ლიქიორი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სადღესასწაულო სასმელია. ის კონიაკისგან თუ სხვა ქვეყნების ბრენდისგან განსხვავებით, ტკბილია, აქვს მრავალფეროვანი გემო და შესანიშნავია კოქტეილების დასამზადებლად. ამ ტიპის სასმელებს ბევრი მწარმოებელი გვთავაზობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბეილისი ლიქიორი - კლასიკური და განსხვავებული გემოთი. Baileys Strawberries & Cream არის უმშვენიერესი ვარდისფრით შეფერილი ლიქიორი უგემრიელესი ნაღებისა და მარყწვის კომბინაციით, რომელშიც აქტიურად იგრძნობა ვანილისა და ვისკის ნოტები. ლიქიორი შეგიძლია მიირთვა როგორც ცალკე, ასევე ყინულით, კოქტეილში, ნაყინით და ცოცხალი მარწყვით.
რამდენი სახის ლიქიორი არსებობს
- ნამდვილი ლიქიორი მხოლოდ ნაღების ან ვანილის და შოკოლადის შეიძლება იყოს?
- ეს მცდარი მოსაზრებაა. ბევრი სახის ლიქიორი არსებობს - პიტნის, მარწყვის და შოკოლადის, ყვავილების და ციტრუსის. ბრწყინვალე არჩევანი იქნება Sheridan's, ყავის ლიქიორი. შერიდანი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ყავის ლიქიორია, რომელიც პირველად 1994 წელს წარუდგინეს საზოგადოებას. სასმელს უნიკალური ორფენიანი ბოთლი აქვს, რომლის ზედა მხარეს ვანილის კრემის ლიქიორი ასხია, ხოლო ქვედა მხარეს ირლანდიური ვისკის ბაზაზე დამზადებული ყავის ლიქიორი. ორნაწილიანი ბოთლი დასხმისას გაძლევს საშუალებას შეინარჩუნო ამ ორი ლიქიორის სწორი პროპორციები. ნაზავს ყავისა და ნაღების სასიამოვნო არომატი და მდიდარი, კომპლექსური, მსუყე გემო აქვს ტკბილი ვანილისა და შავი შოკოლადის ელემენტებით.
რა კატეგორიებად იყოფა ლიქიორი სიძლიერის მიხედვით
- კრემ-ლიქიორი, რომელიც შედარებით რბილია;
- სადესერტო ლიქიორი, რომელიც ძირითადად კოქტეილების მოსამზადებლად გამოიყენება;
- მაგარი ლიქიორი, შაქრის და ალკოჰოლის მაღალი შემცველობით.
თუ რბილი გემოს ლიქიორი გინდა, სასიამოვნო ტკბილი საღამოს გასატარებლად, Cremossa Original, ვანილისა და კაპუჩინოს ლიქიორი შესანიშნავი არჩევანი იქნება, რომელიც, შეგიძლია VELI.store-ზე შეიძინო და მიიღო ადგილზე უფასო მიწოდებით თბილისში 3 საათში. ლიქიორი "Cremossa " არის ნაზი კრემის, ვანილის დელიკატური არომატისა და მაგარი ყავა-კაპუჩინოს ქაფის გემოების ჯადოსნური კომბინაცია. ყველა ამ კომპონენტის სრულყოფილი ბალანსი და ყველაზე რბილი ალკოჰოლური ბაზა გაძლევს მდიდარი გემოს შეგრძნებებსა და უხვ არომატებს.
იმ შემთხვევაში, თუ შედარებით მაგარ ლიქიორს ეძებ Marie Brizard, ყავის ლიქიორი იდეალური არჩევანი იქნება. Marie Brizard Coffee არის ყავის ლიქიორი, რომელიც საფრანგეთში, კერძოდ, ბორდოს რეგიონში მზადდება. მას აქვს მკვეთრი ყავისფერი შეფერილობა, საოცარი არომატი და ყავის გემო. ლიქიორის წარმოების საფუძველს აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის მზიან პლანტაციებში შერჩეული ყავის მარცვლების ფრთხილი დისტილაცია წარმოადგენს. ბორდოს ქარხანაში ნედლეულის მიტანის შემდეგ ყავის მარცვლებს ხალავენ, ფქვავენ და გამოხდიან, შემდეგ ამატებენ ვანილის ექსტრაქტსა და მცირე რაოდენობით კონიაკს. სასმელი შეგიძლია, გამოიყენო სუფთა სახით მისართმევად, ასევე, ბაზად მრავალი კოქტეილისთვის.
როგორ შევიძინოთ ლიქიორი ონლაინ
იმისთვის, რომ შეარჩიო ლიქიორი, ვერმუტი ან სულაც რაქი, პოლუგარი & სხვა სპირტიანები, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების ლიქიორი და მოიწყე მხიარული საღამო. დაპატიჟე მეგობრები და გამართე ნამდვილი დღესასწაული დღესვე, შენაძენი 3 საათში, თბილისში შენს კართან იქნება, ადგილზე უფასო მიწოდებით.