კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბოთლის გამხსნელები
ფილტრაცია
დალაგება:

ბოთლის გამხსნელები

L'Atelier du Vin, ღვინის ბოთლის გასახსნელი, Garcon
Atelier Du Vin, ღვინის ბოთლის გამხსნელი, 1 ც.
Vacu Vin, ღვინის ნაკრები, 6 ც.
144.50
Vacu Vin, ღვინის ნაკრები, 6 ც.
Zwilling, ღვინის ბოთლის გასახსნელი, 1 ც.
20 პროდუქტის ჩვენება

ღვინის, შამპანურისა და სხვა სასმელების მოყვარულებს VELI.store-ზე ბოთლის გამხსნელების დიდი არჩევანი დახვდებათ. აქ კოქტეილის აქსესუარების შეძენასაც შეძლებ, რაც აუცილებლად დაგჭირდება თუკი სასმელებით საინტერესო ექსპერიმენტების მოყვარული ხარ.


ბოთლის გასახსნელი მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც მინის ბოთლიდან ლითონის თავსახურის, კორპის ან პლასტმასის საცობის მოხსნა მარტივად შეიძლება. ეს ხელსაწყო ძალიან ფუნქციური და გამოსადეგია როგორც მარტო, ისე ხალხმრავალი შეხვედრების მასპინძლობისას. თუ ბოთლის გასახსნელი ჯერ კიდევ არ გაქვს, დროა იგი ველიზე, ყველაზე სწრაფად და მარტივად შეიძინო.


ბოთლის გასახსნელის ტიპები VELI.store-ზე


არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ბოთლის გამხსნელები. როცა ღვინის ბოთლის გასახსნელზე ვსაუბრობთ, აქ საქმე ტრადიციულ ბოთლის სახსნელთან ან მის თანამედროვე, ელექტრონულ ვერსიასთან გვაქვს.


სტანდარტული ღვინის ბოთლის გასახსნელი, მის ცენტრში მოთავსებული სპირალის საშუალებით მყარად თავსდება ბოთლის საცობში და მარტივად, მცირედი ძალისხმევით ამოაქვს იგი ბოთლის ყელიდან. ამ კატეგორიაში უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული Vacu Vin -ის ღვინის სახსნელი შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა.


თუ ღვინის მოყვარული მეგობრისთვის საჩუქრის გაკეთება გსურს, ღვინის აქსესუარების ნაკრები ნამდვილად გაახარებს. სახსნელს მოჰყვება: 2 სათადარიგო სპირალი, აერატორი დამცავით, ჩაჩის საჭრელი, ბოთლის საყელო, 2 საცობი, ტემპერატურის საზომი და თავისივე სასაჩუქრე ყუთი.


აქვე უნდა აღინიშნოს, ველიზე  სასაჩუქრე და გამაგრილებელი ჩანთების დიდი არჩევანია. ნებისმიერი ალკოჰოლური სასმლისთვის აქ შესაბამის ჩანთას მარტივად შეარჩევ.


ბოთლის ელექტრო სახსნელი


განსხვავებით სტანდარტული ღვინის სახსნელისგან, ამ ელექტრონულ მოწყობილობას არავითარი ძალისხმევა არ სჭირდება. მარტივად, საცობს უბრალო გასახსნელში მოათავსებ და ღილაკს დააწვები. ეს პროცესი სწრაფია, შესაბამისად ხალხმრავალი წვეულებებისთვის ძალიან გამოგადგება.


თუ მსგავსი საღამოების მასპინძლობა გიყვარს ერთჯერადი ჭურჭელი და საწრუპები ნამდვილად დაგჭირდება - შეარჩიე და შეუკვეთე ისინი ველიზე.


ღვინის ელექტრო სახსნელებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული Xiaomi HU0047 მოდელია. მას თან ახლავს ვაკუუმის საცობი, საცმი აერატორი, USB კაბელი და ფოლგის საჭრელიც კი. იგი იტენება 2.5 საათში, რაც 70-მდე ბოთლის გახსნას უზრუნველყოფს.


ღვინის სახსნელი ბერკეტით


ესაა ღვინის გასახსნელის კიდევ ერთი, ძალიან პრაქტიკული ვერსია. ბერკეტის უკან, შემდეგ კი ზემოთ გადაწევით საცობს ბოთლიდან მარტივად მოხსნი. Vacu Vin -ის Lever Corkscrew Horizontal ბერკეტიანი ღვინის სახსნელი ამ მხრივ შესანიშნავი პროდუქტია. 
 


შეიძინე ბოთლის სახსნელი და სხვა ბარის აქსესუარები VELI.store-ზე


ამ ონლაინ პლატფორმაზე ბოთლის სახსნელი არა მხოლოდ ღვინისთვის, არამედ ლუდისა და შამპანურისთვისაც მოიძებნება. გარდა ამისა, ბოთლის გახსნის შემდეგ დროის მხიარულად გასატარებლად, ველიზე დასალევი თამაშების შეძენასაც შეძლებ. 


იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ და ისარგებლე უფასო სასაჩუქრე შეფუთვისა და მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.