ლუდი მსუბუქად ალკოჰოლური, არომატული სასმელია, რომელიც მეგობრულ შეკრებებსა და ხალხმრავალ საღამოებს განსაკუთრებით უხდება. თუ მსგავსი მომენტები შენთვის ნაცნობია ან უბრალოდ ძალიან გიყვარს მსუბუქი ალაოს გემო, შენთვის სასურველი სასმლის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, VELI.store-ის ციფრულ დახლებზე შეძლებ.
ლუდი ველიზე ძირითადად გაფილტრული და გაუფილტრავი ლუდის ქვეკატეგორიებში ნაწილდება, თუმცა ამასთან შეხვდები ქართული ლუდის, შავი ლუდისა და უალკოჰოლო ლუდის კატეგორიებს. აქვე აღმოაჩენ ზედაზენის სასაჩუქრე შეფუთვებსა და უამრავ საინტერესო შეთავაზებას, როგორც ლუდის, ისე მრავალი სახეობის რომისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების კატეგორიებში.
ქართული ლუდი ველიზე
ველიზე სხვადასხვა ბრენდის ქართულ ლუდებთან ერთად შეხვდები ზედაზენის ლაგერს, რომელიც ქვედა ხარშვის ტექნოლოგიით არის შექმნილი. ლუდს დაბალანსებული სვიისა და ალაოს არომატები აქვს. სამეგობროს წვეულებისთვის კარგი არჩევანი იქნება ლუდი რავი, 6-ფექი + სამაგიდო თამაში. 6 ბოთლი დაბალანსებული ლაგერის ლუდი და სათამაშო დაფა გართობისთვის იდეალური კომბინაციაა.
უალკოჰოლო ლუდი
ველიზე ასევე შეგიძლია აღმოაჩინო Kalnapilis, უალკოჰოლო ლუდი, რომელიც ლიტვაშია დამზადებული. ლუდის არომატებში დომინირებს ალაო და მსუბუქი სვია. სასმელი შეგიძლია მიირთვა ხორცთან და თევზის კერძებთან ერთად. ლუდი გაფილტრულია და შექმნილია ქვედა ხარშვის ტექნოლოგიით. რა თქმა უნდა, 0%-იანი ალკოჰოლის შემცველობით.
გაფილტრული და გაუფილტრავი ლუდი
ველიზე დაგხვდება Carlsberg, გაფილტრული ლუდი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 4.6%-ია. სასმელი უმაღლესი ხარისხის მარცვლებისგან არის დამზადებული. ეს ლაგერი გამოირჩევა მსუბუქი, კრისტალური გემოთი, რომელსაც ასევე სიმწარე და ციტრუსოვანი გემოები ერწყმის. ლუდი გაფილტრულია და წარმოებული ქვედა ხარშვის ტექნოლოგიით.
გერმანიაშია მუქი ხორბლისა და მოხალული ალაოსგან არის დამზადებული Erdinger, გაუფილტრავი ლუდი. სასმელი ფერმანტაციის შემდეგ ორმაგი დაძველების მეთოდითაა დაყენებული. ლუდს აქვს მოხალული, შავი შოკოლადის არომატები, რომელსაც ხილის ელემენტებიც დაყვება.
თუ ლუდის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების ონლაინ შეძენა გსურს ველიზე უამრავ ფასდაკლებასა და საინტერესო შეთავაზებებს აღმოაჩენ. შეარჩიე სასურველი ლუდი VELI.store-ზე, შეუკვეთე მარტივად და მიიღე სამ საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.




