კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ცქრიალა & შამპანური
ფილტრაცია
დალაგება:

ცქრიალა & შამპანური

Moet & Chandon Brut, შამპანური, ბრუტი, 750 მლ.-30%
172.48246.40
Moet & Chandon Brut, შამპანური, ბრუტი, 750 მლ.
Moet & Chandon Brut, შამპანური, ბრუტი, 1.5 ლ.-20%
440.00550.00
Moet & Chandon Brut, შამპანური, ბრუტი, 1.5 ლ.
20 პროდუქტის ჩვენება

შამპანური ყოველი სადღესასწაულო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, თუმცა ამ სახელმა, ხშირად შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს. პოპულარულ ლექსიკაში, სიტყვა „შამპანური“ გამოიყენება ცქრიალა ღვინოებთან მიმართებაში, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შუშხუნა ღვინო არ არის შამპანური. სინამდვილეში ის შეიძლება ეწოდოს მხოლოდ საფრანგეთის შამპანის რეგიონში ნაწარმოებ ალკოჰოლს, ხოლო სხვა სასმელთან მიმართებაში, ეს იქნება ქართული ცქრიალა ღვინო თუ უცხოური ცქრიალა ღვოენო, ტერმინის გამოყენება არასწორია. ფრანგული შამპანური საერთაშორისო კონკურსებში ყოველთვის ლიდერია, რაც მისი წარმოების მრავალსაუკონოვანი გამოცდილებით არის განპირობებული და თითქმის ყოველთვის იკავებენ რეიტინგის პირველ ადგილს. ასევე, ქართული ცქრიალა ღვინო ხშირად ექცევა ყურადღების ცენტში, მის წარმატებას უნიკალური ქართული ნედლეული უზრუნველყოფს და ქართული ცქრიალა ღვინო ერთ-ერთ საუკეთესო სასმელად არის აღიარებული. 

 

როგორ შევარჩიოთ ფრანგული შამპანური


საფრანგეთის ცქრიალა ღვინოები საკულტო სასმელია ამავე სახელწოდების შამპანის რეგიონიდან, ეს შუშხუნა ბუშტებიანი სასმელი, უკვე რამდენიმე საუკუნეა პოპულარულია არამხოლოდ ფრანგებში, არამედ მსოფლიოს ღვინის მოყვარულთა შორის. ასეთი სიყვარულის საიდუმლო, უპირველეს ყოვლისა, ფრანგული ცქრიალა ღვინის უმაღლესი ხარისხია. Dom Perignon სახელგანთქმული ფრანგული სამელია, ხოლო ვარდისფერი შამპანური Dom Perignon 2008 წლის ვინტაჟია, რომელიც დამზადებულია პინო ნუარის ჯიშის ყურძნისგან. სასმელს წითელი ხილის, მინერალების არომატი და კომპლექსური, მდიდრული, გამაგრილებელი გემო აქვს.

 

Moet Chandon-ის ისტორია, სადაც Dom Perignon-ი იწარმოება, 1743 წელს დაიწყო, როდესაც კლოდ მოემ დაიწყო ღვინის მიწოდება შამპანის რეგიონიდან პარიზში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში. ლუდოვიკო XV-ის მეფობის ხანა ცქრიალა ღვინოზე მოთხოვნის ზრდას დაემთხვა, ამიტომ კლოდის ბიზნესი სწრაფად გაფართოვდა და მე-18 საუკუნის ბოლოს ის უკვე ახორციელებდა ექსპორტს მთელ ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც კი. კლოდის შვილიშვილმა, ჟან-რემი მოემ, ისეთი ელიტარული კლიენტების ყურადღება დაიმსახურა, როგორებიც იყვნენ თომას ჯეფერსონი და ნაპოლეონ ბონაპარტი. გვარი Chandon დაემატა კომპანიის სახელს 1832 წელს, როდესაც ჟან-რემი მოემ ფირმა გაყო მის ვაჟ ვიქტორსა და სიძეს პიერ-გაბრიელ დე ბრაიერ შანდონს შორის. Moet Chandon არის სოციალური ცხოვრების უცვლელი ატრიბუტი მთელ მსოფლიოში. 1971 წელს Moet Chandon გაერთიანდა Hennessy Congnac House-თან, 1987 წელს Louis Vuitton-თან. შედეგად, შეიქმნა LVMH (Louis-Vuitton-Moet-Hennessy) ჰოლდინგი, მსოფლიოში ყველაზე დიდი Luxury Group, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Guerlain, Christian Dior, Givenchy, Kenzo, Christian Lacroix, Hennessy, Louis Vuitton. და მრავალი სხვა.

 

კიდევ ერთი საკულტო მაგალითი არის Dom Perignon Blanc, ეს ვინტაჟური ღვინო დამზადებულია ორი უმაღლესი ჯიშის ყურძნისგან - პინო ნუარისა და შარდონესგან 2008 წლის მოსავლით. მისი არომატი გაჟღენთილია ნუშისა და კაკაოს ნოტებით, რომელსაც ავსებს თეთრი ხილის, გამხმარი ყვავილების ელფერი. აქვს მსუბუქი გემო, გამაგრილებელი, ელეგანტური, პიკანტური და მინერალური ნოტებით, ფინიში კი გრძელია, სასიამოვნო ტონებითა და ფორთოხლის ქერქის ოდნავი სიმწარით. შამპანურს მიირთმევენ, როგორც აპერიტივს, ასევე უხდება დესერტებსა და ზღვის პროდუქტებს.

 

შესანიშნავი არჩევანი იქნება Moet Chandon Imperial Nectar, რომელიც დაყენებულია სამი სახეობის ყურძნისგან. პინო მენიერი ღვინოს ელასტიკურობასა და სინაზეს ანიჭებს, პინო ნუარი სიმსუყეს, ხოლო შარდონე დახვეწილობას. აქვს მოცხარო არომატი ეგზოტიკური კენკრის ელემენტებით. დაგემოვნებისას იგრძნობთ მანგოს, ანანასს, გარგარისა და ატმის სასიამოვნო ნოტებს, რომელსაც ვანილის სიმსუბუქეც დაყვება. ძალიან უხდება ზღვის პროდუქტებს, თეთრ ხორცს, ნაღების სოუსსა და ხილს. 8 გრადუსი მისი დაგემოვნების იდეალური ტემპერატურაა.

 

როგორ შევარჩიოთ ქართული ცქრიალა ღვინო


ქართული ცქრიალა ღვინო გამოირჩევა ბიოლოგიური სიჯანსაღით და დახვეწილ სასიამოვნო გემოსთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი სასარგებლო თვისებებიც. ამასთანავე, არაერთი დასახელების ქართულ ცქრიალა ღვინოს სხვადასხვა დროს აქვს მოპოვებული პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოები, რომელთა შეძენაც ონლაინ შეგიძლია VELI.store. სასაჩუქრედ შესანიშნავი არჩევანი იქნება ბადაგონის ცქრიალა როზე საფერავი & ცქრიალა კახური მწვანე, სასაჩუქრე შეფუთვით. სასაჩუქრე შეფუთვაში გაერთიანებულია ცქრიალა ღვინოები - ვარდისფერი ნახევრადტკბილი როზე და თეთრი ბრუტი - პრემიუმ ხარისხის ორი სასმელი.

 

ერთ-ერთი გამორჩეული ცქრიალა ღვინოა ამბრას წითელი ნახევრადმშრალი ცქრიალა. მეღვინეობა ამბრას მიზანი ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული ღვინის წარმოებაა, რომელიც გააჯანსაღებს ადამიანებს. ამბრას ეს წითელი ნახევრადმშრალი ცქრიალა დამზადებულია ქართული ჯიშის ყურძნის - მუჯურეთულისგან. ღვინო გამოირჩევა წითელი კენკრის არომატებით, გემო კი სიმსუბუქითა და ჰარმონიულობით.

 

უგემრიელესი არჩევანი იქნება გურამიშვილის მარნის ჩხავერი, ვარდისფერი მშრალი ცქრიალა ღვინო. ცქრიალა ღვინო ჩხავერი ვარდისფერი ბრუტი დამზადებულია კლასიკური შამპანიზაციის მეთოდით აჭარის რეგიონში ქედაში გაშენებული ჩხავერის ჯიშის ყურძნისგან. სასმელი ღია ვარდისფერია. ახასიათებს მსუბუქი და ჰარმონიული გემო, ატმისა და გარგარის ნაზი ტონები, წვრილი, ინტენსიური ბუშტუკები. შენახვის პირობები: 5-20 C-მდე.

 

როგორ შევიძინოთ შამპანური ონლაინ


იმისთვის, რომ შეარჩიო სამსელები, ყველასთვის საყვარელი ლიქიორები, ან ჯინი და ნახო ონლაინ ჭაჭის ფართო არჩევანი, ყველაზე საუკეთესო ადგილი VELI.store იქნება. შეიძინე საუკეთესო ხარისხის ცქრიალა ღვინოები ახლავე და მოიწყე მხიარული დღესასწაული. შენაძენი 3 საათში, თბილისში შენს კართან იქნება, ადგილზე უფასო მიწოდებით.

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.