Calvin Klein ამერიკული ბრენდია, რომელიც ტანსაცმელს, აქსესუარებსა და სუნამოებს ქმნის. VELI.store-ზე დაგხვდება ბრენდის სუნამოების ფართო არჩევანი. შეუკვეთე სასურველი ნივთი სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
Calvin Klein My Euphoria - ქალის სუნამო
Calvin Klein-ის ბრენდის საკულტო ხაზის Euphoria-ს თანამედროვე ინტერპრეტაციაა სუნამო Calvin Klein My Euphoria. ქალის ეს სუნამო 2023 წელს შეიქმნა და გამოირჩევა ტკბილი, ყვავილოვანი და ხის არომატებით. ზედა ნოტებია შავი მოცხარი კვირტის ესენციით და ვარდისფერი გუავა. ხოლო საბაზისო ნოტებია ციპრიოლის ესენცია და ვანილი. Eau de Parfum კონცენტრაცია უზრუნველყოფს, რომ სუნამოს ხანგრძლივად ჰქონდეს ინტენსივობა.
Calvin Klein Eternity - კაცის სუნამო
1988 წელს არის შექმნილი Calvin Klein Eternity, რომელიც 2019 წელს განახლებული ვერსიით წარადგინა ბრენდმა. არომატი კლასიკური ფუჟერული სურნელის ინტერპრეტაციაა და წარმოდგენილია ახალი ხის ნოტით. ზამშისა და ვეტივერის ძლიერი საბაზისო ნოტები ნაზად ერწყმის თბილი ნემსიწვერასა და კვიპროსის გულის არომატებს. სალბისა და ვაშლის ზედა ნოტები ხანგრძლივ და მკვეთრ სურნელს ანიჭებს სუნამოს.
შეარჩიე Calvin Klein-ის ბრენდის სუნამოები ველიზე, აქვე გადახედე კატეგორიას სილამაზე & მოვლა, შეუკვეთე სასურველი პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.