თეთრი ღვინო, მსუბუქი, დახვეწილი გემოებით გამოირჩევა, თუმცა იგი ასევე შეიძლება საკმაოდ მკაფიო და ინტენსიური არომატის იყოს. თუ უკვე იცი რომელია შენი ფავორიტი, VELI.store-ზე მის შეძენას ყველაზე მარტივად და სწრაფად შეძლებ. მათთვის კი, ვისაც ჯერ არ შეურჩევია საყვარელი ბოთლი, აქ მრავალფეროვანი ასორტიმენტი და უამრავი საინტერესო შეთავაზებაა, რომელიც არჩევანს ნამდვილად გაამარტივებს.
როგორ შევარჩიოთ თეთრი ღვინო ონლაინ
ღვინის შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ყურძენია. თეთრი ღვინო მზადდება მწვანე, მოყვითალო ან წითელკანიანი ყურძნის სხვადასხვა ჯიშებისგან, მათგან 100-ზე მეტს კი VELI.store-ის ციფრულ დახლებზეც იხილავ. მათ შორის, ველიზე დაგხვდება ცნობილი ქართული ჯიშები, როგორიცაა: მანავის მწვანე, ციცქა ცოლიკოური, რქაწითელი (მწვანე), რაჭული თეთრა, კრახუნა და სხვ.
რაც შეეხება სასმლის შეფერილობას, ღია ყვითელიდან, ოქროსფერ და ქარვისფერამდე, თითოეული თეთრი ღვინო ატარებს თავისებურ, ძალიან უნიკალურ ვიზუალს. იმ შემთხვევაში, თუ ყურძენს მუქი შეფერილობის კანი აქვს, იგი დამუშავების საწყის ეტაპზე შორდება, რადგან მიზანი, მომხიბვლელ არომატთან ერთად, თეთრი ღვინის სუფთა, დელიკატური ვიზუალი/შეფერილობაა.
აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ბრენდი, რომელიც სპეციფიური ტექნოლოგიით აწარმოებს კონკრეტულ სასმელს. VELI.store-ზე თავს იყრიან საერთაშორისოდ ცნობილი, მანთ შორის ქართული ბრენდებიც, რაც ნიშნავს, რომ ამ მრავალფეროვან ჩამონათვალში, საერთო საყიდლების კალათში შეგიძლია მოათავსო maison Louis Latour, Saint Aubin, შარდონე, 2008 წლის დაძველებით და თელური, 2020 წლის ალაზნის ველი.
3 რჩევა თეთრი ღვინოს მოყვარულებს ველისგან
არ აქვს მნიშვნელობა ღვინის შერჩევისა და დაგემოვნების გამოცდილება გქონია თუ ახლა გადაწყვიტე ალკოჰოლის ამ ხაზის შესწავლა. VELI.store გთავაზობს პლატფორმას, სადაც ყველა ტიპისა და სახეობის თეთრი ღვინო იყრის თავს, შერჩევისას კი მიტანა სრულიად უფასოა, საქართველოს ყველა რეგიონში.
- თეთრი ღვინო ჩვეულებრივ, გამორჩეულად უხდება ზღვის პროდუქტებს, სალათებსა და ზოგადად მსუბუქ კერძებს, ასევე ფრინველის ხორცს.
- ღვინის დაბალ ტემპერატურაზე დაყვანა გაცილებით სასიამოვნოს ხდის მას მისართმევად, ამიტომ უმჯობესია ბოთლი წინასწარ გავაციოთ.
- იდეალური გარემოება თეთრი ღვინის მირთმევისთვის თბილი ამინდი, საქმიანი ვახშმები და მსუბუქი ბრანჩებია. თუმცა, სურვილისამებრ, ველიზე ისეთი თეთრი ღვინოებიც მოიძებნება, რომლებიც ხმაურიანი შეკრებებისა და რომანტიკული გარემოსთვის გამოგადგება.
აღმოაჩინე სასმელების ნაირსახეობა ველიზე. შეარჩიე ბრენდი, კონიაკი, შამპანური და სხვა ტიპის სასმელები სახლიდან გაუსვლელად ერთ სივრცეში და მიიღე შენაძენი ნებისმიერ მისამართზე სრულიად უფასოდ, 3 საათში.