სახით
სწრაფი გამოყენებისთვის და სისუფთავის შეგრძნებისთვის, სპრეი დეოდორანტი შეგიძლია შეარჩიო. კარგი არჩევანია Vichy 48H Mineral დეოდორანტი რომელიც უზრუნველყოფს სისუფთავისა და კომფორტის შეგრძნებას დიდი ხნის განმავლობაში და არ ტოვებს ლაქებს ტანსაცმელზე.
სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა Fa Pink Passion დეოდორანტი 48 საათიანი მოქმედებით. დეოდორანტს აქვს ვარდის სურნელი და უზრუნველყოფს სისუფთავის შეგრძნებას დიდი ხნის მანძილზე. ველიზე ასევე OE დეოდორანტი Isla Vanilla შეგხვდება, ფრანგული პარფიუმერიის სურნელით.
მამაკაცისთვის კი ველიზე AXE Black Night Men დეოდორანტი დაგხვდება, დიდხნიანი მოქმედებით. დეოდორანტი უზრუნველყოფს სისუფთავის შეგრძნებას და ეფექტურად ებრძვის უსიამოვნო სუნს.
დაათვალიერე და შეარჩიე შენთვის სასურველი დეოდორანტი ველიზე და მიიღე შენაძენი შენთვის სასურველი მისამართზე თბილისში, 3 საათში.