კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ვისკი
ფილტრაცია
დალაგება:

ვისკი

Talisker, ერთალაოიანი სკოტჩი, 10-წლიანი, 700 მლ.-10%
Singleton, ერთალაოიანი სკოტჩი, 12-წლიანი, 700 მლ.-10%
Tobermory, ერთალაოიანი სკოტჩი, 12-წლიანი, 700 მლ.-10%
Tobermory Ledaig, ერთალაოიანი სკოტჩი, 10-წლიანი, 700 მლ.-10%
Bulleit Rye, ამერიკული ვისკი, 4-6-წლიანი, 700 მლ.-10%
John Jameson Black, ირლანდიური ვისკი, 4-12 წლიანი, 700 მლ.-15%
Deanston Virgin Oak, ერთალაოიანი სკოტჩი, 700 მლ.-10%
Chivas Regal, შერეული სკოტჩი, 15-წლიანი, 700 მლ.-10%
Balvenie, ერთალაოიანი სკოტჩი, 12-წლიანი, 700 მლ.-10%
Bruichladdich The Classic Laddie, ერთალაოიანი სკოტჩი, 700 მლ.-15%
Johnnie Walker Double Black, შერეული სკოტჩი, 12 წლიანი, 700 მლ.-10%
Hatozaki, ერთალაოიანი იაპონური ვისკი, 700 მლ.-10%
20 პროდუქტის ჩვენება

ვისკის სამშობლოს სახელისთვის შოტლანდია და ირლანდია დაუღალავად იბრძვის. ამ თემაზე უამრავი ხუმრობაც არსებობს, როგორც ირლანდიელების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ ირლანდიური ვისკი უპირატესად წარმოაჩინონ, ასევე შოტლანდიელების მხრიდანაც, რომლებისთვისაც ნამდვილი ვისკი სწორედ სკოჩია. თუმცა, ვისკი ასევე იწარმოება ამერიკაში, კანადაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. სხვადასხვა ქვეყნის რეცეპტები განსხვავდება ნედლეულით და მომზადების წესით:
 

  • შოტლანდიაში იყენებენ ქერს და ქერის ალაოს,
  • აშშ-ში გამოიყენება ხორბალი, ჭვავი და სიმინდი,
  • ირლანდიაში - ქერი, ჭვავი და ქერის ალაო.
     

ვისკი ძლიერი არომატული ალკოჰოლური სასმელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვისკი მიიღება სიმინდის, ქერის, ჭვავის ან ხორბლისგან. დამზადებისას ხდება მისი გამოხდა და მუხის კასრებში ხანგრძლივი – მინიმუმ, 3 წლიანი დაძველება. 
 

ალკოჰოლის შემცველობა 40-50% შეადგენს, მაგრამ ზოგიერთი სახეობა 60%-საც აღწევს  სიმაგრით. დისტილაციით მიღებული ალკოჰოლი თავდაპირველად უფეროა. ხოლო შემდეგ,  კასრში ჩასხმისას იძენს ფერს და სასმელი მერყეობს ღია ყვითელდან ყავისფრამდე.
 

რომელი სახეობის ვისკი ჯობს

ალაო - ეს არის შოტლანდიური ვისკი, რომელიც მიიღება სუფთა ნედლეულისგან (ქერის ალაო) ვისკის მარცვლეულის შერევის გარეშე. შოტლანდიური ვისკის ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდებს წარმოადგენს Johnnie Walker Red Label და Chivas Regal. Johnnie walker-ის Red Label შოტლანდიური ბლენდური ვისკია, ის მხოლოდ ქერისგან მიღებული ალაოსგანაა დამზადებული. სკოჩი ორჯერაა გამოხდილი და შემდეგ მუხის კასრში 4 წლის მანძილზეა დაძველებული, გემოსა და არომატის 40-70%-ს სასმელი მუხის კასრში ყოფნის დროს იძენს. სასმელი ღია ფერის, გამჭვირვალე წითელია. აქვს ციტრუსისა და ხილის გამაგრილებელი არომატი. სანელებლებისა და დარიჩინის გემოს კი მოხალული ნუშის ელემენტები ამშვენებს. სასმელი დალევის შემდეგ დაგიტოვებს მოტკბო-მოხალულ სასიამოვნო გემოს. ვისკი უნდა მიირთვა ყინულის კუბებთან  ერთად 4 გრადუს ტემპერატურაზე, რათა სრულად ისიამოვნო მისი არომატითა და გემოთი. რაც შეეხება Chivas Regal-ს, ისიც შოტლანდიური ბლენდური ვისკია 12-წლიანი დაძველებით, რომლის რეცეპტიც 1801 წელს შეიქმნა და დღემდე იწარმოება. მას აქვს მდიდარი გემო მწიფე თაფლიანი ვაშლის, ვანილისა და თხილის ელფერით. არომატი გაჯერებულია ველური მწვანილის, ყურძნის, თაფლისა და ბაღის ხილის სასიამოვნო ნოტებით. სასმელს მოპოვებული აქვს ისეთი მნიშვნელოვანო ჯილდოები, როგორიცაა, მაგალითად, ოქროს მედალი მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ალკოჰოლური კოქტეილების კონკურსზე, ვერცხლის მედალი სან ფრანცისკოს ალკოჰოლური სასმელების დაჯილდოებაზე და ა.შ.
 

მარცვლოვანი ვისკი (Grain) მზადდება ხორბლის და ჭვავის ნედლეულის ან მათი ნარევებისგან. ის სუფთა სახით, ჯიში საკმაოდ იშვიათია. როგორც წესი, გამოიყენება მარცვლოვან-ალაოს ნარევების დასამზადებლად.
 

ბურბონი მზადდება სიმინდის ბადაგისაგან. ამ ტიპის ვისკის საუკეთესო და საქართველოში ყველაზე ცნობილი ბრენდებია Jack Daniels და Jim Beam, რომელთა შეძენაც VELI.store-ზე შეგიძლია ადგილზე უფასო მიწოდებით 3 საათში. Jack Daniel's-ის ვისკი Old No.7 ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესიში მზადდება. მას ასევე, თენესის ვისკის სახელით იცნობენ. სასმლის მთავარი ინგრედიენტი სიმინდია (მინიმუმ 51%) და იფილტრება სამ მეტრზე მეტი სისქის ნახშირის ფენით. მხოლოდ ამის მერე ასხამენ ხელნაკეთ მუხის კასრებში, რომელშიც ვისკი 4-დან 7 წლამდე ძველდება. ჯეკ დენიელსის ვისკი მხოლოდ მაშინ ითვლება მომწიფებულად, როდესაც დეგუსტატორები დააგემოვნებენ და იტყვიან, რომ სასმელი სრულყოფილია. ვისკის კარამელის, ვანილის, გარგრის ჯემის, ფინიკისა და მოხალული კენკრის არომატი აქვს, მისი გემო კი ტკბილისა და ცეცხლოვანი ბალანსის შესანიშნავი მაგალითია. სასმელი გემრიელად შეგიძლიათ დააგემოვნოთ სუშისთან, პროშუტოსთან, სალიამისთან, შემწვარ ბეკონთან, ხბოს სტეიკთან და შემწვარი იხვის სტეიკთან ერთად. ვისკისთვის იდეალური ოთახის ტემპერატურაა. Jim Beam-ის ვისკი White 51% ისიც, სიმინდისგანაა დამზადებული და 4 წლის მანძილზეა დაძველებული თეთრი ამერიკული მუხის კასრში. სასმელს აკაციის ყვავილოვანი, ვანილისა და ნაღების ნაზი, ხავერდოვანი არომატი აქვს, გემო კი მოტკბო ცხარე, ინტენსიური დასრულებით. შეგიძლია დააგემოვნო ყინულის კუბებთან ერთად, ასევე შეურიო კოქტეილებში.
 

შერეული ვისკი ალაოს და მარცვლეულის ჯიშების გარკვეული პროპორციების შერევით მიიღება. ის შედარებით იაფი და ძალიან პოპულარულია. მსოფლიო წარმოების თვალსაზრისით ასეთი ვისკი 9-ჯერ აღემატება ალაოს ვისკის. შერეული ვისკის კლასში ვისკის ისეთი ცნობილი ბრენდები ფიგურირებენ, როგორიც არის უკვე განხილული Chivas Regal, ასევე Dewar's და Ballantine's Brasil. Dewar's White Label არის შოტლანდიური ბლენდური ვისკი ჰაილენდის რეგიონიდან. ის მზადდება შოტლანდიური 40-მდე სახეობის საუკეთესო ალაოსა და მარცვლეულის თანმიმდევრული ნაზავით. არომატი გამოირჩევა ტორფის, ცაცხვისა და ალუბლის ნოტებით, გემოში კი იგრძნობა მსხლის, ჩირისა და თხილის ნათელი ტონები, თაფლის, სანელებლებისა და ვანილის ელფერით. ტოვებს სასიამოვნო ყვავილოვან გემოს, მშრალი ხისა და ტკბილი თაფლის ელემენტებით .ვისკის დალევა რეკომენდებულია სუფთა სახით ყინულთან ერთად, ასევე, მცირე რაოდენობით წყლის დამატებით. რაც შეეხება Ballantine's Brasil-ს, ეს ვისკი არის ორიგინალი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც განასახიერებს შოტლანდიურ ტრადიციებს და, მასთან ერთად, ბრაზილიის ვნებასა და ენერგიას. სასმელს 3 წლის განმავლობაში აძველებენ ამერიკული ბურბონის კასრებში, რომელთაც ლაიმის გამხმარ ქერქს ამატებენ, ეს ყველაფერი კი სასმელს ლაიმის სასიამოვნო, ტკბილ გემოსა და არომატს ანიჭებს. Ballantine's Brasil ვისკის ანალოგი არ არსებობს - მას აქვს რბილი და გამაგრილებელი გემო, ლაიმის სიხალისეს შესანიშნავად აბალანსებს ვანილის სირბილე, მათში შერწყმული შოტლანდიური ვისკის დამახასიათებელი ნოტები კი სასმელს მეტად დახვეწილს ხდის.
 

როგორ შევიძინოთ ვისკი ონლაინ
 

იმისთვის, რომ შეარჩიო ვისკი, შოტლანდიური ჯინი ან თეთრი რომი სასაჩუქრედ, აგარაკზე თუ ქალაქგარეთ ბუნებაში დროის გასატარებლად, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების ვისკის მთელი მსოფლიოდან და შეგიძლია უგემრიელესი საღამო მოიწყო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დროის.  შეიძინე ვისკი ახლავე და გაატარე სასიამოვნო დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად, შენაძენი 3 საათში, თბილისში ან აგარაკზე შენს კართან იქნება, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.